კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ონისე ონიანის ანეკდოტები


გურული ბოსტანს ამუშავებს. სადაც კი ქვას დაინახავს, პირდაპირ გზაზე ისვრის, ისე, რომ არც იხედება. გამოიარა მეზობელმა და შესძახა:
– რას შობი, ძამა? ასე რეიზა სროილობ? დეიყვირე მაინც, კაცს თავი არ გოუხეთქო.
– მე რეიზა დევიყვირო? ვისაც მოხვდება, იმან დეიყვიროს აწი!
***
გვიან საღამოს ქვრივი ქალის ჭიშკარს მიადგა მამაკაცი და დაიყვირა:
– მასპინძელო!
– მობრძანდი!
– (ბოდიშის მოხდით), შემაგვიანდა და ღამეს ვერ გამათენებინებთ თქვენს სახლში?
– უი, ცოტა კი მერიდება – ქვრივი ვარ და მეზობლებს ცუდად არ ეჩვენოთ ეს ამბავი... არადა, უარი როგორ გითხრათ? – შეწუხდა ქალი.
– რას ბრძანებთ, ქალბატონო, მე მკვლევარი პროფესორი გახლავართ, მაგას როგორ ვიკადრებ?
– კაი, კაი, შემოდი.
გათენდა დილა და ამ პროფესორს ქალი ხელ-პირს აბანინებს ეზოში. უცებ ქათმები გამოჩნდნენ, მათ შორის – ბევრი მამალი.
– უი, ქალბატონო, ეს რამდენი მამალი გყოლიათ!
– ეჰ, მამალი ე, წითელი რომაა, ეგ არის, თუ არა, დანარჩენი ყველა თქვენსავით  მკვლევარი  პროფესორებია, პატივცემულო, – ამოიოხრა ქვრივმა.
***
სვანი შევა აფთიაქში:
– ბავშვისთვის ვიტამინები მინდა და, თუ შეიძლება, მომეცით.
– რომელი, ბატონო?
– მრგვალი რომაა.
– გასაგებია, მაგრამ, ა, ბ თუ ცე?
– ეგ სულერთია, კითხვა ჯერ არ იცის.
***
ექიმი-ფსიქიატრი ეკითხება კაცს:
– თუ შეიძლება, მომიყევით, როგორ გაგიჟდა თქვენი ცოლი?
– მთებში ვიყავით სამოგზაუროდ. ხომ იცით, იქ შესანიშანავი ექოა. ჰოდა, ჩემი ცოლი კიდევ მიჩვეულია, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის მისი უნდა იყოს.
***
– მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
– აბა, რავი...
– მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?
– აბა, რა ვიცი...
– მამა, ხომ არ დაგღალე ამდენი შეკითხვებით?
– არა, არა, მკითხე, შვილო, მე თუ არ აგიხსენი, სხვა ვინ აგიხსნის?
***
ცოლ-ქმრის საუბარი:
– საყვარელო, ვერ ვიძინებ.
– ძვირფასო, ეშმაკს არასდროს სძინავს.
***
მამაკაცთან მიდის ქალი და ეუბნება:
– უკაცრავად, მგონი, თქვენ ჩემი  ერთ-ერთი ბავშვის მამა ბრძანდებით.
– რა?! მეე?! – დაიბნა კაცი.
– დაწყნარდით, დამშვიდდით, მე თქვენი შვილის მასწავლებელი ვარ!
***
გადაჭედილია „მარშუტკა“ და გურული ფეხზე დგას. გააჩერა მთვრალმა, გამოაღო კარი და იკითხა:
– ადგილი არის?
გურული გადაირია:
– ადგილი რომ არაა, იმიზა ვარ ფეხზე, თვარა ხსოვნის სადღეგრძელოს კი არ ვამბობ აქანე!

скачать dle 11.3