კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის თანხას ინახავენ საბანკო დეპოზიტებზე განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, მისი პრორექტორი მეუღლე და სახელმწიფო მოხელე ქალიშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი 1951 წელსაა დაბადებული ყაზბეგის რაიონის სოფელ კარკუჩაში. უმაღლესი განათლება თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე მიიღო 1974-1977 წლებში, შემდეგ კი, სამი წლის განმავლობაში სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ა. ფრუმკინის სახელობის ელექტროქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მისი სამუშაო გამოცდილება 1978 წელს დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც მან 1986 წლამდე იმუშავა. 1989 წლიდან შეთავსებით მუშაობდა იმავე აკადემიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად ინტერნეტის საკითხებში (2001 წლამდე).  1985 წლიდან დღემდე კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის რ. დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორიის ხელმძღვანელია. 2002-2003 წლებში, ასევე, შეთავსებით მუშაობდა სსიპ შავი ზღვის დაცვის, რესურსების კვლევისა და ათვისების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ და იყო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლის იანვარ-თებერვალში მუშაობდა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, თებერვლიდან მაისამდე კი – დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2007 წლიდან დღემდე არის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, მის შრომით ბიოგრაფიაში არ არის მითითებული, თუ როდიდან დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ.
თუმცა, რაკი თავისი პირველი დეკლარაცია, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, 2013 წლის სექტემბერში შეავსო, ესე იგი, თანამდებობაზე 2013 წლის ზაფხულში დანიშნულა. ოჯახის წევრებად ის მიუთითებს მეუღლეს, მოსკოვში დაბადებულ ნათელა დოღონაძეს და 1982 წელს დაბადებულ ქალიშვილ მარიას.
რაც შეეხება უძრავ ქონებას: ქ-ნი დოღონაძის საკუთრებაა ბინა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე (102 კვ.მ.), მარია მარსაგიშვილის – ბინა ცინცაძის ქუჩაზე (91.45 კვ. მ.), თამაზ მარსაგიშვილის – საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში (230 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის რაიონის სოფელ კარკუჩაში (96 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ არშაში (2 625 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი სოფელ კარკუჩაში (360 კვ.მ.). 2013 წელს თამაზ მარსაგიშვილს „პროკრედიტბანკის“ დეპოზიტზე 4 328 ევრო ჰქონდა, მარია მარსაგიშვილს – 5 000 ევრო, ნათელა დოღონაძეს კი – 2 000 ევრო. ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად მინისტრის მოადგილე ფლობდა 4 600 აშშ დოლარს, მისი მეუღლე – 3 300 ევროს, მათი ქალიშვილი კი – 5 700 აშშ დოლარს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ნათელა დოღონაძემ,  როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა, 61 298 ლარი მიიღო; მარია მარსაგიშვილმა, როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა, 24 196 ლარი; ხოლო თამაზ მარსაგიშვილმა, როგორც თსუ-ს მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, საერთაშორისო გრანტით, 500 და 3  000 აშშ დოლარი, როგორც თსუ-ის ექსპერტმა, 3 000 ლარი, როგორც თსუ-ის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა – 3 600 ლარი. 2012 წელს თამაზ მარსაგიშვილმა ბინის გაყიდვითაც მიიღო შემოსავალი – 40 000 აშშ დოლარი, ხოლო მისი ქალიშვილი აპირებს შეიძინოს ბინა აქსის-პალასში 69 308 აშშ დოლარად.
ბ-ნი მარსაგიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და უძრავი ქონების რაოდენობა. რაც შეეხება დეპოზიტებს: ბ-ნ მარსაგიშვილს „პროკრედიტბანკის“ ორ დეპოზიტზე ჰქონდა 4 588 და 5 000 ევრო, „თი ბი სი ბანკის“ ორ დეპოზიტზე – 4 352 აშშ დოლარი და 5 000 ევრო; „რესპუბლიკა ბანკის“ დეპოზიტზე  – 5 000 ევრო, „ლიბერთი ბანკის“ დეპოზიტზეც – 5 000 ევრო. მისი მეუღლე ორ დეპოზიტზე 2 231 ლარსა და 3 241 ევროს ინახავდა; მარია მარსაგიშვილი კი – 5 000 ევროს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ბ-ნმა მარსაგიშვილმა, როგორც თსუ-ის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა 3 600 ლარი აიღო;  საერთაშორისო გრანტებით, 5 960 აშშ დოლარი და 3 000 ევრო; როგორც თსუ-ის ექსპერტმა, 4 808 ლარი, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ (რამდენიმე თვეში) – 19 752 ლარი; ნათელა დოღონაძემ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა – 53 063 ლარი, ხოლო მარიამ მარსაგიშვილმა, როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა, 27 530 ლარი.

скачать dle 11.3