ჩვენი თვალისჩინი
ანუ რატომ არ უნდა ვენდოთ საკუთარ თვალებს
შესაძლოა, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი არ აღმოჩენილიყო (რასაც, მე რომ მკითხოთ, რუხი ნივთიერების უფრო ძალუმად ამუშავებაც ეყოფოდა), კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ბ-ნმა რურუამ საზოგადოებას ამცნო, რომ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება.
ამას კიდევ არაფერი უშავდა (ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ბრძოლისას ყველანაირი მეთოდი მოსულა), მაგრამ საქმე ის არის, რომ ბ-ნი რურუა იმაშიც გვარწმუნებს, რომ ბ-ნი მოლაშვილი არც კი უწამებიათ.
მივყვეთ ხსენებული ბატონის ლოგიკას (მოვიხმობ ციტატას): „სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმარი ვერ იქნებოდა, რადგან ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარკამპანია აგორდა, წამება, ისა, ესა, რაც მე მგონია ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ.“
ჩვენ არ შევუდგებით იმის გარკვევას, თუ რატომ არის დანაშაული ქრთამის აღება ერთისთვის და არ არის – მეორისთვის, რომელიც ამჟამადაა დაკავებული, რადგან ყველაზე საინტერესო ბოლო პასაჟია (ის ნაწამები არ იყოო), რადგან, გამოდის, რომ ბ-ნი რურუა გვირჩევს, ნუ ენდობით საკუთარ თვალებს, ენდეთ ჩემს ქორისებრ მზერას, რამეთუ მე ვარ თქვენი თვალისჩინიო?! –