კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმი, რომელიც პაციენტებს ოჯახის წევრებივით ხვდება

ლიკა ნადარეიშვილი – ჟორდანიას   სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის დირექტორი სამკურნალო  დარგში, მედიცინის დოქტორი.
მინი-დოსიე: დაამთავრა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მისი დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო მოსკოვის მეანობა-გინეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კი – მოსკოვის 32-ე სამშობიარო სახლში  მეან-გინეკოლოგად. 1991 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისში, ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საკონსულტაციო განყოფილების ექიმ-რეპროდუქტოლოგად,  შემდგომ კი – ამბულატორიული სამსახურის  ხელმძღვანელად. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია სამკურნალო დარგში. 2007-2009 წლებში გახლდათ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის მიწვეული პედაგოგი. არის  ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კონტრაცეპციის ასოციაციის წევრი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი. მონაწილეობს ევროპული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მულტიცენტრულ სამეცნიერო კვლევებში. არის 50 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

 – ქალბატონო ლიკა, ამ გადასახედიდან,  როგორც უკვე გამოცდილი ექიმი, როგორ აფასებთ განვლილ  გზას?
– კლინიკური ორდინატურიდან დავიწყე და 15 წელი ვიმუშავე მოსკოვის სამშობიარო სახლში. მახსოვს, ბატონი ფრიდონ თოდუა ბრუნდებოდა საქართველოში და ჩვენს ოჯახს სწორედ მან შესთავაზა, დავბრუნებულიყავით  და ქართული მედიცინის აღორძინებაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი. ამიტომაც, 1991 წელს მე და ჩემი მეუღლე  დავბრუნდით და ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში  დავიწყე მუშაობა. უკვე 25 წელიწადია, ინსტიტუტში ვმუშაობ და  ეს განსაკუთრებით მეამაყება.
– როგორია თქვენი დამოკიდებულება პაციენტისადმი?
– პირველ ყოვლისა, პაციენტს ექიმი გაღიმებული სახით და ფსიქოლოგიური კომფორტით უნდა დახვდეს, პაციენტი პოზიტიურად  უნდა განაწყო და ოჯახის წევრივით შეხვდე. მით უმეტეს,  როცა საქმე ქალის ჯანმრთელობას ეხება. ასეთ შემთხვევაში, ის იხსნება და ყველა თავის ჩივილს ზუსტად გადმოგცემს. პაციენტის  მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. თუ საქმე გვაქვს უნაყოფობის პრობლემასთან, ორიენტირებულები ვართ შედეგზე. თუ ეს მოგვარებადია რუტინული მკურნალობით,   მაშინ ვიწყებთ მკურნალობის პროცესს, სრულ ციკლს. ხოლო, თუ საქმე უფრო სიღრმისეულ პრობლემას ეხება, ამ შემთხვევაში,   ვაკეთებთ ლაპარასკოპიულ სადიაგნოსტიკო და სიტუაციურად სამკურნალო ოპერაციას. ამის შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით, ხელოვნურ განაყოფიერებას – დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მივმართავთ. ვიდრე ჩვენ ხელთ არსებულ მეთოდიკაზე გადავალთ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჟორდანიას სახელობის  ადამიანის რეპროდუქციის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, 1986 წელს განხორციელდა პირველი ლაპარასკოპიული ოპერაცია. 1999 წელს კი, ასევე საქართველოში განხორციელდა პირველი ექსტრაკორპორალური განაყოფიერება – ჟორდანიას ინსტიტუტში 2001 წელს დაიბადა ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახული პირველი ბავშვი.
ამჟამად, ახალი ბიზნესინვესტიციის შედეგად განახლებული ჟორდანიას კლინიკა, უნაყოფო წყვილთა მკურნალობის  ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა. ვისაც უშვილობის პრობლემა აწუხებს,  აღარ უწევს წამყვან ევროპულ კლინიკებში წასვლა და გაცილებით მეტი ფინანსების ხარჯვა. ჟორდანიას კლინიკაში თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ევროპული დონის აპარატურით,  სამედიცინო  სტანდარტებითა და რაც მთავარია, შედეგიანად ვზრუნავთ. ინსტიტუტში წარმატებით ფუნქციონირებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IN VITRO) საერთაშორისო განყოფილება, რომლის ეფექტურობის მაჩვენებელი 40-45 პროცენტს აღწევს.  
უშვილობის პრობლემა დღეისთვის უკვე აღარ არის გადაუწყვეტელი პრობლემა. ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი ნოვაცია დაინერგა. გარდა ლაპარასკოპიული ოპერაციებისა,  გაფართოვდა თვითონ ლაპარასკოპიის მოქმედების არეალი. თუ პირველად მხოლოდ სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია გამოიყენებოდა, დღეს აბსოლუტურად ყველა ოპერაცია ხორციელდება ლაპარასკოპიული მეთოდით.  
ინსტიტუტის პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროებია: უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა ქალებსა და მამაკაცებში; ხელოვნური განაყოფიერება (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინიექციის მეთოდით, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის TESA, MESA თანამედროვე მეთოდები); პერიმენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის მართვა; ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ნებისმიერი ასაკის ორივე სქესის ინდივიდში; რეპროდუქციულ სისტემასთან ასოცირებული პრობლემების კორექცია. ასევე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენს ინსტიტუტში 2015 წლიდან დაინერგა  პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, რათა ვივარაუდოთ გენეტიკური მომავალი წინასწარ ჯანმრთელია თუ არა ბავშვი. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა ქართულ მედიცინაში.
ასევე, ჩვენს კლინიკაში ხდება მამაკაცის სპერმის გაყინვა-შენახვა, მისი რეზერვაცია. ეს საჭიროება ხშირად არის  ონკოლოგიური დაავადებების დროს – ქიმიო თუ სხვა თერაპიის პირობებში. მე გავამახვილე ყურადღება განაყოფიერების პრობლემებზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში  ფუნქციონირებს: ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორია;  სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორია;  ემბრიოლოგიის ლაბორატორია;  გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილება; ანდროლოგიის განყოფილება;  უშვილობის დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის  განყოფილება; ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილება.  
დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ქალბატონებში კლიმაქსის პრობლემა, რომელსაც მთელი რიგი პროცესები და გვერდითი მოვლენები ახლავს: გულის არეში ტკვილის შეგრძნება, ოფლიანობა, დეპრესია და ასე შემდეგ.  სიმპტომები ხანდახან იმდენად სხვადასხვაგვარია, რომ ქალბატონები ხვდებიან  სხვა სპეციალისტთან – კარდიოლოგთან, ნევროპათოლოგთან. თუმცა, ეს რეალურად, კლიმაქტერული პროცესის სიმპტომებია. ჩვენ შეგვიძლია მოვუხსნათ ყველა ის ჩივილი, რაც ქალბატონს კლიმაქსის პერიოდში  ახასიათებს. ჩვენთან მომართვიანობის პირობებში  ქალებს ვპირდებით  მშვიდ და ფსიქოლოგიურად პოზიტიურ განწყობას.

скачать dle 11.3