კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჯდებოდა მარგო ლუჩკოს ადამიანურ ჩარჩოებში შალვა რამიშვილის შოუ და ვინ აჩუქა მას „ლექსუსი“

მარგო ლუჩკოს სახელი სხვადასხვა სფეროსთან ასოცირდება: ტელე და რადიოწამყვანი, დიჯეი, მომღერალი, მხატვარი და ასე შემდეგ. ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდია, თუმცა თავს სკანდალურად არ მიიჩნევს. ტელევიზიაში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მისთვის საინტერესო წინადადებას მიიღებს და მხოლოდ პოზიტიური, მხიარული გოგონას იმიჯს აღარ მოირგებს. როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს ამჟამად და რა სიახლეებია მასთან, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 – რას საქმიანობ ამ ეტაპზე, მარგო?
– ვმუშაობ ერთადერთ სპორტულ რადიოში, „ჯაკო ეფემზე“, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ საკუთარ ოჯახში ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი მუშაობს აქ. ვარ რადიოწამყვანი და მაქვს ჩემი გადაცემა „დიჯეი ლაივ სეტ“. ხან დილის გადაცემაც მიმყავს. მოკლედ, სპორტულ რადიოზე თავს სპორტულად და ჯანსაღად ვგრძნობ.
– არა მხოლოდ რადიოწამყვანი, არამედ ასევე, პირდაპირი მნიშვნელობით, დიჯეიც ხარ.  სხვადასხვა კლუბში გიწევს დიჯეობა.
– ჩემი გადაცემის საშუალებით, ღამის ეთერში სხვადასხვა სეტებს ვუშვებ და მსმენელს კარგ, გემოვნებიან მუსიკას ვასმენინებ. ასევე, სხვადასხვა შეკრებასა და ღონისძიებაზეც ვდიჯეობ.
– მინდა გითხრა, რომ ქართული ძალიან კარგად გისწავლია. რაც ვსაუბრობთ, ჯერ შეცდომა არ დაგიშვია.
– ეს იმიტომ, რომ ძალიან კარგი გოგო ვარ. ვსწავლობ ქართულ ენას და ვცდილობ, გამართული ქართულით ვიმეტყველო. როგორც კი ნერვიულობას ვიწყებდი, ქართული სიტყვები მავიწყდებოდა და რაღაც სასწაულს ვამბობდი. დილის ეთერში რამდენჯერმე ისეთი სასაცილო რაღაცეები მაქვს ადრე ნათქვამი, რომ ხალხი სიცილით სკდებოდა. რეპეტიტორთან არ დავდივარ, მაგრამ ჩემით ვსწავლობ ქართულ ენას. ვკითხულობ ქართულ გაზეთებსა და წიგნებს. სწავლა ნამდვილად არ მეზარება. რამე თუ არ ვიცი, არც იმის მრცხვენია, რომ გითხრა, მასწავლე–მეთქი. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით.
– კინოშიც მოსინჯე ბედი. ისიც გავიგე, რომ მარგო ლუჩკოს ჰოლივუდის ფილმში იღებენო. მართალია?
– ძალიან მინდა, ამის შესახებ ყველაფერი გითხრათ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესია. ამიტომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ერთი ის შემიძლია, რომ დაგიდასტურო – მართალია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.  მაგრამ, საიდან იცით ეს ყველაფერი? – გული მისკდება. ვერაფერს დამალავ, რომც მოინდომო.
– მსმენელს მომღერალი მარგო ლუჩკოც ახსოვს. რა ხდება ამ სფეროში?
– სიმღერა არ დამვიწყებია. პირევლად „რუსთავი 2–ში,” პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“ მივიღე მონაწილეობა, სადაც ძალიან დავკომპლექსდი მარინა ბერიძის გამო. თუმცა, თავი ხელში ავიყვანე და ბევრი რამ ვისწავლე. ვთქვი, სადმე კონკურსზე აუცილებლად გავალ-მეთქი და მართლაც, წავედი იტალიაში – ჩემი ჭია გავახარე. კარგადაც გამოვედი. ერთ–ერთი საპრიზო ადგილი ავიღე და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ მე ეს შემეძლო.  იმ პერიოდისთვის ამით კმაყოფილი ვიყავი, ახლა კი უფრო მეტი მინდა, არ ვაპირებ ერთ ადგილზე გავჩერდე. ანსამბლ „ხარებასთან“ ერთად, „თბილისო“ ჩავწერე. ხალხურ სიმღერაზე მთელი ცხოვრება დადიან და მე ისეთი „ნაგლი” გოგო ვარ, მაშინვე მოვინდომე ამ ჟანრშიც მომესინჯა თავი. რა ვქნა, მოუსვენარი და 7–თვიანი ვარ.
– ტელევიზიას საერთოდ ჩამოშორდი? დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ.
– სიმართლე გითხრა, ტელევიზიიდან წამოსვლის მერე, ორი კარგი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, რაც შემომთავაზეს, ის არ მინდა და გეტყვი, რატომ. ის საყვარელი, სასაცილო და ცოტა დებილი მარგო, რომელიც „თამაშობდა“ შალვა რამიშვილის შოუში, რეალურად, არასდროს ვიყავი და არც ვარ. მართალია, ძალიან ხალისიანი და პოზიტიური ადამიანი ვარ, მაგრამ ის, რომ ვითომ თავში ტვინი არ მაქვს, ასეთი ნამდვილად არ მინდა, ვიყო ბოლომდე. ამიტომ, ველოდები საინტერესო შემოთავაზებას, რომელიც დამაკმაყოფილებს როგორც ადამიანური, ასევე ჟურნალისტური თვალსაზრისით და უფრო მეტადაც განვვითარდები.
– რაც შალვა რამიშვილის შოუდან წამოხვედი, ამას ძალიან ბევრი მითქმა–მოთქმა მოჰყვა. ზოგი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდა, ზოგს  კი მიაჩნდა, რომ მიზეზი სხვა რამ იყო. რეალურად რა მოხდა?
– ამისგან რაღაც სკანდალი გავაკეთო, პირადად, მე არ მინდა და არც მიღირს, რადგან სკანდალური გოგო არ ვარ. ასეთი პიარი მე არ მჭირდება.  ერთი ზუსტად ვიცი, რომ შალვა რამიშვილის შოუდან წამოსვლით, სწორი ნაბიჯი გადავდგი. მე არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ჩემს ადამიანურ ჩარჩოებში არ ჯდება. ამიტომ, ყველას წინსვლას და კარგ ცხოვრებას ვუსურვებ. ყველამ ზუსტად იცის, რაც მოხდა და ამიტომ თავიანთ აზრზე დარჩნენ. მე მგონი, ცუდი არაფერი გამიკეთებია შალვას შოუში მუშაობით – კარგად კი გავერთე. ბევრი რამეც ვისწავლე და ბევრი ხალხიც გავიცანი. სხვათა შორის, ზოგთან დღემდე ვმეგობრობ.
– ახლა შენ ის მითხარი, „ლექსუსის“ მარკის ავტომობილი მართლა გაჩუქეს?
– მე არ მაქვს მართვის მოწმობა, ხალხო და ამიტომ, მანქანით ჯერჯერობით ვერ ვივლი. თუმცა, ის დღეც დადგება, ჩავაბარებ გამოცდას, ავიღებ მართვის მოწმობას და ვიქნები კარგი გოგო, თავისი კარგი მანქანით.
– გინდა თქვა, რომ არ გაქვს მართვის მოწმობა, მაგრამ გაქვს მანქანა?
– ზოგადად, მე „მერსედესი” მიყვარს. არც ვიცოდი, ეს „ლექსუსი” როგორ გამოიყურებოდა.
– მაინც არ მიპასუხე. მანქანა გაჩუქეს?
– ნუ მარცხვენ, შემდეგი კითხვა...
– ესე იგი, თაყვანისმცემლები მოგიმრავლდნენ.
– იცი რა, კარგი ხალხი არასდროს იკარგება – ყოველთვის არიან და იქნებიან. ფანები, რომლებიც შენზე გიჟდებიან, ფანჯრის წინ დგანან ყვავილებით, წივიან და კივიან – მადლობა ღმერთს, ასეთები არ მყავს. ყველას, ვისაც ჩემი გაცნობა ან ფოტოს გადაღება უნდა, უარს არ ვეუბნები. თავში ავარდნილი არ მაქვს. ვისაც მოვწონვარ, ხომ კარგი, ვისაც – არა, კარგად და ჯანმრთელად იყვნენ თავისთვის. ოღონდ შორს, რომ ჩემი თავი არ გაახსენოს ღმერთმა.
– შენ როგორი მამაკაცები მოგწონს?
– მე ვარ წიგნებზე გაზრდილი ადამიანი. ამიტომ მომწონს განათლებულები. მიყვარს, როცა მამაკაცი არის მამაკაცი და არ მიმაჩნია, რომ გაუნათლებელი კაცი მისაღებია. ის აუცილებლად ქალზე ჭკვიანი უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, იყოს სიტყვის კაცი და ქალს არ ატყუებდეს. თუ მამაკაცი ჭკვიანია, ის აუცილებლად იქნება წარმატებულიც თავის საქმეში. ბიჭი მეზრდება და მინდა, სწორედ ასეთი მამაკაცური თვისებებით გაიზარდოს.
– ერთი ბიჭის დედა ხარ, რომელიც წელს გახდა სკოლის მოსწავლე...
– ძალიან სასაცილოა. კლასში რომ ეკითხებიან ბავშვებს, როგორ მოგწონთ სკოლა, ხომ არ გეზარებათ დილით ადრე ადგომაო. ერთადერთი ჩემი შვილია, რომელიც ამბობს, მე დავიღალე, როდის დავამთავრებთ სწავლასო. რაღაც უცნაური ლექსი მოუგონია, რომელიც თავის ყველა კლასელს ასწავლა. მასწავლებელმა მომწერა, ძალიან გთხოვთ, ეს ლექსი არასოდეს, არსად  მოაყოლოთ ბავშვსო. თავისი ლურჯი თვალებით რომ შემოგხედავს, ვერც წარმოიდგენ, როგორი ბუნტისთავია.
– მკაცრი დედა ხარ?
– კი, მკაცრი დედა ვარ, რადგან ბებია ჰყავს სპორტის ოსტატი ყველა სურვილის შესრულებაში. ამიტომ, მე მიწევს ბავშვთან მკაცრი დედის როლის მორგება. თუ სამეცადინო არ გვაქვს და ვერთობით, მაშინ მისი თანატოლი ვხდები და ძალიან მეგობრული ვარ. ბავშვს უნდა მოეფერო კიდეც და სიყვარულიც აჩუქო, კარგი კაცი რომ გამოვიდეს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ყველაფერი კარგად არის. უკვე 6 წელზე მეტია, პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. მინდა, ის მხოლოდ ჩემს პირადად დარჩეს. ვცდილობ, ყოველთვის ბედნიერი ვიყო, რადგან გვერდით მყავს დედა, მამა, შვილი და მეგობრები. ანუ, ყველა ის, ვინც მჭირდება.

скачать dle 11.3