კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იკრძალება შეუღლება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში და რატომ არის ოქტომბერი ყველაზე რთული თვე

ასტროლოგია რომ ზუსტი მეცნიერებაა, ამაზე ბევრი აღარ დავობს, თუმცა, მნიშვნელოვანია კონკრეტული ასპექტების ცოდნა, რათა გარკვეული უსიამოვნებები ავიცილოთ თავიდან. გაეცანით კვირის რთულ პერიოდებს და მიიღეთ რჩევები ასტროლოგ ნინო ხომერიკისგან: 28 სექტემბერს 2015 წლის მთვარის ბოლო დაბნელებაა, რომელიც მოხდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და ეს იქნება საკმაოდ რთული დღე, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ჰოროსკოპის ნიშანზე მოახდენს გავლენას. თუმცა, განსაკუთრებით იგრძნობენ ამას სასწორის ან ვერძის ნიშნით დაბადებული აქტიური ადამიანები, ვინაიდან ეს ორი ნიშანი მუდმივად ერთმანეთის ოპოზიციაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერძი არის ცეცხლის ნიშანი, განვითარებული ეგოთი და, ჯიუტი, რომელიც თითქმის არასოდეს მიდის კომპრომისებზე. მისი მსოფლმხედველობა შემოიფარგლება მხოლოდ საკუთარი აზრის სისწორით, მაშინ, როდესაც სასწორს მუდმივად უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და მუდამ მათი სისწორის გარანტიებს ეძებს, რაც კიდევ უფრო გამძაფრებული ექნება, ვინაიდან ამ პერიოდში მასთან სტუმრობს ლილიტი, იგივე შავი მთვარე.
– კონკრეტულად რა სირთულეები გვექნება ამ კვირის განმავლობაში და რას უნდა ვერიდოთ?
– არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაწარმოოთ არანაირი საქმიანი მოლაპარაკებები, არ დავდოთ არანაირი კონტრაქტები და არ შეიძლება არანაირი წინადადებების შეთავაზება თუ მიღება. ასევე, ნეგატიური პერიოდია ქორწინებისთვის. ვინც ამ კვირაში აპირებს სესხის აღებას, ჩათვალეთ, რომ ეს ვალი ძალიან გრძელვადიანი გახდება თქვენთვის და შემდგომში პრობლემებს შეგიქმნით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ კვირის განმავლობაში ოპერაციები, კოსმეტიკური ჩარევის დონეზეც კი. თუ არ არის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი,   ყველას ვურჩევ, თავი შეიკავონ ამგვარი მანიპულაციებისგან და 13 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის გადადონ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება. უმჯობესი იქნება, 28 სექტემბერს კონტაქტებიც კი მინიმუმამდე დაიყვანოთ და, ეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატაროთ დღე, ვინაიდან, ამ დღეს მასობრივი გაღიზიანებაა მოსალოდნელი  და, შესაძლოა, აბსოლუტურად უწყინარმა ხუმრობამაც კი წყობიდან გამოგიყვანოთ. ეს მდგომარეობა გააქტიურდება 27-ის საღამოდან და 28 რიცხვის ბოლომდე საკმაოდ აქტიურია, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ საკმაოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ, არა ისე მძაფრად, როგორც ორშაბათს.
– მაინტერესებს, რამდენად რთული თვეა ოქტომბერი, მაგრამ, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ შავი მთვარის პერიოდზე, რომელიც ახლა სასწორშია.
– ერთი თვეც არ არის, რაც შავი მთვარე, ანუ ლილიტი, სასწორის ნიშანშია და ქალწულებმა თავი დააღწიეს უმძიმეს 9-თვიან პერიოდს. სხვათა შორის, არ მეგულება ქალწული, რომელმაც საკუთარ ტყავზე არ იგრძნო ლილიტის არსებობა, მათ შორის მეც. ალბათ, ყველას აინტერესებს, რა არის შავი მთვარე და ლილიტთან ბრძოლის მეთოდი: ამ პერიოდში მძაფრდება ჰოროსკოპის ნიშნის უარყოფითი თვისებების გამოვლინება და უტრირებას უკეთებს მათ, მაგრამ იბრძვის დადებითი კუთხის დანგრევით. როცა ლილიტი ლომში იყო (ლომი – ეს არის სიყვარული, ოჯახი და ბავშვები), სწორედ მაშინ მოხდა ოჯახური ძალადობის ყველაზე ცუდი გამოვლინებები და მედიისთვისაც ეს თემა ყველაზე აქტუალური სწორედ მაშინ იყო. თუ გაიხსენებთ, პედოფილიის ფაქტებიც სწორედ მაშინ გახდა ასე საჯარო. მომდევნო 8 თვე კი უნდა ველოდოთ სამართლიანობის პრობლემებს, ამ პერიოდში ყველაზე წყნარ და მშვიდ ადამიანსაც კი გაუჩნდება სურვილი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაღაც დააშავოს, თუნდაც დაიყვიროს  ან მისთვის უჩვეულო ხმამაღალ ტონალობაში დაილაპარაკოს. ერთ საიდუმლოს გეტყვით: ლილიტის ყოფნის პერიოდში, თუკი იმ ნიშნის ადამიანი, რომელშიც ის იმყოფება, თავს კარგად გრძნობს, უხეშად რომ ვთქვათ, ბოროტებასთან ალიანსშია. ასე რომ, დააკვირდით თქვენს გარემოცვას – თუკი თქვენი ახლობელი სასწორის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული და ამ პერიოდში მას წარმატება წარმატებაზე მოსდის, ესე იგი, მთლად კარგად ვერ არის საქმე. ამ პერიოდში გართულდება პარტნიორული ურთიერთობები და, არ არის გამორიცხული, ბევრი ოჯახის განქორწინებით დასრულდეს ეს 9 თვე. ეჭვიანობები იმდენად იმატებს, რომ, შეიძლება, თეთრი და შავი ფერებიც კი ეჭვქვეშ დადგეს. არ არის გამორიცხული, პარტნიორებმა ერთმანეთს ძველი „ცოდვები“ გაუხსენონ, ოღონდ, შესაძლოა, ეს  იმდენად აბსურდულიც კი იყოს, რომ მომავალში თავად გაეცინოთ, მაგრამ უკვე გვიან იქნება.
– ყველაფერი ეს ჰოროსკოპის სხვა ნიშნებზეც ასევე მძაფრად აისახება?
– განსაკუთრებით მათზე ვისთანაც სასწორის ნიშანი აქტიურია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მასზეც იმოქმედებს. წეღანაც ვთქვი, რომ, „მოდი, რამე დავაშავოთ“ თემა მკვეთრად გამოისახება და ამ ასპექტში უნდა ვიყოთ ფრთხილად. არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ მოტივით, რომ, გვგონია, ეს თემა ზუსტად ვიცით, რადგან ეს სასწორის თვისებაა.
– რატომ არის ოქტომბერი ყველაზე პრობლემური თვე?
– რთულია მანამ, სანამ მზე აქტიური იქნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. შავი მთვარის ტრანზიტს შეუერთდება ტრანზიტული მზე და ამ დროს ქაოსში აგდებს და შეცდომებს აშვებინებს იმ ადამიანებს, ვისთანაც მკვეთრად არის გამოხატული სასწორის ნიშანი. მაგრამ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე უნდა მოვერიდოთ ქორწინებას, ვინაიდან ეს ურთიერთობა აპრიორი კრახისთვის არის განწირული. ერთი სიტყვით, ამ კვირაში ვეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ საქმეები და, ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოვდუნდეთ, რათა თავიდან ავირიდოთ უსიამოვნებები.
– წეღან თქვით, ჩემზეც იმოქმედა გასულმა 9 თვემო. ნუთუ არ არსებობს პრევენციები, რომლითაც, თუნდაც თქვენ, ადვილად გაართმევდით თავს?
– ის, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაკეთე და, მთელი ის 9 თვე, უტრირებულად რომ ვთქვა, გამოკეტილი ვიყავი. ამ პერიოდში ყველანაირ ინტერვიუზე და საჯარო გამოსვლაზეც კი უარი ვთქვი, არცერთ ახალ შემოთავაზებას არ დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რომ წარუმატებლობა გარანტირებული იქნებოდა... მაგრამ, დამარტყა იმ კუთხით, რაც აბსოლუტურად ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ვერ გავაკონტროლებდი – ეს იყო ჯანმრთელობა. რამდენიმე თვე ისე ცუდად ვიყავი, რომ მეც აღარ მჯეროდა, ამ სიტუაციიდან თუ გამოვიდოდი.
– მეც ქალწული ვარ და, თუკი რამე ცუდი შეიძლება დაემართოს ადამიანს, ყველაფერი დამემართა: მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა; გამიფუჭდა მანქანა, რომლის გაკეთება იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა; სახლი ამიფეთქდა გაზით და დავკარგე ყველაფერი, რაც გამაჩნდა და, ბოლოს უკვე მეგობრებთან ურთიერთობაშიც შემექმნა სერიოზული პრობლემები.
– სულ არ მიკვირს, რაც მითხარით, მაგრამ, ყველაზე რთულად გამოგივლიათ შავმთვარიანობის პერიოდი იმ ქალწულებს შორის, რომლებსაც მე ვიცნობ. საბედნიეროდ, ჩემი ღრმა ცოდნა სწორედ ასეთ მიდგომებში გამომადგა და დაძაბულობა ურთიერთობებში არ შემქმნია. თქვენს შემთხვევაში, ლილიტი, სავარაუდოდ, მერწყულში გყავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ხდება მეგობრების გაფილტვრა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ასევე, თქვენი ენა თქვენი მტერია და, სანამ იდეას ბოლომდე არ განახორციელებთ, მანამდე არავის არაფერზე ელაპარაკოთ. ხომ გაგიგიათ, რაც წინასწარ ვთქვი, არაფერი გამოვიდაო და ეს სრული ჭეშმარიტებაა ლილიტის ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთათვის. სხვათა შორის, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და ეს ყველა ჰოროსკოპის ნიშანს შეეხება: თუ გინდათ, ადვილად გაისტუმროთ, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ვალი მთვარის მატების  პერიოდში, რომელიც მოიცავს ორ კვირას, 14 დღის შემდეგ კი, როცა მთვარე იწყებს კლებას, ამ პერიოდში აღებულ სესხს აუცილებლად მარტივად გაისტუმრებთ.
– როგორ გამოვიანგარიშოთ, როდის არის ეს პერიოდები?
– ოთხშაბათიდან მთვარე იწყებს კლებას, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კვირა საკმაოდ რთულია, სასურველი იქნება, თუ 5 ოქტომბრამდე თავს შეიკავებთ ყველანაირი ვალის აღებისა თუ გაცემისგან.

скачать dle 11.3