კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნიკალური აღმოჩენები გააკეთა ჯემალ ჯიქიამ ქართულ ანბანთან დაკავშირებით და რა ინფორმაციას ინახავენ ქართული ასოები

ქართული ანბანი რომ მხოლოდ ზეპირი მეტყველების წერილობით ფიქსირების საშუალებას არ წარმოადგენს და მასში გაცილებით მეტია ჩადებული, ეს ცნობილია. თუმცა, დროსთან ერთად, მეცნიერთა გამოკვლევების რაოდენობა იზრდება და ამ დიდი საგანძურის შესახებ უფრო და უფრო მეტის თქმაა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევები და მოსაზრებები აქვს ჯემალ ჯიქიასაც, რომელიც პროფესიით მათემატიკოსია და ამჟამად „გვარიშვილობის კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტის ადგილს იკავებს.

 ჯემალ ჯიქია: ქართულ ანბანში ყველაფერია ჩადებული, რაც კი უფალს ამქვეყნად შეუქმნია. მათ ასოები ჰქვია და თითოეული მათგანი ღმერთის ნაწილია, რომელიც მან ადამიანს მისცა. ისინი ღმერთის ასოებია და ერთის ამოკლებაც კი ყველაფერს ცვლის. ანბანის თითოეულ ასო-ნიშანს თავისი შინაარსი აქვს. ამქვეყნად ყველაფრის საწყისი უფალი ღმერთია. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი მისგან მოდის, ის პირველია. ანბანის პირველი ასო კი არის ა. ამიტომ, ის მამაა, საწყისია. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ რამდენიმე დატვირთვა აქვს, უმთავრესი მნიშვნელობა ესაა. შემდეგი ასო-ნიშანია „ბ“. კაცობრიობის გაჩენიდან უფალმა ადამიანებს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, მაგრამ მათ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. უფალმა ამის გამოსასწორებლად, საკუთარი ძე მოგვივლინა. მას ქართული ანბანის მეორე ასო „ბ“ შეესაბამება. მისი საწყისი ბა-აა. გადმოცემით ვიცით, რომ ბოსელში ქალი ნახეს შეჭმუხნული სახით და ჰკითხეს: რა გიჭირს, რით დაგეხმაროთო?!. ქალმა უპასუხა: არაფერი, ბედნიერი ვარო. კითხვაზე – რით ხარ ბედნიერიო? კი მიუგო: მე ბა ვშვი. ამის შემდეგაა ქართულ ენაში დარჩენილი სიტყვა ბავშვი. ამიტომ, მას დღესაც სიყვარულისა და სითბოს გამოსახატავად ვიყენებთ პატარებისადმი, მაგალითად, ბაია. ახლა ამ სიტყვას ძალიან აქტიურად ვიყენებთ, თუმცა, სამწუხაროდ, კაცმა არ იცის, საიდან მოდის ის. შემდეგი ასო-ნიშანი გ-ა. ეს არის ის, რასაც სულიწმინდა ჰქვია. ყველამ ვიცით, რომ არსებობს წმინდა სამება, რომელიც სამი ჰიპოსტაზისგან შედგება. სამი ერთად კი ერთარსს წარმოადგენს. სამი ჰიპოსტაზისგან შემდგარი ერთარსი ქართულ ანბანშიც გვაქვს: ანი, ბანი და განი. მათი საშუალებით ქართულში ბევრი რამ იხსნება, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა და შორს წაგვიყვანს. თუმცა, ეს ნამდვილი სასწაულია. დავუკვირდეთ, ჩვენ ახლა პირით ვლაპარაკობთ. პირიდან გამოდის სიტყვა, რომელიც თავის მხრივ, ბგერას წარმოადგენს. ბგერა იგივე ტალღაა, ტალღა კი – ველი. როგორც ვხედავთ, ამგვარად, პირის ველი გამოდის, ანუ, პირველი. შემდეგ ეს სიტყვა სხვა ენებშიდაცაა წაღებული, თუნდაც რუსულში. იესო ქრისტე გვეუბნება, რომ შეგვიძლია, ავმაღლდეთ და მის მარჯვნივ დავჯდეთ ისე, როგორც თვითონ ამაღლდა და დაჯდა მამის გვერდით, მარჯვენა მხარეს. მაშინ გვექნება არა ა, ბ, გ, არამედ ბ, ა, გ (ბაგ). კარგად ვიცით, რომ „ბაგე“ სიტყვის საწყობია. „პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. ყველაფერი სწორედ აქედან მოდის. იესო რომ საქადაგებლად მივიდა, საჭმელად ისე დაჯდა, რომ ხელი არ დაიბანა. ფარისევლებმა უთხრეს, შენ ვის რა უნდა ასწავლო, ლუკმა პირში ისე ჩაიდე, რომ ხელი არ დაგიბანიაო. ქრისტემ მიუგო, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ რას ჩაუშვებ პირში, რადგან ის მაინც გარეთ გამოვა. მთავარი ისაა, პირიდან რას ამოუშვებ. დიდი მნიშვნელობა სწორედ ამას აქვსო. ყველაფერი პირიდან იწყება. პირში არის ასო, რომელსაც ენა ჰქვია და ჩვენ მისი საშუალებით ვმეტყველებთ, მაგრამ ტვინის საშუალებით ვაზროვნებთ. ტვინი სამი ნაწილისგან შედგება. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებისგან და კიდევ არის ერთი ნაწილი, რომელიც მეცნიერებმა ვერ გამოიკვლიეს. მისი საიდუმლოება ვერ ამოხსნეს. ჩვენ, რასაც ვლაპარაკობთ, ის ყველაფერი თავის ტვინში არსებული ლოკატორების საშუალებით კოსმოსს გადაეცემა და კოსმოსიდან მოსული ინფორმაცია, ისევ ამ ლოკატორების საშუალებით, ჩვენს ტვინს უკავშირდება. ტვინის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული, კოსმოსიდან მოსულ ტალღებს, იგივე სიოებს, გადააკეთებს და მერე ჩვენ მას ენის საშუალებით გამოვთქვამთ. ამავე გზით გადაეცემა ენას ყურისა და თვალის მიერ მიღებული ინფორმაციაც. ახლა ერთი ბუნების სასწაულის შესახებ მოგიყვებით. ადამიანები ღმერთს ხმოვანებით ცნობენ. მხოლოდ ქართველმა იცის, რომ, როცა ჩვენ ვწერთ ყოვლის საწყისს ამიერში ა-ნს, ეს არის მოწოდებული ი-მიერიდან და მას ფიზიკურად ე-ნით გადავცემთ ერთმანეთს და ამ წყობით, ეს სამი ხმოვანი გვაძლევს ასონიშან უ-ს, მის ცენტრალურ ნაწილსაც კი წარმოადგენს ასონიშანი ო, რაც სულხან-საბას მიხედვით, უფალოზე მიუთითებს. ხოლო ასო უ ჩვენი აზრით, უზენაესს ნიშნავს, რადგან მასში საწყისიცაა(ა), იმიერიც(ი), რომელიც ამიერში ე-ნშია მოსული(ე). ამაზე დიდი აღარაფერი არსებობს და ამიტომ ჰქვია მას უზენაესი.  აქ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: როცა რაიმე ნივთი გაქვს, ის ხომ შენია და შენ ფლობ მას?! ახლა, მე რომ შენ უ-ს შესახებ ინფორმაცია მოგაწოდე, შენ ხომ უკვე ფლობ ამ ცოდნას?! ანუ, რა ფალი ახლა? უ ფალი. ამ ყველაფრით შთაგონებულს რაღაც ძალამ დროშის შექმნის იდეა მიკარნახა, რომელიც ხმოვნებაზე იქნებოდა დაფუძნებული. რაღაცამ შთამაგონა, ჯვრის ოთხივე ბოლოზე, ზუსტად ამ წყობით განმელაგებინა ქართული ხმოვნები, რომელმაც თავის მხრივ – უ შეადგინა. დროშაზე გამოსახულია ხმალი. – ხმა – მიუთითებს იმაზე, რომ ხმოვნება მოვიდა მამა ღმერთისგან და – ლი – ქართულში წარმოადგენს უსხეულო სულს. ესე იგი, ღმერთის უსხეულო ხმა ჩვენთვის წარმოადგენს იარაღს, რომელიც მატერიალურად ხმალში განხორციელდა. ხოლო მითითებულ ბორჯღალში გამოხატულია ამ ყველაფრის დროში ბრუნვა. ყველამ ვიცით, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა, რათა ადამიანების არსებობისთვის აზრი მიეცა და სწორ გზაზე დაეყენებინა. მისთვის ყველაზე ახლობელი პეტრე იყო. სახარებაში წერია, რომ უფალმა მას უთხრა: შენ ხარ პიტალო კლდე და შენზე ავაშენებ ჩემს ეკლესიასო. როცა უფალმა პეტრეს ჰკითხა: უყვარდა თუ არა, პეტრემ სამჯერ მიუგო – კიო. მაგრამ, როცა მან გაიგო, რომ მაცხოვარი ჯვარს უნდა ეცვას, ყველა გზას ხმარობდა მისთვის ამის თავიდან ასარიდებლად. ის ვერ ამაღლდა იქამდე, რომ მაცხოვრის ფიქრებს გატოლებოდა და ამიტომ, ცდილობდა, ქრისტეს გადარჩენას. ქრისტე სულ ორჯერ განრისხდა. ერთხელ, როცა ვაჭრები ეკლესიიდან გამოყარა, მამაჩემის სახლი სავაჭრო ცენტრად გადაგიგცევიათო და მეორედ, სწორედ ამ დროს უყვირა პეტრეს: განმშორდი სატანავ, მე ღვთაებრივზე გელაპარაკები, შენ კი, ადამიანურზეო. მაშინ, პეტრე გაჩუმდა და უკვე ყველამ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო. ბიბლია გვამცნობს: წელი ათასი ვითარცა ერთი დღეო. მასში ვკითხულობთ, რომ: კაპერნამოსა შინა ქრისტე იყო თანმხლებთან ერთად და უთხრეს: შენი მეგობარი ლაზარე ავად გამხდარა. ორი დღე იქ დარჩაო. ანუ, აქ მოსვლამდე უკვე ორი დღე – ორი ათასი წელი გასულაო. მართა და მარიამი ქრისტეს ეუბნებიან, ჩვენი ძმა უკვე ორი დღეა, მკვდარიაო. ქრისტე მათ მიუგებს, რომ ის, რაც ლაზარეს სჭირს, არაა სასიკვდილო დაავადება და ის აღსდგება. ორი დღე დამაცადეთო. ორი დღე ხომ უკვე იყო გასული მისი გარდაცვალებიდან და ორი კიდევ დაემატა, ანუ, სულ ოთხი ათასი წელი გამოვიდა. ქართულში ასო ნიშანი  წ 31-ეა, და მისი რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია. ყველასთვის ცნობილია, რომ ლაზარე არის გა მო ქვა ბულში. ქართული ანბანის მეთორმეტე ასონიშანი „ლ“ სულს ნიშნავს. თუ ლ-ს ხმოვნებს დავურთავთ, სულის სხვადასხვა მდგომარეობის გამოხატვას შევძლებთ.  მაგალითად, ლას არის სული, რომელიც იწყებს მოვლინებას. ლე არის სული, რომელიც სხეულშია და ამიტომ ვუწოდებთ სხეულს ლეშს, იგია სული მატერიაში. ლო არის სული, რომელიც მდუმარებაში იმყოფება. ორსული ქალი თვითონ მეტყველია,  ხოლო ბავშვი, რომელიც უნდა შვას, მდუმარებაშია. ლი, ესაა სული, რომელიც არაა ხორციელში, აქ წარსულები იგულისხმებიან, რადგან ი იმიერს ნიშნავს. ხოლო ლუ უზენაესი სულია. ლო კი, როგორც ვთქვით, მდუმარებაში მყოფ სულს აღნიშნავს. უფალი ყველაფერს მდუმარებაში აკეთებს. ქართულში დი დიდს ნიშნავს. ამიტომ, ლოდს რომ ვამბობთ, ეს დიდ მდუმარებას ნიშნავს. ეს ლოდი იყო მიფარებული ამ გამოქვაბულს. ლა სულია, რომელიც იწყებს მოქმედებას. ოდიდგანვე, ცოცხალი ადამიანი ამბის გასაგებად ცეცხლსა და ზარს იყენებდა. ისეთი ამბავი მითხრა, შემზარაო. აქედან მოდის სიტყვა ზარი. უკვე ვიცით, რას ნიშნავს ლა და რას – ზარი. იესო მართას ეუბნება, მე შენ ძმას ავაყენებო. უფალო, როგორ ააყენებ, ოთხი დღის მკვდარია და უკვე ყარსო, უკვირს მართას. თუ დაფიქრდებით, დღეს ვერ ნახავთ ვერცერთ ადამიანურ მიმართულებას, რომელიც არ ყარს. ამიტომ, დროა მოსული, რომ ლაზარე აღსდგეს. იესომ მართას მიუგო: შენ ღმერთი იწამე და ნახე, რა მოხდებაო. მივიდა და თქვა, მოაცილეთ ლოდი, ანუ მდუმარებაო. ოთხი ათასი წელი იყო ქართული ენა და სული დამარხული, აქამდე ხომ არ დაითვლიდა. ლოდი კი ნართანიან მრავლობითში ლოდინია და იესომ თქვა: მოაცილეთ ლოდი, გეყოფათ ლოდინი. ეს ნიშნავს: სულო, რომელიც მოდიხარ, ნათელი ამბავი მოიყვანეო. დაიწყო ლაზარემ შესახვევების შეხსნა და მაცხოვარი ეუბნება: მიდი, იარე. ზოგს ჰგონია, რომ აუცილებლად გაცოცხლებულმა კაცმა უნდა გაიაროს. ახლა საქართველოა ზუსტად ამ დღეში. რომ მკითხოთ, ეს ყველაფერი საიდან იციო, ვერ გიპასუხებთ. პატრიარქსაც ვუთხარი, არ ვიცი, საიდან მაქვს ეს ცოდნა-მეთქი. თან, ისიც ვკითხე: თქვენ მერამდენე ხართ? – მეორეო. გარეგინი მერამდენეა? – მეორეო, ალექსეი? – მეორეო. პაპი იოანე პავლე? – მეორეო და რა ხდება, მეორედ მოსვლაა-მეთქი?!. ეს 2001 წელს იყო. ეს ყველაფერი გადმოსაცემად და გასაგებად ძალიან რთულია, ამიტომ, ალბათ, მას არაერთხელ დავუბრუნდებით.

скачать dle 11.3