კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასე იწყება...



საკუთარი თავი რომ უნდა გიყვარდეთ, ეს უკვე ისეთი ჭეშმარიტებაა, რომელზეც აღარავინ დავობს; არც არავინ ამბობს იმას, რომ საკუთარი თავის სიყვარული სირცხვილია. პირიქით, როცა თავდაჯერებული ხართ, მოგწონთ და გიყვართ საკუთარი თავი, იცით თქვენი შესაძლებლობების შესახებ და აფასებთ კიდეც იმას, რაც ბუნებამ გიბოძათ, უკეთესადაც გამოგდით ურთიერთობები: გახსნილი და უშუალო ხართ; ახერხებთ, გიხაროდეთ სიცოცხლე და მერე ეს გადამდები ხდება – ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწყება სვლა წარმატებისა და ბედნიერების გზაზე... უარყოფითი მხარეები ყველას აქვს, მაგრამ ისინი დადებითმა თვისებებმა უნდა დააბალანსოს...
პოზიტივი საკუთარი თავის გარშემო თავად უნდა შექმნა. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის ღირსებები, რომლებიც გაქვთ (ეცადეთ, გულწრფელი იყოთ). შეიძლება, ყველაფერი ერთბაშაც არც გაგახსენდეთ, მაგრამ, როცა სიას წაიკითხავთ, კმაყოფილი დარჩებით, რადგან საკუთარ თავს სულ სხვა მხრიდან დაინახავთ. ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი. რატომაც არა?! თქვენ ხომ გულხელდაკრეფილი არ ზიხართ, ყოველდღიურად შრომობთ, წვალობთ, რომ თქვენი წილი პატარა ბედნიერება მოიპოვოთ. მაგრამ, თუკი საკუთარ თავს არ ეტყვით იმას, რომ ამ ბედნიერებას იმსახურებთ, ძალიან გაგიჭირდებათ.
საკუთარი თავის სიყვარული ძალიან მარტივად იწყება – უბრალოდ, უნდა დადგეთ სარკესთან და თქვათ: „მე ძალიან წარმატებული და შემდგარი ადამიანი ვარ. რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომივა. მოვწონვარ ყველას და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ძალიან, ძალიან კარგი ვარ...“

სიყვარულისთვის!..

ადამიანები სიყვარულისთვის ვიბადებით. ყოველ შემთხვევაში, ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება მძიმე და აუტანელი იქნებოდა. როცა გიყვარს, ხვდები, რომ ნამდვილი ხარ, ცოცხალი და შენ გარშემო ფერებიც ისეთი კაშკაშაა, ზოგჯერ თვალსაც კი გჭრის... იქნებ, ამიტომაც ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა, ეს ყველაფერი ამად ღირს... დიახ, ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ბევრი რაღაც ხდება უცნაური, მაგრამ სიყვარულს მაინც ვერაფერი შეედრება... ამიტომაც, ნუ დასხდებით გულხელდაკრეფილნი და ნუ დაელოდებით, თავისით როდის მოგიკაკუნებთ ის კარზე; პირიქით, აუცილებლად გააკეთეთ რაღაც, რომ სიყვარული მოფრინდეს თქვენთან. ეძებეთ, ეძებეთ ყველგან – თქვენს სიახლოვეს, ცოტა მოშორებით... შეიძლება, გვერდითაც გყავდეთ. ნუ შეგეშინდებათ, გაიხსნათ მისთვის, ანუ, გაიხსენით ადამიანებისთვის, ახალი ნაცნობებისთვის, ურთიერთობისთვის... ზედმეტი სიფრთხილე არ ვარგა. რატომ არ უნდა გაიცნოთ ვინმე კაფეში ან კინოში? სარისკოა? ამას თავად გადაწყვეტთ, როცა საქმე კონკრეტიკამდე მივა. სიყვარულისთვის რისკიც გამართლებულია... ასე რომ, ნურც პირველი ნაბიჯის გადადგმა დაგაფრთხობთ. თამამად იარეთ წინ – სიყვარულისთვის, მისკენ და მისი სახელით!..

ისწავლე საკუთარი
თავის ფასი...

თუ გინდათ, იყოთ ბედნიერი, ისწავლეთ, მიიღოთ საკუთარი თავი მთელი მისი უარყოფითი მხარეებით და მათ ყურადღება არ მიაქციოთ. ნაკლი აქვს ყველას – ფიზიკურიც და ხასიათის ნიუანსებითაც არავინაა იდეალური. თუმცა, ბუნებრივია ისიც, რომ რაღაც-რაღაცეები არ მოგწონდეთ. მაგალითად, სიმაღლე, თმის ან თვალების ფერი, სხეულის ფორმები... თუ მათი შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, არაბუნებრივი ამაში არაფერი იქნება. სხვათა შორის, ადამიანები ფიზიკური ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე უფრო ფიქრობენ და იღვწიან ხოლმე, ვიდრე ხასიათის გამოსწორებაზე... არც ამაშია რამე გასაკვირი. პრობლემაც უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე საკუთარ კომპლექსებთან ერთად ცხოვრება. როცა საჭიროა, უნდა თქვათ „არა!” და არც პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოთ სხვა ადამიანების მაგივრად. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაბალი თვითშეფასების კრიტერიუმი გაქვთ, რაც ბედნიერად ვერ გაქცევთ.
თუკი გინდათ, რომ ცხოვრება აიწყოთ, ყველაფერი კარგად გქონდეთ და ყოველმა დღემ სიხარული მოგანიჭოთ, უნდა ისწავლოთ, როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი და იცხოვროთ მასთან ჰარმონიაში. როგორ? ამ კითხვაზე პასუხი თავად უნდა იპოვოთ. აუცილებელი არ არის, ფსიქოლოგთან გაიქცეთ დახმარების სათხოვნელად. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს იმაში, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ და უპირველესად მას გამოუცხადეთ ბრძოლა.

შეიცვალე!

როდის ვუშვებთ ყველაზე მეტ შეცდომას? როცა საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა გვაქვს, ანუ, როცა დაქვეითებულია ჩვენი თვითშეფასების კრიტერიუმი. ალბათ, არ იცით, რომ სწორედ ეს შეგიშლით ხელს ცხოვრების თანამგზავრის სწორად შერჩევაში; მით უფრო, გაგიჭირდებათ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობის აგება. როცა საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ, შეუცნობლად ირჩევ ისეთ პარტნიორს, რომელიც მუდმივად გაკრიტიკებს, გაძლევს შენიშვნებს, თავზე გახვევს თავის მოსაზრებებს და ეს მუდმივად გრძელდება; ის აგრესიული და უყურადღებოა შენ მიმართ. გახსოვდეთ, ეს თქვენი ბრალეულობა არ არის. თუმცა, როცა აღმოაჩენთ, ვის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება, ძალიან არ მოგეწონებათ.
ადამიანი, რომელსაც თვითშეფასების დაბალი კრიტერიუმი აქვს, ყველაფერს სხვისი წაბაძვით აკეთებს. ფიქრობს, რომ, თუკი პირდაპირ „გადმოაკოპირებს“ იმას, რაც იმ ვიღაცას კარგი აქვს, საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის, უფრო სწორად, ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. ნეგატივი გროვდება და ბოლოს ძალიან სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ.
საშინელებაა, იცხოვრო იმ განცდით, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთე და გაწუხებდეს სინდისი. ამიტომ, შეიცვალეთ – ეს აუცილებელია, თქვენც წაგადგებათ და თქვენ გარშემო მყოფებსაც. ჩვენ მხოლოდ საფრთხეების ნაწილი ჩამოვთვალეთ, არადა, კიდევ ბევრი უსიამოვნება შეგხვდებათ, თუკი საკუთარ თავს მეტ მოთხოვნებს არ წაუყენებთ და მეტად არ დააფასებთ.

скачать dle 11.3