კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასჭირდა ზინაიდა კვერენჩხილაძის დახმარება მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას

„დედაო ღვთისა! ეს ქვეყანა შენი ხვედრია”... – ალბათ ყველას ახსოვს ილია ჭავჭავაძის ეს დიდებული ლექსი ზინა  კვერენჩხილაძის ასეთივე დიდებული შესრულებით.  ლექსის წაკითხვის დროს ის სრულად ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს,  მაგრამ, დიდი  იყო მის ხმაში შინაგანი დაძაბულობა. პირადად ჩემთვის ის თავისი თაობის მსახიობ ქალებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი,  უდიდესი სამსახიობო ოსტატობის სკოლაგამოვლილი პროფესიონალი არტისტი იყო, რომელსაც არა მხოლოდ მხატვრული კითხვა და დრამატული, ტრაგიზმით სავსე როლები გამოსდიოდა კარგად, არამედ ის ბრწყინვალე გახლდათ კომედიურ როლებშიც. მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის ხელმიუწვდომელი იყო საზოგადოებისთვის, რადგან, თავადაც და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მიაჩნდათ, რომ მას მხოლოდ ერთი ცხოვრება ჰქონდა – ეს იყო თეატრი. დღეს ზინაიდა კვერენჩხილაძის დღიურებიდან შეიტყობთ, როგორ გახდა ის მსახიობი, როდის ჰქონდა მას შემოქმედებითი კრიზისი, როგორ მუშაობდა თითოეულ როლზე და რა აკავშირებდა მას მეცნიერებასთან.                
მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პიონერთა სასახლეშიც კი დადიოდა მხატვრული კითხვის წრეზე, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სერგო ზაქარიაძე ხელმძღვანელობდა...
 მიუხედავად თეატრით ძლიერი გატაცებისა, სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიტანა, ერთი თუ ორი გამოცდაც ჩააბარა, მაგრამ, მოულოდნელად, საბუთები გამოიტანა და თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა და, მისდა გასაოცრად, პირველივე წელს ჩაირიცხა. ინსტიტუტში სწავლის ოთხი წლის განმავლობაში არაფერი საინტერესო არ შეუქმნია – საკმაოდ უფერული იყო ეს წლები. მასთან წარმატება თავიდანვე არ მოსულა, რატომღაც, არ მოხდა მისი აქტიორული შესაძლებლობების გამოვლენა არა მარტო ინსტიტუტში, არამედ შემდეგაც, როდესაც იგი რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექტივის წევრი გახდა. 1956 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ზინა კვერეჩხილაძე ამ თეატრის დასში ჩაირიცხა. სახელგანთქმულ კოლექტივში მუშაობის პირველ სამ წელს მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია – როგორც ჩანს, არც ინსტიტუტის სპექტაკლებში შესრულებული როლები და არც რუსთაველის თეატრის სცენაზე მოღვაწეობის დასაწყისში განსახიერებული გმირების – სლავკას („ფილოსოფიის დოქტორი“), ეთერის („გურიის მთები დაუთოვია“), ანგელას („ანგელა“) ხასიათები არ აძლევდა ზინა კვერეჩხილაძეს მსახიობური ნიჭიერების გამოვლენის საშუალებას, 1960 წელს კი მან შექმნა მხატვრული სახე, რომელმაც მაყურებლისა და კრიტიკის დიდი მოწონება და ფართო აღიარება მოიპოვა, რომელსაც ყველა მიიჩნევს მსახიობის პირველ დიდ წარმატებად. ეს იყო ლელა  („ბახტრიონი”), ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით.
... სპექტაკლი „ჭინჭრაქა“ დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო რუსთაველის სახელობის თეატრის ცხოვრებაში... ამ ნამუშევარმა მსახიობის შემოქმედებითი ინდივიდუალობა სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა. ვერც კი იფიქრებდი, რომ ტურასა და ლელას მხატვრული სახეები ერთი აქტიორის ქმნილებები იყო. ზინაიდა კვერენჩხილაძემ ამ სპექტაკლში სცენაზე ცხოველის განსახიერების რთული თეატრალური პრობლემა გადაჭრა. იგი თამაშობდა მშიერ, გამწარებულ, სიცივისაგან აკანკალებულ, დამფრთხალ ქალს, რომელიც ტურას მოგვაგონებს... გამოირკვა, რომ დრამის გარდა იგი მშვენივრად თამაშობს  კომედიაში, უფრო მეტიც – ზღაპარში და, ნათელი  გახდა, რომ  იგი საუკეთესო  სახასიათო  მსახიობიცაა... ამავე 1963 წელს  მან  კიდევ  ერთი საინტერესო მხატრული  სახე შექმნა – ნინო, როზოვის პიესაში „ვახშმობის წინ.“ მისი პერსონაჟი საცოდავი ქალი იყო, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნდა; ან ჩუმად ფუსფუსებდა სცენაზე, ან ასევე უხმაუროდ ქვითინებდა, მაგრამ, არავისთან და არაფერთან შებრძოლება არ შეეძლო, ყველაფერს პასიურად ემორჩილებოდა. მისი პროტესტის გამოვლენის ერთადერთი ფორმა ჩუმი ტირილი იყო. 1963-1964 წლის თეატრალურმა სეზონმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა – სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა. მის მიერ შექმნილი სამი სცენური მხატვრული სახე – ლელა, ტურა და ნინო, უკვე საკმარის საფუძველს იძლეოდა, რომ ზინაიდა კვერენჩხილაძე ქართული თეატრის ერთ-ერთ საინტერესო მსახიობად ეღიარებინათ. მისი აქტიორული ნიჭი კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი იყო. მომდევნო სცენური სახე გახლდათ ელიზაბეტ პროქტორი მილერის პიესაში „სეილემის პროცესი“. ამ ბრწყინვალე სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი შეძრწუნებული ტოვებდა დარბაზს – მართლაც, საშინელი ამბავი ხდება პიესაში... 1968 წელს მას მოჰყვა ანტიგონე – მსახიობის უბრწყინვალესი ქმნილება... სპექტაკლის უძლიერესი სცენაა 40-წუთიანი დიალოგი ანტიგონესა და კრეონს (მას თავდაპირველად სერგო ზაქარიაძე თამაშობდა, შემდეგ კი –  ედიშერ მაღალაშვილი)  შორის მეორე მოქმედებაში. ეს მხატვრული სახე კვერენჩხილაძის საუკეთესო ქმნილებათა შორის გამოირჩევა როგორც დიდებული ნამუშევარი...
ზინაიდა კვრენჩხილაძის შემოქმედებითი საქმიანობის ორი სფერო – როლების თამაში და მხატვრული კითხვა  არა მარტო ურთიერთშემავსებელია, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს ეხმარება... რთული იყო ზინაიდა კვერენჩხილაძის შემოქმედებითი გზა, მოულოდნელობებითაა ის აღსავსე და სწორედ ამითაა საინტერესო. მის არტისტულ ცხოვრებაში დიდი მიღწევებიც ყოფილა და წარუმატებლობაც. იყო რამდენიმე სეზონი, როდესაც რუსთაველის თეატრის რეპერტუარი, შეიძლება ითქვას, მთლიანად მასზე იყო აგებული, ამასთანავე, მის შემოქმედებით ცხოვრებაში ისეთი პერიოდებიც ყოფილა, როდესაც ერთ წარუმატებლობას მეორე მოჰყვებოდა... ზინაიდა კვერენჩხილაძის შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს აქვს ადგილი: ტურის შემდეგ მსახიობს აღარ უთამაშია როლი, რომელშიც მისი სახასიათო აქტიორული მონაცემების გამოვლენა იქნებოდა შესაძლებელი...
ქალბატონი ზინაიდას, როგორც ნიჭიერი და გამოცდილი მსახიობის დახმარება მეცნიერებასაც დასჭირდა, კერძოდ, მსოფლიოში სახელგანთქმულ  ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგმა, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დარეჯან რამიშვილმა, რომელიც გამომხატველ მოძრაობათა ფუნქციასა და ბუნებას შეისწავლიდა ერთ-ერთი ექსპერიმენტის ჩასატარებლად ზინაიდა კვერენჩხილაძე მიიწვია. ამ ცდის სრული აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ კი მისი მიმდინარეობა ასეთი იყო: ცდის პირებს უჩვენებდნენ ფილმს, რომელიც 9 ეპიზოდს შეიცავდა. ყოველ ეპიზოდში ზინა კვერენჩხილაძე გამოსახავს ამა თუ იმ ემოციურ მდგომარეობას და თან შესატყვის სიტყვებს წარმოთქვამს. ეს ეპიზოდები შემდეგი შინაარსისაა: სიყვარული, სიძულვილი, შიში, რისხვა, სასოწარკვეთილება, ბედნიერება  (მსახიობმა უნდა წარმოისახოს, რომ ის ცდილობს, მიიჩვიოს და მიუახლოვდეს ბავშვს, რომელსაც მისი ეშინია) და დასასრულს, ემოციისაგან დაცლილი ორი ეპიზოდი: ერთი – „მოხმობა“, რომელშიც მსახიობი მიუთითებს ვიღაცას, რომ ის მივიდეს და დადგეს მასთან  ახლოს და, მეორე – „მითითება“, რომელშიც, პირიქით, მსახიობი მიუთითებს, რომ ის ვიღაცა დადგეს მოშორებით. დემონსტრაცია  ხდებოდა ხან მუნჯი ფილმის სახით, ხან ხმის  თანხლებით; ამავე  დროს, გახმოვანება ზოგჯერ შერეული იყო, ესე იგი, გამოსახულებას ახლდა არაშესატყვისი ტექსტი, მაგალითად, სიყვარულის მიმიკას – სიძულვილის სიტყვები. სხვა ცდაში ფილმს სწორი გახმოვანება ჰქონდა. ცდის პირებს უნდა ჩაეწერათ, ემთხვეოდა თუ არა მიმიკა გახმოვანებას და, თუ არ ემთხვეოდა, მაშინ, სახელდობრ რომელ ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა მიმიკა ამ  9  ეპიზოდიდან. სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ ამ  ცდის ჩასატარებლად  ქალბატონმა დარეჯან რამიშვილმა სწორედ ზინაიდა კვერენჩხილაძე მიიწვია. ფსიქოლოგს ესაჭიროებოდა მსახიობი, რომელთანაც ძალზე მკაფიოდ და ნათლად იქნებოდა წარმოდგენილი შინაგანი ემოციური მდგომარეობის მიმიკური და სიტყვიერი გამოხატულება.
რასაკვირველია, მსახიობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებით წარმატებებს. სასიხარულოა, როდესაც შენს სცენურ ქმნილებას საუკეთესოდ აღიარებენ. ბედნიერი ხარ, როდესაც აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს უკრავს ტაშს შენს ხელოვნებას. მაგრამ, როდესაც შენი აქტიორული ტალანტი მეცნიერებას სჭირდება, თანაც ისეთს, რომელიც ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოებებს შეისწავლის და ამ საქმეში სწორედ შენ გთხოვენ დახმარებას როგორც მსახიობს, ეს უკვე მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

скачать dle 11.3