კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავუადვილოთ კუჭს მუშაობა

ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვით, თუ შეგახსენებთ, რომ კუჭის სწორად მომარაგებასა და გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყურება სახის კანი. ამიტომ, დღეს გასწავლით, რომელი პროდუქტი როდის და როგორ უნდა მიირთვათ, რომ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს მუშაობა გაუადვილდეს და, შესაბამისად, არ მოხდეს ზედმეტი წონის დაგროვება;
1. საქონლისა და ფრინველის ხორცის, თევზისა და ცხოველური წარმოშობის სხვა ცილოვანი პროდუქტების კომბინაცია დასაშვებია იმ ბოსტნეულთან, რომელიც არ შეიცავს სახამებელს, მაგალითად: კიტრთან; ყველანაირ კომბოსტოსთან, ყვავილოვანის გარდა; ბოლოკთან, თალგამთან, ბულგარულ წიწაკასთან, საადრეო ყაბაყთან და მწვანილთან. ბოსტნეული შეიცავს უჯრედისს, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.
2. თუ ხილს სადილის შემდეგ მიირთმევთ, ის შეერევა ცილოვან საკვებს და სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ იწყებს ნაწლავებში დუღილს. ამის გამო ორგანიზმი გაცილებით ნელა ითვისებს ცილებს, კუჭის არეში კი სიმძიმის შეგრძნება ჩნდება.
3. ახლა ნესვის სეზონია და ამიტომ ამ ხილს ცალკე განვიხილავთ – ის უნდა მიირთვათ ცალკე და არა რომელიმე სხვა ხილთან ერთად, რათა თავიდან აიცილოთ დუღილი ნაწლავებში.
4. ყველა ბურღულეული შეიცავს არა მხოლოდ სახამებელს, არამედ ცილებსაც. ამიტომ, სასურველია, ისინი არ მიირთვათ ერთმანეთთან კომბინაციაში. ფაფების შეთავსება კარგია იმ ბოსტნეულთან, რომლებიც არ შეიცავს სახამებელს და, ასევე, მწვანილთან. მათში შაქრის, მურაბის, თაფლის ან რძის დამატება კი არასასურველია.
5. კომბოსტოს ორგანიზმი ადვილად აითვისებს, თუ მას კვლიავით შეკაზმავთ. მაგრამ თუ კომბოსტოს ნიორთან ერთად მიირთმევთ, მისი მონელება შეფერხდება და ის დიდხანს დარჩება კუჭში.
საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ერთგვარი ქიმიური კომბინატია, რომელშიც გადამუშავდება სხვადასხვა პროდუქტი, რითაც კეთდება სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების მარაგი. მაგრამ, გაცილებით უკეთ ავითვისებთ და მეტ სარგებლობასაც მივიღებთ მათგან, თუ შეგვეძლება მათი ერთმანეთთან სწორი შეთავსება.
მაგალითად, თუ ჯანმრთელად კვება და წონაში დაკლება გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ წიწიბურას კარგად „შეეწყობა“ კომბოსტო. 100 გრამი კომბოსტო შეიცავს B ვიტამინის დღეღამური ნორმის 20 პროცენტს. საუკეთესო მეკავშირეები არიან მაგნიუმი  და C ვიტამინი, რომლებსაც კომბოსტო შეიცავს. ამ „წყვილის“ კიდევ ერთი დიდი ღირსება კი მისი დაბალკალორიულობაა.
ქათმის მკერდის ფილე და სტაფილო: პროვიტამინი A (კაროტინი), რომელსაც სტაფილო შეიცავს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, თუკი მას „კომპანიონობას“ თუთია გაუწევს, რომელსაც ჭარბად შეიცავს ქათმის მკერდის ფილე, მოხარშული ან „გრილზე“ მომზადებული.
შემწვარი ხორცი და როზმარინი: საშიშ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხორცში მისი შეწვის დროს წარმოიშობა, ანეიტრალებს როზმარინისა და კარნოზოლის მჟავები, რომლებითაც ძალიან მდიდარია ეს მწვანილი.
ორაგული და ბროკოლი: ეს გემრიელი „წყვილი“ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაზე აგებს პასუხს. ბროკოლი ორგანიზმს აწვდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომ კალციუმს, ორაგული კი – D ვიტამინს. ეფექტი გაცილებით ძლიერი იქნება, თუ ამ კომბინაციას პომიდორსაც დაუმატებთ.
ღვიძლი და წითელი ბულგარული წიწაკა: ღვიძლი რკინის წყაროა, მაგრამ რადგან ის ცილოვანი პროდუქტია, ორგანიზმი ცუდად ითვისებს სახამებლის შემცველ პროდუქტებთან ერთად. მისი იდეალური წყვილია წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც მდიდარია C ვიტამინითა და კაროტინით.
მწვანე ჩაი და ლიმონი: მწვანე ჩაის კატექინების ანტიოქსიდანტური თვისებები საყოველთაოდ არის ცნობილი. მაგრამ, თუ ფინჯანში ლიმონის ერთ პატარა ნაჭერს ჩააგდებთ, კატექინების ათვისება 13-ჯერ გაიზრდება. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მწვანე ჩაის ხშირად მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს.

скачать dle 11.3