კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, შევურიგდები თუ არა ქმარს
32 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და, წესით, ამ ასაკში ქალი თუ ვერ იგრძნობს, უნდა მიხვდეს მაინც, სიყვარულით ირთავს მას კაცი ცოლად თუ რაღაც გათვლებით. სიყვარულს ვინ დაეძებს, ჩემს ქმარს თურმე არც კი მოვწონდი და ცოლადაც იმიტომ შემირთო, რომ დედამისს ვეღარ მოერია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, დედამისი გადაეკიდა, მარიკოს გარდა სახლში რძლად არავის შემოვუშვებო და, საბოლოოდ, გოგაც დანებდა. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ სადედამთილოს მოვწონდი და საქმროს არა; მთავარი ისაა, ასე რატომ იჭრიდა ვენებს ჩემი დედამთილი ჩემ გამო და რატომ ეწინააღმდეგებოდა მისი ერთადერთი შვილი ასე თავგადაკლული. ამ ყველაფრის მიზეზი ძალიან მალე ამოტივტივდა, მაგრამ უკვე გვიან იყო – მე რვა თვის ორსული, ქმრისგან, პრაქტიკულად, ქორწილის მეორე დღიდან მიტოვებული (თუ არ ჩავთვლი კვირაში ერთხელ სახლში მოსვლასა და მოვალეობის მოხდის მიზნით ნახევარსაათიან ინტიმს), უბედური ქალი ვიყავი. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობდი, როგორ არ ვუნდოდი და არ ვჭირდებოდი ქმარს, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარდა და მეგონა, ჩემი ამ სიყვარულით ოჯახისკენ მოვაბრუნებდი. თავიდან მეგონა, ცუდ წრეში იყო (35 წლის კაცი!) და იმ გარეწრებს ვერ შორდებოდა; მერე ვიფიქრე, ალბათ, რაღაც შავ საქმეებში გაეხვია და თავს ვეღარ აღწევს-მეთქი. მაგრამ, ის, რაშიც სინამდვილეში მე თვითონ აღმოვჩნდი გახვეული, როგორც ქალისთვის, გაცილებით უარესი აღმოჩნდა. ხომ იცით, ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ყველაფერი გაირკვა და ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რატომ დამენგრა თავზე ყველაფერი. თუმცა, რა დამენგრა, თავიდანვე რაღაც სიბინძურეში აღმოვჩნდი, რადგან, ჩემმა დედამთილმა თავის შვილზე ზრუნვას შემწირა. ზრუნვა კი იმაში მდგომარეობდა, რომ გოგას უკვე რამდენიმე წელია, ჰყავდა თავისზე 14 წლით უფროსი, ორშვილიანი (ორივე შვილი სხვადასხვა კაცისგან ჰყავდა, ქორწინების გარეშე), კარგად „ნაგულავები“ საყვარელი, რომელსაც ვერაფრით ჩამოაშორეს. ამიტომ, დედამისმა გადაწყვიტა, ცოლ-შვილი რომ ეყოლება, გამოფხიზლდება და იმ ქუჩის ქალს ჩამოშორდებაო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გოგას მხოლოდ ვეცოდებოდი, ისიც ხანდახან, ძირითადად კი, ვაღიზიანებდი, რომ ასეთი უთავმოყვარეო აღმოვჩნდი და უხმოდ ვიტანდი ყველაფერს. ერთ დღეს კი, ეტყობა, ისე ძალიან შევეცოდე (ან გაღიზიანდა), რომ თვითონ მიამბო ყველაფერი და მითხრა: შენთვისაც და ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება, შენს მშობლებთან თუ დაბრუნდები. სიყვარულსა და თან გადაყოლას ვერ შეგპირდები, რადგან მე ის ქალი მიყვარს, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მატერიალურად ყოველთვის უზრუნველყოფილები იქნებით. მე დამნაშავე ვარ შენ წინაშე და, თუ იპოვი კაცს, რომელთანაც ბედნიერი იქნები, გამიხარდებაო.
ამ სიტყვების შემდეგ რაღა მინდოდა იმ სახლში. მით უმეტეს, ერთ თვეში უნდა მემშობიარა. იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და მშობლებთან დავბრუნდი, დედამთილს კი ჩემთან დარეკვაც კი ავუკრძალე. ვუთხარი, იმედი არ გქონდეთ, რომ ოდესმე ბავშვს ნახავთ-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება, მთლად მართალი არ ვარ, მაგრამ სწორედ მისი წყალობით აღმოვჩნდი ამ დღეში.
გოგამ სიტყვა შეასრულა – მე და ჩემს შვილს არაფერი მოგკვლებია, აგერ უკვე შვიდი თვეა. თუმცა შვილის ნახვა არასდროს მოუსურვებია – მხოლოდ ფულს გვიგზავნის ძმაკაცის ხელით. მაგრამ, ამას წინათ, სასეირნოდ რომ მყავდა ბავშვი გაყვანილი, შორიახლოს მის მანქანას მოვკარი თვალი, თუმცა, თავი ისე დავიჭირე, ვითომ არ დამინახავს. ეჭვი მაქვს, შვილთან ურთიერთობას მოინდომებს და, არ არის გამორიცხული, შერიგებაც მთხოვოს. მაგრამ, არ ვიცი, მე როგორ მოვიქცევი, ვაპატიებ თუ არა იმ ტკივილსა და შეურაცხყოფას, რაც მის გამო გადავიტანე.
მარიკო, 34 წლის.

скачать dle 11.3