კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური“ შესრულებით

ანუ სად არის „სახალხო პარტია“?!

 ევროპის „სახალხო პარტიას“, ისევე, როგორც „საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისის ყოფილი მერის დაკავება, გამოშვება და მერე ისევ დაკავება ხეირიანად მონელებული არც ჰქონდა, რომ გასულ კვირას ტალინის მერი ედგარ სავისაარაც დააკავეს (რომელიც, გარდა მერობისა, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეცაა).
საქმე ის არის, რომ ხსენებულ მერს 2014-2015 წლებში რამდენიმე ასეული ათასი ევროს ოდენობის ქრთამი აუღია (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ესტონური გამოძიება). მეტიც, დაკავებულია კიდევ რამდენიმე მოქალაქე სამშენებლო ბიზნესიდან, რომლებსაც ბრალი, ასევე, კორუფციაში ედებათ.
ოპოზიციური პარტიის (რომლის თავმჯდომარეც დაკავებულია) წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ მასობრივი დაჭერებით ესტონეთის მმართველი პარტია ცდილობს, გადაფაროს კორუფციული სკანდალი ტალინის პორტში, რომელშიც, მათი მტკიცებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც არიან გარეულნი.
სხვათა შორის, მეტად საინტერესოა დაკავებული მერის ბიოგრაფია: მას ტალინის მერის პოსტი 2007 წლიდან უჭირავს, 1990-1992 წლებში კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრიც იყო, რის შემდგაც – ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრი.
ჯერჯერობით ვნებათაღელვა ესტონეთს არ გასცდენია და, შესაბამისად, არც მათი ევროკავშირელი კოლეგები შეშფოთებულან ოპოზიციონერი მერის კორუფცის ბრალდებით დაკავების გამო, რაც ბადებს ეჭვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მისაღებია მხოლოდ ქართული კორუფცია „ნაციონალური“ შესრულებით. –

скачать dle 11.3