ალკოჰოლთან მეომრები
„დავლევ, აბა, რას ვიზამ“?!
სანამ მსოფლიო ისლამურ სახალიფოს ებრძვის, რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, ანუ საკუთარი გასჭირვებია, ჩვენს ჩრდილოეთით ალკოჰოლიზმს ეომებიან და ჯერჯერობით ისევე უშედეგოდ, როგორც დანარჩენები – მსოფლიო ტერორიზმს.
ერთი სიტყვით, გასულ კვირას რფ-ის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რის მიხედვითაც, 21 წლამდე მოქალაქეებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა უნდა აიკრძალოს.
თუმცა არიან ისეთებიც (მაგალითად, ორგანიზაცია „სიფხიზლე და ჯანმრთელობა“), რომლებიც უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ შეზღუდვის ასაკი უნდა გაიზარდოს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანის ორგანიზმი 25 წლამდე იზრდება და ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში მასში ალკოჰოლის მოხვედრა ყოვლად დაუშვებელია! მეტიც, გამოდიან ინიციატივით, რომ ალკოჰოლის მიყიდვა აიკრძალოს 30 წლამდე მოქალაქეებისთვის. 30 წლიდან კი, როდესაც უკვე ეყოლებათ შვილები, რამდენიც უნდათ, უსვიათ. –
ამასობაში კი სარატოვის ოლქში ალკოჰოლის გაყიდვა შეუზღუდავთ ღამის 10-დან დილის 10 საათამდე, ხოლო წელიწადში ექვსი დღის განმავლობაში ალკოჰოლის გაყიდვა საერთოდაც აკრძალულია, თვით ყველაზე მცირეალკოჰოლიანი ენერგეტიკული სასმელებისაც კიო.
ზემოთქმული კი ბადებს რიტორიკულ კითხვას: ამ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს რომ თავს დაანებებდნენ და თავიანთ ტერიტორიაზე ბავშვთა ალკოჰოლიზმს შეებძოლებოდენ, უფრო უკეთესი არ იქნებოდა?! –