კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოკლეფეხება ტყუილები და უფასო პიარი

ანუ „შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული“

 ალბათ, იმიტომ, რომ „კუზიანს სამარე გაასწორებს,“ ან, თუნდაც იმის გამო, რომ „არ გათეთრდების ყორანი“, ან, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზითაც, თუმცა დრო და ჟამიც შეიცვალა და თვით მთავრობაც კი გამოიცვალა, „ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარემ“ (ტელეკომპანიის სახელს არ ვიტყვი, ისედაც ცხადია) საზოგადოებას განა მარტო აუწყა, კიდეც დაანახვა, თუ როგორ აჩეხა კარდენახელმა გლეხმა გრიშენკომ 0,25 ჰექტარზე გაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზი.
მაყურებლები, ის-ის იყო, ცრემლთა ყრისთვის გავემზადეთ (იმიტომ რომ, „შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული“), როდესაც გაირკვა, რომ ხსენებულ კარდენახელს განა  თავისი, მეზობლის ვენახი და, განა აუჩეხია, ხელიც არ უხლია, რადგანაც ვენახის ნამდვილ  მეპატრონეს ადრეული ჯიშის ვაზი დაუკრეფია და იმ ადგილას სხვა ჯიშის ჩაყრას აპირებდა.
მოგვიანებით ბ-ნმა გრიშენკომაც დაადასტურა, რომ ეს ვენახი მისი არ ყოფილა (და არც გაუჩეხია), თუმცა დასძინა, რომ საქმის ვითარება მაინც არ იცვლება, ვინაიდან საკუთარი ვენახის გაჩეხასაც აპირებს (ერთი ისაა, არ დაუკონკრეტებია, როდის).
იოლი მისახვედრია, თუ რა მიზანს ისახავს მსგავსი ტიპის ინფოს გავრცელება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არც ისე დიდი დროა გასული „ნაციონალური“ გმირობების დასავიწყებლად და იმასაც დავამატებთ, რომ „ოცნებას“ მაინცდამაინც არ უვაჟკაცია დაპირებების შესრულებაში, არადა, მორიგი არჩევნები კარზეა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვითომ კოალიციის პიარი შეითავსა?!

скачать dle 11.3