ყაბაყის კატლეტები
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი მოზრდილი ყაბაყი, 100 გრამი მაგარი ყველი, 6 ცალი კვერცხი, 100 გრამი ფქვილი, 50 მილილიტრი ზეთი, 20 გრამი კარაქი, 1 ტოტი როზმარინი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 100 მილილიტრი ძმარი, 1 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი.
ყველის სოუსი: 200 მილილიტრი ნაღები (30 პროცენტიანი), 100 გრამი ყველი.
მომზადების წესი: ყაბაყი გარეცხეთ, გაჭერით სიგრძეზე და კოვზით ამოაცალეთ თესლიანი შუაგული. შემდეგ გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 10 წუთი და დაწურეთ საწურზე.
ყველი გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე. შეურიეთ ყაბაყი, 1 ცალი კვერცხი და ფქვილი, ამოურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი.
მიეცით კატლეტის ფორმა და ორივე მხრიდან დაბრაწეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე.
კარაქი გაადნეთ, ჩაუმატეთ მასში როზმარინი.
ერთი ლიტრი წყალი წამოადუღეთ, ჩაუმატეთ ძმარი და მარილი. თასს წაუსვით ზეთი და ჩაახალეთ მასში კვერცხი ისე, რომ არ დაიშალოს. ნელა დაასხით წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ, ცილის გამაგრებამდე. დანარჩენი კვერცხებიც ასე მოხარშეთ. კატლეტი ულუფებად გადაანაწილეთ თეფშებზე. მოასხით როზმარინიანი კარაქი და დააწყვეთ მდუღარეში მოხარშული კვერცხები.
შეგიძლიათ, ყველის სოუსიც მოამზადოთ და მოასხათ: აადუღეთ ნაღები და დაუმატეთ ნატეხებად დამტვრეული ყველი. გაადნეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა ცოტა შეგრილდება, მოასხით კატლეტებს. უგემრიელესია.