საქონლის ხორცი შავი მოცხარით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი საქონლის ან ხბოს ხორცი, 400 გრამი შავი მოცხარი, 1 პატარა თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ჩაის კოვზი შაქარი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. 100 მილილიტრი ნახევრად მშრალი შავი ღვინო, 3 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით ულუფებად. ყველა მხრიდან წაუსვით მარილი და პილპილი (სასურველია რბილი და ნაზი ხორცი შეარჩიოთ). ხორცის თითოეულ ნაჭერს დაასხით სულ ცოტა ზეთი და კარგად შეაზილეთ ყველა მხრიდან. თასში მოათავსეთ შავი მოცხარი, გახეხილი სტაფილო, ასევე, შაქარი და წვრილად დაჭრილი ხახვი. შაქრის გამო არ შეშინდეთ – ის კერძს არ ატკბობს, უბრალოდ, არომატს ანიჭებს.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი. მასზე მოათავსეთ ერთი ფენა მოცხარი და გახეხილი სტაფილო. ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაჭრები, შემდეგ ისევ სტაფილო და მოცხარი, ბოლოს კი ხორცის ნაჭრებით დაფარეთ.
მოასხით ღვინო. გადააფარეთ ფოლგა და აცხვეთ 200 გრადუსზე, ხორცის სრულ მომზადებამდე. უგემრიელესია.