როგორ გაულამაზა „ბაკურიანმა“ ერთი ჩვეულებრივი დღე ქალბატონებს და რა სიურპრიზი მოუწყო მათ
„ბაკურიანთან“ ერთად დღე პოზიტივით იწყება
14 სექტემბერს თბილისის სხვადასხვა უბანში, მანდილოსნებისთვის დღე მოულოდნელი სიურპრიზთა და სასიამოვნო განწყობით დაიწყო. ამის ინიციატორი კი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ბრენდი „ბაკურიანი“ იყო. მათ მინდვრის ყვავილების თაიგული და ერთი ბოთლი წყალი მიიღეს საჩუქრად „ბაკურიანის“ მაისურში გამოწყობილი კურიერებისგან. საჩუქარს თან ხელნაწერი წერილიც ახლდა, სადაც იმის სასურველი ანოტაციაც კი ეწერა, თუ როგორ უნდა გადააქციო ერთი უბრალო დღე განსაკუთრებულად და როგორ იპოვო ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.
„ერთი ჩვეულებრივი დღე როგორ შეიძლება ვაქციოთ არაჩვეულებრივად?! დაიწყეთ დღე ღიმილით, დალიეთ „ბაკურიანი“, იგრძენით ცხოვრების სიჯანსაღე და გახსოვდეთ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დიდი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი. თითოეული ჩვენგანი გავცემთ და ვიღებთ ემოციებს, რაც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. გვახარებს ის, რომ ვცხოვრობთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ვმუშაობთ, ვერთობით, გვიყვარს, ვუყვარვართ.“ – ასე იწყებოდა წერილი, რომელიც მასწავლებელმა, აღმზრდელმა, მზარეულმა, მეტროპოლიტენის თანამშრომელმა, ტაქსის მძღოლმა, მცხობელმა, გამყიდველმა, მიმტანმა, ჟურნალისტმა და სხვა პროფესიის ქალბატონმა მიიღო „ბაკურიანის“ აქციის ფარგლებში და რამაც მართლაც მოჰგვარა ღიმილი საჩუქრის ყველა ადრესატს.
მინდვრის ყვავილებმა თბილისამდე საკმაოდ დიდი მანძილი გაიარეს. „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიის „IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ყვავილები წაღვერელი და ბაკურიანელი ბავშვებისგან შეიძინეს, რომლებაც საკუთარი შრომის დაფასებაც მიიღეს და საჩუქრებიც გაუკეთეს საკუთარ თავსა და ახლობლებს. ეს ამბავი იმ წერილშიც ეწერა, ლამაზად რომ იყო მოთავსებული ყვავილების თაიგულში. „უკვე ვხედავ ღიმილს თქვენს სახეზე. დიახ, ეს ყვავილებიც, სწორედ იმ პოზიტიური ემოციის ნაწილია, რომელსაც თქვენ ახლა განიცდით. განიცდით არა მარტო თქვენ, განიცდიან ის ბაკურიანელი პატარა გოგო-ბიჭებიც, ვისგანაც ეს თაიგულები სპეციალურად თქვენთვის შევიძინეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ კავშირი ყოველთვის ორმხრივია. „ბაკურიანი“ – შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ!“. ასე სრულდებოდა „ბაკურიანის“ გზავნილი და ასე იწყებოდა ღიმილი უმეტესი ქალბატონის სახეზე.
ნინი ჩიქოვანი („ბაკურიანის“ ბრენდმენეჯერი): თავდაპირველი იდეა ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მდგომი ყვავილების გამყიდველი ბავშვების დაფიქსირებით გაჩნდა. ხშირად შეგვიმჩნევია პატარები, როგორ აქტიურად ცდილობდნენ, გამვლელებისთვის მიეყიდათ მინდვრის ყვავილები და შემდეგ უკვე მოგვივიდა სასწავლო წლის დაწყებისა და ამ ბავშვების ერთმანეთთან დაკავშირების აზრიც. ქალბატონების უმეტესობას უყვარს ყვავილები, განსაკუთრებით კი, მათი საჩუქრის სახით მიღება, რაც უმრავლეს შემთხვევაში, პოზიტიური ემოციების შექმნასა და გაზიარებას უკავშირდება. შესაბამისად, შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც სპონტანურად გადავცემდით თაიგულს. უბრალოდ, ქალბატონებს შევუქმენით პოზიტიური განწყობა. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ფაქტს აღტაცებით შეხვდა და ვფიქრობთ, აქციის მიზანმაც გაამართლა. ახალი სასწავლო თუ სამუშაო სეზონისთვის ქალბატონები უფრო მოტივირებულები იქნებიან და შესაბამისად, მეტ წარმატებასაც მიაღწევენ საკუთარ საქმეში.
მარიამ ლაკია (მე-18 საჯარო სკოლის მასწავლებელი): სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ახალ, საინტერესო განცდებთან ასოცირდება. ჩვენ, მასწავლებლები მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეების მოტივირებასა და მათში სწავლის წახალისებაზე – ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. ამ დროს კი მოტივაცია და ამაღლებული განწყობა ჩვენც გვჭირდება. ამ განწყობის შესაქმნელად კი წელს „ბაკურიანმა“ იზრუნა და ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო. როდესაც საკლასო ოთახში შევედი და თაიგული დავინახე, თავიდან ახალი მოსწავლის მიერ მორთმეული მეგონა. თუმცა, „ბაკურიანის“ ბოთლმა და შემდეგ უკვე წერილმა, ყველაფერი ნათელი გახადა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ ამ მნიშვნელოვანი დღის გალამაზებისთვის.
ჩვენ მოვახერხეთ წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთისთან დაკავშირებაც, რომელმაც ამ ისტორიის საკუთარი მხარე დაგვანახა. მისი თქმით: „ყვავილებს რამდენიმე წელია, რაც გზაზე მეგობრებთან ერთად ვყიდი. ძირითადად, აქვე, მინდორში ვნახულობთ და ცოტაოდენ ფულს ვშოულობთ. ამ რამდენიმე კვირის წინ დაგვიკავშირდნენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლები და გვთხოვეს ბევრი თაიგულის გაკეთება. რამდენიმე დღე დაგვჭირდა საკმარისი რაოდენობის ყვავილების მოსაგროვებლად და შესაკვრელად. თუმცა, ეს ყველაფერი დროულად მოვახერხეთ. შემდეგ უკვე შევიტყვეთ ამ აქციის საინტერესო მიზნის შესახებ. ჩვენი მხრიდანაც გვინდა, ქალბატონებს მივულოცოთ ეს დღე“.
იმდენად მოულოდნელი და პოზიტიური აღმოჩნდა ეს დღე ქალბატონებისთვის, იმედს ვიტოვებთ, ყოველთვის სპონტანური, მოულოდნელი და თანამედროვე ბრენდი „ბაკურიანი“ მომავალშიც გაგვანებივრებს ქალბატონებს და სხვებსაც სიურპრიზებითა და საინტერესო აქციებით.