რა ანიჭებს სექსზე მეტ სიამოვნებას მაკა შალიკაშვილს და რა შურთ მისი
მასზეც ხშირად ისეთი გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საზოგადოებას, როგორც ყველა ცნობილ ადამიანზე, რადგან, ვინც ცნობილია, ყველა უზრუნველი და ბედნიერი გვგონია. თუმცა, ბედნიერება პირობითი ცნებაა და ყველას თავისი საზომი აქვს. მაკა შალიკაშვილისთვის მზიანი ამინდიც საკმარისია ბედნიერებისთვის, მზეზე წოლა კი დიდი სიამოვნების მომნიჭებელია.
– სექტემბრის ბოლოა და „ბასეინზე“ კიდევ რუჯს იღებ, თან, ისეთი შავი ხარ, აფრიკელი მეგონე. სად მიიღე ასეთი ფერი?
– ორი თვე ბათუმში ვიყავი და, ისე ვისიამოვნე ჩამოსვლა აღარ მინდოდა. ხან „ჰილტონში“ ვიცხოვრე, ხან „რედისონში“ და ხან დაქალის ერთოთახიანში მეძინა „ლეჟანკაზე“. წელს განსაკუთრებულად კარგი ზაფხული გავატარე, მაგრამ მზეს ვერ ველევი.
– ყველაზე მეტად რა განიჭებს სიამოვნებას, რაზეც უარს არასდროს ამბობ?
– მზე და გარუჯვა. ხომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოტიკით იღებს სიამოვნებას? ზოგს კლუბებში სიარული, ზოგს გემრიელი მწვადი და ხინკალი, ზოგს უცხოეთში მოგზაურობა, ზოგს სექსი ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ მე მზე და „ზაგრაობა“ ყველაფერს მირჩევნია.
– სექსსაც?
– სექსსაც (იცინის). ახლა „ბასეინზე“ იდეალური მამაკაცი რომ შემოვიდეს, თავსაც არ შევატრიალებ, რომ დრო არ დავკარგო (სხვათა შორის, შეზლონგზე მწოლიარე მაკასთან ინტერვიუ ისე ჩავწერეთ, მხოლოდ წუთიერად თუ გაახელდა თვალს, – ავტორი).
– ამიტომაც გაქვს შესაშურად მაგარი ფერი.
– სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შურთ ჩემი „ზაგარი“ – კი ბატონო; შურთ ჩემი თავისუფალი ცხოვრება – კი ბატონო; მაგრამ, შურთ კაცები, რომლებიც არ მყავს და ჩემები არ არიან; ასევე, შურთ ჩემი სამსახური და შემოსავლები, რომლებიც არც კი გამაჩნია.
– კაცები ახსენე მრავლობითში და, ვერ მივხვდი, რას ნიშნავს?
– ვისაც ჩემ გვერდით დაინახავენ, ჰგონიათ, რომ ჩემი საყვარელია. განსაკუთრებით ერთი გოგო მყავს გადაკიდებული, რომელიც გუშინ კარგად გამოგილანძღე. ახლა შენთან ერთად რომ დავენახე, მეტყოდა: ვა, მაკა, რა მაგარი ბიჭი გყოლიაო. გუშინ ერთ ჩემს გეი მეგობართან ერთად ვიჯექი კაფეში, ახალი ჩამოსულია იტალიიდან და მართლა კაი ტიპია, მაგრამ, მსგავსი თემა ჩვენ შორის აბსოლუტურად არ ხდება... რა სიგიჟეა, თან, გეია და დროებით არის ჩამოსული თავის ბოიფრენდთან ერთად. არ ვიცი, საიდან დაგვინახა ამ გოგომ, შემოვარდა, გადამკოცნა და მეუბნება: ვა, მაკა, რა მაგარი ტიპი გყავსო. ის იყო, მიტრიალდა წასვლას აპირებდა და, რომ მივაყოლე?! ვეღარ გავჩერდი, ისე ვეჩხუბე ამდენი უტაქტობის გამო.
– როგორია შენი იდეალური მამაკაცი?
– ჩემთვის იდეალური მხოლოდ ვიზუალურს არ ნიშნავს და გარეგნული მახასიათებლებით არასდროს ვაფასებ მამაკაცს. რა თქმა უნდა, მურთხი, დაგვაჯული და შეუხედავი არ უნდა იყოს, მაგრამ, ბრენდები ეცვას და კარგად გამოიყურებოდეს – ეს არ არის საკმარისი მამაკაცის იდეალურობის განმსაზღვრელად.
– რა მიგაჩნია მამაკაცურ ღირსებად?
– ბევრი რამე: თავისუფლების ხარისხი, რისკი, ერთგულება, გულწრფელობა ურთიერთობაში, იუმორის გრძნობა, „დასტოინობა“ და კიდევ უამრავი რამ შეიძლება ჩაითვალოს მამაკაცურ ღირსებად.
– მიგაჩნია, რომ ქალი ქმნის მამაკაცს?
– მამაკაცი, ანუ კაცი, ან ხარ და ან არა. ვერავინ გაქცევს კაცად, თუ მარტო შარვალი გაცვია და სხეულის ზოგიერთი გამონაზარდი ნაწილებით იწონებ თავს. ქალმა, შეიძლება, სტიმული მოგცეს, მოტივაცია აგიმაღლოს და მეტად თავდაჯერებული გაგხადოს ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც ასეთი, ქალმა მამაკაცი კაცად აქციოს, ასეთი ცნება ჩემთვის არ არსებობს. ეს მხოლოდ ქალების მხრიდან მხატვრულ-ლიტერატურული გამონათქვამია – „მე ის კაცად ვაქციე“. ანუ, რა გამოდის, რომ ადრე „ჩუჩელა“ იყო და შენ ამ „ჩუჩელასთან“ გქონდა ურთიერთობა?
– რეალურად, ხომ არსებობენ „ჩუჩელა“ ტიპები?
– ახლა ნამდვილი კაცია სანთლით საძებარი, თორემ, „ჩუჩელები“ კონა მანეთადაა (იცინის).
– ახლა თუ არის შენს ცხოვრებაში ნამდვილი მამაკაცი?
– „არა არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს“ (იცინის). ამ საკითხში არც მე ვარ უცოდველი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლების ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ სერიოზული არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში.
– რა მაგის პასუხია და, გავიგე, რაღაცის პლასტიკურ ოპერაციას იკეთებსო, მართალია?
– კი, მართალია, მაგრამ, ჯერ არ ვიტყვი, რას, სად და როგორ ვიკეთებ. საიდუმლოა და, თან, ექსკლუზივი „სხვა რაკურსს“ აქვს. ყველას ვუღალატებ და გია ჯაჯანიძეს ვერა.
– ერთგულება და სიტყვის არგატეხა კარგი თვისებაა. ასე რომ, მეც აღარ ჩაგაცივდები და მხოლოდ წარმატებებს გისურვებ!