კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მკურნალობს ნინო ნაკანი-ჩიქოვანი ლოგონევროზს უნიკალური და ძალიან ეფექტური მეთოდით, მედიკამენტების გარეშე

ახალენაამოდგმული ბავშვი თავისებურად მეტყველებს, არასწორად წარმოთქვამს სიტყვებს, ბგერებსა და მარცვლებს. თავდაპირველად, ეს სახალისოც კია, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, დაუყოვნებლად უნდა მივმართოთ  სპეციალისტს.
ენაბლუობა ლოგონევროზია, რომლის დროსაც ირღვევა მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა.  ენაბლუობა ხელს უშლის ბავშვსა და მოზარდს კომუნიკაციაში და იწვევს სირთულეებს სწავლაში. ენის ბორძიკს ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
ამ პრობლემას უკვე დიდი ხანია, წარმატებით უმკლავდებიან მკურნალი-ლოგოპედი, პედაგოგი ნინო ნაკანი-ჩიქოვანი და ექიმი-ფსიქიატრი, ლოგოპედი, მრავალი პრაქტიკული სამედიცინო გამოგონების ავტორი, დავით გიგაური. მიჩნეულია, რომ ენაბორძიკობასთან ბრძოლა მისი გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს. ნინო ნაკანი-ჩიქოვანი, ლოგონევროზს უნიკალური მეთოდით ებრძვის. მისი პაციენტები უმოკლეს ვადაში გამართულად იწყებენ საუბარს, ყოველგვარი ენის ბორძიკისა და სახის ნაკვთების არაადეკვატური მოძრაობის გარეშე.

 – ნინო, შენი მეთოდი, ფაქტობრივად, რევოლუციაა ლოგოპედიაში. იმიტომ რომ, აბსოლუტურად არ იყენებ ბავშვისთვის ტრადიციულ და ინვაზიურ მეთოდებს, მედიკამენტებს, მტკივნეულ პროცედურებს და შედეგები მართლაც რომ განსაცვიფრებელია. მოგვიყევი ამ მეთოდის შესახებ.
ნინო ნაკანი-ჩიქოვანი: დავიწყებ იმით, რომ თუ ენაბლუობა ლოგონევროზის შედეგია. ბავშვს ენა მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლის, მაგალითად, გაკვეთილის მოყოლის, მღელვარების დროს ებმის, მარტო დარჩენილს კი გამართულადაც შეუძლია ლაპარაკი, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი პირველი ნიშნების შემჩნევასა და სათანადო ყურადღებას. ეს ნიშნებია:
* ბგერების გაგრძელება;
* ლაპარაკის დაწყების გაძნელება;
* ფრაზის დასაწყისში პირველი მარცვლის ან მთელი სიტყვის გამეორება;
* ფრაზის, სიტყვის იძულებითი გაწყვეტა;
* ხმის დაძაბვა, სახისა და კისრის კუნთების დაჭიმვა;
* ლაპარაკის მოულოდნელი შეწყვეტა. დუმილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. შემდეგ ბავშვი ისევ იწყებს ლაპარაკს, მაგრამ უკვე ხარვეზებით.
მკურნალობაში  მართლა არ ვიყენებ არანაირ მედიკამენტს. სეანსს მშობელიც ესწრება და ხედავს, როგორ ვმუშაობ მის შვილთან. ანუ, პრობლემის აღმოფხვრა ხდება საჯაროდ. ვიყენებ ანბანის მეთოდს,  ანუ გვაქვს კარგად შემუშავებული სავარჯიშოები, რომლებსაც ვაკეთებინებთ ბავშვს და ხდება მისი მეტყველების გასწორება.
– მაშინ მე ასე დავსვამ შეკითხვას: ყველა ბავშვს ძირითადად ერთი პრობლემა აქვს, თუ არიან ბავშვები, რომლებსაც ეუბნები, რომ „ვერ გიშველი“?
– თუ საქმე გვაქვს ლოგონევროზთან: უიმედო შემთხვევა, ანუ როცა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია – არ არსებობს.  უბრალოდ, სირთულის მიხედვით  გვაქვს მსუბუქი ფორმა და შედარებით მძიმე ფორმა, მაგრამ პაციენტთან მუშაობის  მეთოდი ერთი და იგივეა. ყველასთან ვიწყებთ ანბანით და მეტყველება ამ მეთოდით ზუსტად  ხუთ წუთში სწორდება.
– შესაძლებელია ენაბლუობა  ბავშვს თანდაყოლილი ჰქონდეს?
– არა. არ არსებობს. მაშინ ეს არ არის  ლოგონევროზი და საქმე სხვა პრობლემასთან გვაქვს. ლოგონევროზი შეიძლება, შევიძინოთ ნებისმიერ ასაკში  შიშის, სტრესის ფონზე. რადგან სწორი მეტყველება სუთქვაზეა დამოკიდებული, ემოციაც სუნთქვაა. გაიკვირვე და უკვე სუნთქვის რიტმი დაირღვა. შიში, სიხარული, ნებისმიერი ემოცია თავისებური სტრესია, რომელიც ზოგჯერ კვალს ლოგონევროზის სახით ტოვებს.  
– და ნებისმიერ ასაკში შეიძლება პრობლემა მოგვარდეს?
– დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ასაკში გამართულად ავალაპარაკოთ ადამიანი. ანუ, თუ უჭირდა ლაპარაკი – ებმოდა ენა, საუბრობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ჩვეულებრივად ალაპარაკდება. ამის დამადასტურებელი ყველა ფაქტი გვაქვს.
– საშუალოდ, რა პერიოდია ამისთვის საჭირო?
– ყოველდღიური მეცადინეობით სამი თვე. სამოცდაათი-ოთხმოცდაათი გაკვეთილი. პრინციპში, 10 გაკვეთილში  თვალსაჩინო შედეგი უკვე გვაქვს. სუფთად ჯდებიან, მაგრამ გამყარებული არ არის და სამი თვე ვავარჯიშებთ.
– წელს მეთოდი ოფიციალურად დააპატენტეთ, როგორც უნიკალური და ერთადერთი...
– ნამდვილად, სიახლეა. პატენტი  მივიღეთ. საავტორო უფლება მეთოდზე, რომელიც დაადასტურა „საქპატენტმა” და გაიცა ამის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობაც.
–  როგორ ფიქრობ, ნინო, მედიკამენტური მკურნალობა ლოგონევროზის დროს შედეგიანია?
– ჩვენთან მოსულ პაციენტებს როცა ვეკითხებოდით, რას იღებდნენ ჩვენამდე, ყველა ასახელებს ერთი და იმავე მედიკამენტებს. თან, აღნიშნავენ, რომ   დაეწყოთ თმის ცვენა,  უნებლიე შარდვა... მაგრამ, ყველა თავად წყვეტს, რა მეთოდით იმკურნალოს. მე ლოგონევროზს ვასწორებ მხოლოდ სუნთქვის დარეგულირებით – არანაირი მედიკამენტი. ვიმეორებ, ლოგონევროზი სუნთქვის მოშლაა და არა – მეტყველების, ან გონებრივი გაუმართაობის. ვაწესრიგებ სუნთქვას და ლაგდება მეტყველება.
– რომელ ასაკში უნდა დააკვირდეს მშობელი ხომ არ აქვს მის ბავშვს ლოგონევროზის ნიშნები?
– სამი-ოთხი წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი უკვე შედარებით გამართულად ლაპარაკობს. თუ დაიწყო დამარცვლით მეტყველება, ან გაწელვით საუბარი... ჩვენი მეთოდი ნამდვილად უნიკალურია და ამიტომაა ერთადერთიც.
- მამაკაცებიც მინახავს 40 წლის ასაკში სერიოზული შეფერხებით საუბრობენ. ეს გვარდება?
– გვარდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს პრობლემის მოგვარება სურს. ვისთვისაც მნიშვნელოვანია  გამართულად საუბარი და აქვს ამასთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვუგვაროთ ნებისმიერ ასაკში. ჩვენთან მოსულს წინასწარ ვუღებ კადრებს, რომ შედეგი თვალსაჩინო იყოს. უკვირთ, ხოლმე: ასე ვლაპარაკობდიო?
ავიწყდებათ როგორ მეტყველებდნენ. მაქვს ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ნაჩვენებია  ხუთ წუთში როგორ ხდება ენაბლუს გამართულად ალაპარაკება. მართლაც განსაცვიფრებელი შედეგები გვაქვს.  
კონსულტაცია ჩვენთან უფასოა. ამიტომ ნებისმიერს, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს, შეუძლია მოგვმართოს ტელეფონზე: 597 93-11-77.

скачать dle 11.3