კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან გვიცავს რკინაზე ხელის მოკიდება და თითების გადაჯვარედინება და რეალურია თუ არა თვალიდან წამოსული ენერგეტიკით ადამიანის გათვალვა

მაგიაში გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედების სახეა, მაგრამ, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას ბოროტების მოტანა არ შეუძლია. პირიქით, შესაძლოა, ეს სერიოზული დაავადების მიზეზიც კი გახდეს. როგორც გამოცდილი ეზოთერიკი, ბატონი დავითი ამბობს, გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. ასევე, მისვე თქმით, უკანასკნელ ხანს, რაც ბიოენერგიის მეცნიერულად შესწავლა დაიწყო, ბევრი მაგიური მოვლენა, რომელიც მისტიკურ საბურველში იყო გახვეული, სრულიად ახალი სახით წარმოჩინდა.

 დავითი: ხალხური გადმოცემით, საკმარისია, ავი მზერა, რომ ადამიანი „აიღებს თვალს,“ მაგრამ, სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია გამოსხივდება კიდურებით, მაგრამ, ყველაზე ძლიერად ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები, ასე ვთქვათ, გამტარის ფუნქციას ასრულებს. თვალი მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს. შინაგანი განწყობა შესაბამისად მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე, გავლენას ახდენს აურაზე და აბჯარში ჩნდება ნახვრეტები, რაც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს. უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. მაგალითად, ამ არხებით კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები – ისინი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ქაჩავენ ენერგიას, შედეგი კი ცნობილია – დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დარღვეული ბიოველი დაავადებების სათავე ხდება. ორგანიზმი ცდილობს თავდაცვას და ეგრეთ წოდებული აბჯრის აღდგენას, რაც ხშირად ორგანიზმის შინაგანი რეზერვების ხარჯზე მიმდინარეობს და ფიტავს მას. ეს კი დაავადებას იწვევს. ადამიანმა შეიძლება, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, ვინც გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეს საზოგადოებაში. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა. ეს სამუდამოდ აჩნდება მათ ბიოველს და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენერგეტიკული „ისრები“ ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე „ისრები“ გავლენას ვერ ახდენს. ისინი კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ასე ვთქვათ, სუფთა სახით აგროვებენ ორგანიზმში და გადასცემენ.
– ესე იგი, შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი ადამიანს ასეთი თავდასხმებისგან კარგად და საიმედოდ იცავს?
– დიახ, ასეა და ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ გათვალვის მსხვერპლი გახდით, გადახედეთ საკუთარ მორალურ მხარეს და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ ცხოვრებაში. თუ აღმოაჩინეთ, რომ რამეს სწორად არ აკეთებთ და თქვენვე შეცვლით მას, ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.
– ვინ ხდება ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი და როგორ მივხვდეთ, რომ გაგვთვალეს?
– ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან. საერთოდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მგრძნობიარენი არიან და მათზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია. გათვალვისთვის სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი, ის, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან, თუნდაც, ტელეფონით საუბრისას მოხდეს. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მუჭში პურის გული გეჭიროთ და შემდეგ წყალში ჩააგდეთ. თუ პური ნელ-ნელა ჩაიძირა, სუსტი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით, თუ სწრაფად, მაშინ ძლიერის. ამ მეთოდით ბავშვების დიაგნოსტიკაც შეიძლება: დააჭერინეთ ხელში პურის გული და შემდეგ იგივე გაამეორებინეთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
– თუ აღმოჩნდა რომ ზემოქმედების ქვეშ ვართ?
– ზოგადად, ყველაზე ხშირად უარყოფითი ენერგია შარდისა და ოფლის სახით გამოდის ორგანიზმიდან. ამიტომ, ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გარეცხოთ მდუღარე წყალში და დიდხანს გაფინოთ მზეზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შელოცვებს. შელოცვები, ფაქტობრივად, ვიბრაციაა, რომელიც რეზონანსში მოდის ადამიანის ბიოველთან და მის გააქტიურებას იწვევს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იმ დაავადებათა სიაც კი იყო შედგენილი, რომლებსაც ავი თვალი იწვევდა. მაგალითად: ზრდასრულებში ეს იყო: სიგამხდრე, სიმსივნეები, დამბლა, კრუნჩხვა, მელანქოლია, სიბრმავე, ეპილეფსიური შეტევები; ბავშვებში კი: უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შიშები, უმადობა. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ეცვლებოდა სახის ფერი, ეწყებოდა მუცლის ტკივილი, ხელები უოფლიანდებოდა. ბავშვს კი გათვალვის ნიშნებს მაშინ ატყობდნენ, თუ ის მოულოდნელად გაფითრდებოდა, პულსი აუჩქარდებოდა, სიცხე აუწევდა და გაოფლიანდებოდა. სხვადასხვა ხალხს, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ნიშანი გააჩნდა ავთვალიან ადამიანთა გამოსაცნობად. გათვალვა და ახლობლებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერს შეუძლია, თანაც, ხშირად თითქმის გაუცნობიერებლად. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ნაცნობებს შორის ვინმეს ავი თვალი აქვს, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ.
– როგორც ცნობილია, მაგები ამბობენ, ზოგიერთი ნივთი ამ მხრივ განსაკუთრებულ დამცავ ფუნქციებს ატარებსო.
– დიახ, ასეთია, მაგალითად: დანა, ხანჯალი, გასაღები, ნალი, ცული, ბოქლომი, „ბულავკა“,  ლურსმანი, გიშერი, ნემსი და ასე შემდეგ. ზოგადად,  ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება, მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან, ის იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებასა და მზერით გათვალვას, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. არსებობს, ასევე, გათვალვებით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად: უბედური შემთხვევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სიკვდილის კოდი, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩადებული, მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის როგორც უბედურების, ისე ბედნიერების მოტანა შეუძლია. ასე რომ, ავი თვალი არსებობს და გათვალვაც რეალურადაა შესაძლებელი. სიკვდილის კოდი ადამიანში დაბადების მომენტში იდება და, შესაძლოა, მისი  უდროო და უცაბედი სიკვდილი მისი გათვალვით იყოს გამოწვეული. ამას ზოგი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი „მემკვიდრეობით გადაცემულ წყევლასაც“ უწოდებს და ძალიან საშიშია. გათვალვა, ძლიერი პროგრამის წყალობით, მეცხრე თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხოლო, სიკვდილის კოდი, რომელიც ავი მზერისგან კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. როგორც გითხარით, გათვალულ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილი, ხშირი მთქნარება, თავს სუსტად გრძნობს, ბედში კი ძალიან წარუმატებელია.   დაკვირვებული ვარ, რომ გათვალვის მსხვერპლი ხშირად ლამაზი და წარმატებული ადამიანი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, ვინც უიღბლო და წარუმატებელია, მოერიდეთ ხშირ შეხვედრას, რომ მისგან შური არ წამოვიდეს და არ გახდეთ მისი ავი მზერის უნებლიე მსხვერპლი.

скачать dle 11.3