კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამბები წმინდა გაბრიელზე

მამა გაბრიელი მძიმედ სნეული იწვა, როდესაც დედა პარასკევას უთხრა, ახლა შავნაბადაზე მივდივარო. მონაზონმა იფიქრა, ალბათ, ხუმრობსო და თვითონაც ხუმრობით უპასუხა:
– წადი, მამაო გაბრიელ, წადი...
ცოტა ხნის შემდეგ კი უნებურად ჰკითხა:
– იყავი, მამაო, შავნაბადაზე?
– ვიყავი, ყველანი კარგად არიან, ტრაპეზობდნენ, როცა მივედი.
– შენ არ გამოჩნდი?
– არა. რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. მეც არ მინდოდა გამოჩენა.
– მამა შიო რას აკეთებდა?
– ხალხს ითვლიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მამა შიოც მივიდა გაბრიელ ბერის სანახავად. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, მონაზონმა ჰკითხა:
– ბევრნი მოდიან შავნაბადას მონასტერში?
– არ ვიცი. იმდენი მოდის და შემდეგ მიდის, რომ ვეღარ ვიგებ. ტრაპეზზე როცა ვსხედვართ, მხოლოდ მაშინ ვითვლი ხალხს.
მამა გაბრიელმა ამ კითხვა-პასუხზე ღიმილით გადახედა მათ. დედა პარასკევა შეცბუნებული ჩანდა ამ სასწაულით და, სხვა დროს, როდესაც კვლავ უთხრა, მე ახლა მარტყოფის მონასტერში მივდივარო, გაკვირვებითა და ინტერესით დაუწყო თვალთვალი. ნახევარი საათის შემდეგ კი ჰკითხა:
– იყავით მარტყოფში?!
– ვიყავი. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი არ არის მონასტრული.
იმ ადამიანმა შემდეგ მართლაც დატოვა მონასტერი.
***
ერთი მორწმუნე იხსენებს:
„ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ნახატი მაჩუქა. სურათი არ მომეწონა და ამოვიღე, ჩარჩო კი მამა გაბრიელს შევწირე. მასთან სტუმრობისას ჩარჩო ვერსად შევნიშნე და ვიფიქრე, სადღაც შეინახა, სადმე მიაგდო ან ვინმეს აჩუქა-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი, როცა უცბად თბილად შემომხედა და მომიგო:
– ტაძარში ჩადი, ღვთისმშობელი მოინახულე.
... და, როდესაც შევედი, დავინახე, რომ ტაძრის შუაგულში ჩემს ნაჩუქარ ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ბრწყინვალე ხატი იყო დასვენებული“.
მისთვის მადლიერების გრძნობა და თავმდაბლობა განუყოფელი სათნოება იყო, რომელიც სიყვარულის ჩაუქრობელ ალს ანთებს მართლმორწმუნის გულში. ბერის ცხოვრება ამ მხრივაც სამაგალითო იყო მორწმუნეთათვის.
***
ერთი მრავალთაგანი იხსენებს:
„ერთხელ, შობის მარხვაში, მეგობრებთან ერთად წავედი დაბადების დღეზე. რადგანაც მძიმე მარხვა არ იყო, სხვებთან ერთად ვილხენდით – არც დოლი დაგვიკლია და არც სიმღერა თუ ცეკვა-თამაში.
– რომ გვიყურებდეს მამა გაბრიელი, რა დღეში ვართ... – ვეუბნებოდით ერთმანეთს და გვეცინებოდა.
მეორე დღეს მცხეთაში წავედით. გაბრიელ ბერმა კელიაში შესვლისთანავე გვამხილა:
– ეს მარხვა მხიარული მარხვაა; ზოგი დოლს უკრავს, ზოგი ცეკვავს, ზოგი კი მღერის... – თითქოს ჩვენზე არც უთქვამს, ისე ჩაილაპარაკა და თვალებში შემოგვხედა...“

скачать dle 11.3