კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებს ზოგიერთი ქალი ქორწინებაში სიყვარულის კომპენსაციას

მამაკაცები ძალიან აგებენ, როცა არ ცდილობენ, გაუგონ ქალებს, მით უფრო – თავიანთ მეორე ნახევრებს... წიგნებსა და ფილმებში კაცები საყვარელი ქალისთვის საგმირო საქმეებს სჩადიან, ყველაფერს აკეთებენ მათი გულის მოსაგებად, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში საქმე სხვაგვარადაა. ქმრების უმრავლესობას საერთოდ არ მიაჩნია საჭიროდ, გაუგოს ცოლს, მეტი იცოდეს მისი სურვილების შესახებ. შეიძლება, ეს ეგოიზმია, ან, შეიძლება, მათ არ იციან, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი ამ თითქოს უმნიშვნელო ამბავმა. ქმრის მიერ ცოლის სურვილების იგნორირება-უყურადღებობის გამო ზოგიერთი ქალი ღალატამდე მიდის...

 თაკო (31 წლის): არასდროს მქონია მოთხოვნილება, ოჯახი მძაფრი ვნებების გავლენით შემექმნა. ვამბობდი, ქმარი საიმედო უნდა იყოს და არა საყვარელი-მეთქი. პრინციპში, ჩვენს ცხოვრებას რომ შევხედოთ, საიმედოობა გაცილებით ღირებულია, თორემ, ბოლოს ისე გამოდის, უყვარხარ – უყვარხარ და პირდაღებული რჩები ამ სიყვარულის ამარა. სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი ჩემთვის, მაგალითად, ძალიან სასაცილოა. რა მსხვერპლი, რის მსხვერპლი, ვინ ღირს ამად? არცერთ ქმარს არა აქვს უნარი, ცოლს გაუგოს და ჰგონიათ, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის, რეალობა კი სხვაა.
– მაინც იქნებიან ქმრები, რომლებსაც ცოლების ესმით.
– ალბათ, მაგრამ ჩემი ქმარი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, უკვე დავრწმუნდი ამაში.  მე „ფსონი“ ერთგულებაზე, სტაბილურობასა და სიმყუდროვეზე დავდე, მაგრამ ვერ გავითვალისწინე ერთი რამ – რომ ქორწინებაში სიყვარულის კომპენსაცია დამჭირდებოდა.
– „სიყვარულის კომპენსაცია“? ეს რას ნიშნავს?
– ერთი სიტყვით,  ვერ აგიხსნით. ეტყობა, ქალები მაინც ემოციურად ვართ „აწყობილები“. თავს ვიტყუებთ, როცა ვამბობთ, რომ ვნებების გარეშეც ბედნიერად ვიცხოვრებთ. უმეტესობა ამჯობინებს, ამაზე საერთოდ არ ილაპარაკოს, საკუთარ თავში ჩაკეტოს ემოციები და მოთხოვნილებები... ისეთი პოზა უჭირავთ, ვითომ, შემომხედეთ, მე სხვებს არ ვგავარ, სერიოზული ქალი ვარ და სერიოზული პრობლემებიც მაქვს, ვნებები კი მოცლილებისთვის არისო... მე ასე არ ვფიქრობდი, უბრალოდ, მეგონა, რომ თუ ქმარი კომფორტულ, უზრუნველ ცხოვრებას შემიქმნიდა, სხვა აღარაფერი მომინდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიყვარულს ყოველთვის პრობლემები მოაქვს და  ვითომდა  დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც ჰარმონიულობაში ვერ „ქაჩავს“. მათ მუდმივად სერიოზული პრობლემები აქვთ და ბოლოს აღარც კი ახსენდებათ, ერთმანეთი რომ უყვარდათ. ღირს ასეთი სევდიანი ფინალისთვის ამდენი ვნებათაღელვა? ამიტომაც არ ავირჩიე ზედმეტი თავის ტკივილი და ცოლად გავყევი კაცს, რომელთანაც ჩემთვის სასურველი ვარიანტის პერსპექტივა დავინახე.
– ანუ,  სიყვარულით გათხოვების პერსპექტივაც გქონდათ და არჩევანი ორ ვარიანტს შორის გააკეთეთ?
– დიახ, სწორად მიმიხვდით. იყო ისიც, ვის მიმართაც რაღაც გრძნობის მაგვარი მქონდა, მაგრამ ჩანასახში მყოფ გრძნობას ადვილად მოვერიე. არ მკითხოთ, ეს რატომ გავაკეთე. იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის კარგი მინდოდა. ეგოისტი ვარ? თუნდაც. ერთხელ ვცხოვრობთ ქვეყანაზე და ნაკლები პრობლემები უნდა შევუქმნათ საკუთარ თავს... დავშორდი იმას, ვის დანახვაზეც გული მიჩქარდებოდა... ახლაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. სიყვარული და რომანტიკა მხოლოდ წიგნებში და ფილმებშია კარგი.
– სიყვარულით გათხოვება რაში შეგიშლიდათ ხელს?
– დამცინით? ყველაფერში. რაც მთავარია, ნორმალურ ცხოვრებაში. სიყვარულით გათხოვება სასაცილოა, ბოლოში სატირალი რომ არ ხდებოდეს. სიყვარული ხომ დიდხანს ვერ ცოცხლობს. ის არ არის მარადიული და ნურავინ ეცდება, თავი საპირისპიროში დაირწმუნოს, ისევ თავად წააგებს და ინანებს... ზოგჯერ სრულიად აუხსნელი ხდება, რატომ და სად მიდის გრძნობა, რომელიც პირველ ეტაპზე უზარმაზარ ბედნიერებას გვანიჭებს. შეუძლია ვინმეს, მითხრას მერე რატომ გადაიქცევა ხოლმე ჯოჯოხეთად? ბევრი ჩემი მეგობარი გათხოვდა დიდი სიყვარულით, მაგრამ არაფერი მოუგიათ. უნდა უსმინოთ, დღეს როგორ ლაპარაკობენ საყვარელ ქმრებზე და რა სიტყვებით ამკობენ მათ... მე ეს პრობლემა არა მაქვს, იმიტომ, რომ ჩემს ქმარს იმედი არ გაუცრუებია. ვინც მინდოდა, ის მყავს, არაფერი შეცვლილა. ხუთი წელია, მისი ცოლი ვარ და ხუთჯერ არ გავუოცებივარ. ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენი შეხვედრის პირველ დღეს იყო.
– თუმცა, აღარ მოგწონთ და ღალატობთ...
– აღარ მომწონს? არა, ძალიანაც მომწონს და პატივს ვცემ და არც ის არის ღალატი, რასაც მე ვაკეთებ. უბრალოდ, რაც მაკლია, იმას ვივსებ. ყველაფერი კარგად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, უღიმღამო იყო და გავიხალისე. ქმარზე ძვირფასი ეს კაცი ვერასდროს იქნება. ხშირადაც ვერ ვხვდები. სიყვარული არ მჭირდება. რეალურად, ის ქალს მაშინ სჭირდება, როცა იმედგაცრუებული ან ცხოვრებაზე ხელჩაქნეულია და დეპრესიამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. არცერთ თავდაჯერებულ და თავმოყვარე ქალს არ სჭირდება სიყვარული.
– ვერ დაგეთანხმებით. სიყვარული როგორ არ გვჭირდება?
– კარგი, რა! სწორედ ეგ სიყვარულია, სახეს რომ გვაკარგვინებს: გვათმენინებს დამცირებას, შეურაცხყოფას; მივყავართ სრულიად უაზრო მსხვერპლამდე... რა არის ეს. რატომ უნდა დავაყენო ვიღაც უცხო კაცი ჩემზე წინ და უპირველესად მისი ინტერესები რატომ უნდა გავითვალისწინო? ჩემი ქმარი დაფასებულია.... მე მის გვერდით ვარ და სრული მხარდაჭერა აქვს ჩემგან, თუმცა მყავს მეგობარი მამაკაციც, რომელიც კომპენსაციასავით არის... ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულებები არ გვაქვს და სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად – მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ ურთიერთობით და მე სწორედ ეს მჭირდება, რომ სრულფასოვანი ცხოვრება მქონდეს. ქორწინებაც ამიტომ მაქვს ბედნიერი. მე და ჩემი ქმარი საერთოდ არაფერზე არ ვჩხუბობთ. მე მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, არ ვეკამათები, არ ვეჭირვეულები, ყველაფერი მაქვს, რაც მინდა... მოკლედ, კარგად ვცხოვრობ. ჩემს ქმარს ვუყვარვარ და სხვა ქალებისკენ საერთოდ არ იხედება; ისე შემომცქერის, როგორც ღვთაებას; სრულ კომფორტს მიქმნის; პასუხისმგებლობა აქვს. ყოველთვის მიდის კომპრომისზე, სრული ჰარმონიაა ჩვენ შორის. ფინანსურადაც უზრუნველყოფილები ვართ. კარგი შემოსავალი აქვს ჩემს ქმარს და უხარია, რომ ყველაფერი ძვირფასი მაქვს. მანებივრებს და თავადვე მოსწონს ეს... რატომ უნდა შევუშალო ხელი ბედნიერებაში? ის, რომ მე სხვა პარტნიორი მყავს, მისთვის ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება. რატომ უნდა იცოდეს სიმართლე, რომელიც არავის სჭირდება, მით უმეტეს, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს? რაც ბუნებრივი არ არის, მალე მთავრდება. ოჯახი სულ სხვა ღირებულებაა და მე მას ვუფრთხილდები. სრულფასოვანი ბედნიერება მჭირდება და, რადგან ის კაციც ამ ბედნიერების ნაწილია, რატომაც არა?! მან იცის, რომ ხვალ ან ზეგ ყველაფერი დამთავრდება და პრობლემა არა აქვს. ასეთი არჩევანი გავაკეთეთ ორივემ და, მგონი, არცერთი არ ვნანობთ. პრინციპში, გათხოვება არ ნიშნავს იმას, რომ შენი პირადი ცხოვრება არ უნდა გქონდეს. ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს სულიერ სიახლოვეს ან იმ რაღაც სიყვარულს, რომელსაც მხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს.

скачать dle 11.3