კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლირტი და ქალი



ყველა ჭეშმარიტმა ქალმა უნდა იცოდეს ფლირტის ხელოვნება. თუ გსურთ, მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ, სულაც არ არის აუცილებელი, დამაბრმავებლად გამოიყურებოდეთ. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ საშუალო გარეგნობის ქალს არაერთი მამაკაცი გადაურევია. არ იფიქროთ, რომ აუცილებელია ჭკუა... არა – ფლირტის ხელოვნება. შეიძლება, ხმა საერთოდ არ ამოიღოთ და ისე მოხიბლოთ მამაკაცი. ბევრი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ სწორედ ისინი იყვნენ ურთიერთობის ინიციატორები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „შევხვდი, თავი მოვაწონე და გავიმარჯვე!“ – მითია, რომელსაც კაცები თავიანთი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად თხზავენ. რა თქმა უნდა, მამაკაცები ცდებიან. ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა საკითხში. ფსიქოლოგთა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალისა და კაცის ურთიერთობის 90 პროცენტ შემთხვევაში, სწორედ ქალები ასრულებენ მთავარ პარტიას. ქალი, როგორც კი შენიშნავს მისთვის საინტერესო და სასურველ პარტნიორს, მაშინვე აგზავნის მისკენ სიგნალს და ეს არის ფლირტი. მინიშნებები კაცებს ცუდად ესმით. ეს მათი პრობლემაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ვერაფერს ხვდებიან.
ამიტომაც, ქალი აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომელ მინიშნებაზე მოახდენს რეაგირებას კაცი. საჭიროა ცოტა მეტი ყურადღება და შინაგანი ქალურობის გამოვლენა. სურვილის – „შეაბათ კაცი“ ზედმეტად დემონსტრირება შეცდომაა. აქ ზომიერება განსაკუთრებით საჭიროა. მაგრამ, გულხელდაკრეფილიც ნუ იჯდებით. საჭირო მომენტში იდუმალი და ბევრის მთქმელი ღიმილი საუკეთესო იარაღია.
როდის გავხდები
იდეალური?


თუ ქალი ფიქრობს, რომ მზად არ არის სიყვარულისთვის, რადგან ჯერ იდეალური უნდა გახდეს, ცდება... ტყუილუბრალოდ კარგავს დროს და ენერგიას. რატომ ხართ საკუთარი თავით უკმაყოფილო? გარეგნობა არ მოგწონთ, მანერები, ჭკუა თუ სითამამე?! მიმზიდველი გარეგნობის წილი მამაკაცის მოხიბვლის საქმეში მხოლოდ 34 პროცენტია. ანუ, არც ისეთი მთავარი და მნიშვნელოვანი ყოფილა.
რა არის მნიშვნელოვანი? თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. მიზნისკენ სწრაფვა და  რაც მთავარია, მიზნის სწორად განსაზღვრა. ჩამოყალიბდით, რა გინდათ – გახდეთ იდეალური, თუ იპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი მამაკაცი. ორივეს ერთად ვერ გააკეთებთ. ამიტომ, იმაზე დაიწყეთ მუშაობა, რაც კონკრეტული მომენტისთვის პრიორიტეტულია. პირველ შემთხვევაში დროისა და ენერგიის ხარჯვა ფუჭი იქნება. იმიტომ რომ, იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყველაფერი ფარდობითია და თუ შეუყვარდებით, მისთვის თითქმის იდეალური იქნებით. ამიტომ, პირდაპირ მეორე საკითხზე გადადით. მით უმეტეს, თუკი მარტოობამ უკვე შეგაწუხათ, გჭირდებათ საყვარელი და პარტნიორი.
ნუ დაელოდებით, როდის გახდებით იდეალური. ამ ლოდინში შეიძლება, მთელი ცხოვრება გავიდეს და შეუმჩნეველი დაგრჩეთ ადამიანი, რომელიც რეალურად იქნებოდა თქვენ გვერდით.

აპატიე და გაუშვი

სცადეთ და პირობა მიეცით საკუთარ თავს, რომ ადამიანებს უცებ აპატიებთ წყენას, რომელიც უნებლიედ მოგაყენათ. თუნდაც, წინასწარგანზრახვით ეწყენინებინოს – არა უშავს. აპატიეთ და გაუშვით. მერე მშვიდად, „ცივი“ გონებით გადაწყვიტეთ – გააგრძელებთ მასთან ურთიერთობას თუ არა... შეეცადეთ, თქვენ თავად არავის ატკინოთ გული, არ აწყენინოთ. წყენა ხომ იმ ქვებს ჰგავს, რომელიც მერე გულზე გვაწვება და ყოველდღიური, პატარ-პატარა სიხარულით ტკბობაში ძალიან გვიშლის ხელს. გულში რაც მეტ „ქვას“ დაიგროვებთ, მით ნაკლები ადგილი დარჩება მასში სიხარულისა და ბედნიერებისთვის. იყავით მშვიდობისმოყვარე... გაეცით და ნუ დაელოდებით, რომ უკან ათმაგად დაგიბრუნდეთ... ასეც იქნება, ოღონდ არა მაშინვე. სცადეთ და გაუღიმეთ იმას, ვინც ცდილობს გული გატკინოთ – ფიქრობთ, რომ სისულელეა? მაინც მოიქეცით ასე. არ გაინტერესებთ, როგორი იქნება შედეგი?!
ადამიანები სწორედ მაშინ უშვებენ შეცდომას, როცა სხვას არც წყენას აპატიებენ და არც უშვებენ... ვერ გაიგებ, რა უნდათ. ანუ, ჩამოყალიბდით: არ გინდათ, ამ ადამიანთან ურთიერთობა? – აპატიეთ და გაუშვით. გინდათ? – მით უმეტეს, მალევე აპატიეთ და ინციდენტი დაივიწყეთ.

გაუმკლავდი
წყენას!


„გეწყინა? – ცივი წყალი დალიე და გაიარე, დამშვიდდები,“ – ამ გამონათქვამში არის სიმართლის მარცვალი. წყლის დალევა, როცა გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, ნამდვილად სასარგებლოა. ჯერ ერთი – პაუზა, რაც წყლის დალევას სჭირდება, საშუალებას გაძლევთ, აზრები მოიკრიბოთ და შემდგომ ქმედებებზე დაფიქრდეთ. რა გიღირთ – ჩხუბი თუ სიმშვიდის შენარჩუნება? – მით უმეტეს, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. ამიტომ, როცა ატყობთ, რომ ურთიერთობა ჩიხშია, სიტუაცია მწვავდება, მიდით და ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. შეეცადეთ, მშვიდად ისუნთქოთ და დრო გაიყვანოთ.
მტკივნეული რეაგირება არასასიამოვნო სიტყვებსა და საქციელზე იგივეა, რაც გადაფურთხება, როცა ორპირი ქარი უბერავს. გაცილებით ჯობია, როგორმე იგნორირება მოახერხო. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება და უნდა ისწავლოთ.
მაინც, რა უნდა გააკეთოთ, რომ ისწავლოთ, როგორ აიცილოთ თავიდან წყენის მარწუხები, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დაგახრჩობთ. კატეგორიულად არ შეიძლება საკუთარო თავის შეცოდება-შებრალება. ნურც იწუწუნებთ და იტირებთ. ნუ დაუწყებთ ძებნას თანამზრახველებს სამაგიეროს გადახდისთვის. ამაზე დიდ სისულელეს, უბრალოდ, ვერ გააკეთებთ. მხოლოდ გააძლიერებთ ნეგატივს. რაც ღრმად შეტოპავთ, მით გვიან გამოხვალთ რთული, სტრესული სიტუაციიდან.
ამიტომაც არის უკეთესი მანამდე გაუმკლავდე წყენას, სანამ პატარაა და უმნიშვნელო. თუ ამას ჯეროვნად გააცნობიერებთ, ცხოვრებას ბევრად გაიმარტივებთ. ადვილად დაამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან და მარტივად შეეგუებით ისეთ მომენტებსაც, როცა მათ თქვენი არ ესმით.

скачать dle 11.3