კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა მათთვის, ვინც 40-ს გადააბიჯა

დიეტის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მაინც, შემოიღეთ კვების დღიური, ანუ, ყოველდღიურად გააკეთეთ ჩანაწერები, რას და რა რაოდენობით მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში, ოღონდ ისე, რომ ამ დღიურის გამო ოდნავაც არ შეცვალოთ თქვენი კვების რეჟიმი და ამასთან დაკავშირებული ცხოვრების წესი. კვირის ბოლოს, როცა დაწვრილებით გააანალიზებთ თქვენს ჩანაწერებს, ადვილად აღმოაჩენთ არაერთ პრობლემას, რომელთა გადაწყვეტაშიც დიეტოლოგი დაგეხმარებათ.
გთავაზობთ ცნობილი დიეტოლოგების რჩევებს თქვენი რამდენიმე პრობლემის მოსაგვარებლად:
1) აუცილებლად ისაუზმეთ! უმჯობესია, დღე დაიწყოთ წყალში, უშაქროდ მოხარშული სქელი ფაფით.
2) უარი თქვით ტკბილეულსა და სხვა უსარგებლო საკვებზე. ჭამეთ მცირე ულუფებით, მაგრამ დღეში მინიმუმ 4-5-ჯერ. შეიგრძენით იმ საკვების გემო, რასაც მიირთმევთ.
3) აუცილებელია ნახშირწყლები და ცხიმები. მიირთვით მინიმალურად გადამუშავებული ბურღულეული და მარცვლეული. შეამცირეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმები, მაგრამ უარი არ თქვათ არარაფინირებულ მცენარეულ ცხიმებზე, ნიგოზზე, თხილსა და წითელ თევზეულზე.
4) შეცვალეთ კვების ტრადიციები. აუცილებელი არ არის, სასარგებლო და გემრიელი კერძები რთული შემადგენლობის იყოს – სავსებით საკმარისია, რომ ოჯახური ვახშამი მოიცავდეს სეზონური ბოსტნეულისგან მომზადებულ სალათასა და აირღუმელში გამომცხვარ მჭლე ხორცს, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ისიამოვნეთ არა კერძების მრავალფეროვნებით, არამედ მათი გემოთი.
5) აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ, თუ ვარჯიშის დროს გულისცემა ძალიან მოიმატებს, ტემპი შეანელეთ. საუკეთესო ვარიანტია წყლის პროცედურები.

скачать dle 11.3