კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავფაროთ სახეზე ხარვეზები ბრინჯაოსფერი პუდრის, თვალის „ჩრდილისა“ და ჰაილაიტერის მეშვეობით

„გააქრეთ“ ორმაგი ნიკაპი
განიერი და ფუმფულა ფუნჯი „ამოავლეთ“ ბრინჯაოსფერ პუდრში, ოდნავ დაფერთხეთ და ნიკაპის ხაზზე წაისვით თხელი ფენა. სახეზე კი გადაისვით თქვენი სახის კანის ფერი პუდრი.

დაივიწროვეთ ზედმეტად განიერი შუბლი
წაისვით ბრინჯაოსფერი პუდრის ორი თხელი ზოლი დაახლოებით წარბების გასწვრივ, თმის ძირებიდან წარბების გარე კიდეებისკენ, სახეზე კი გადაისვით თქვენი სახის კანის ფერი პუდრი ან ტონალური.

დაიპატარავეთ ზედმეტად მაღალი შუბლი
შუბლზე, თმის ძირებიდან ოდნავ ქვემოთ, ბრინჯაოსფერი პუდრით გაავლეთ ხაზი ისე, რომ ის ბუნებრივად გადავიდეს სახეზე წასმულ ოდნავ უფრო ბაცი პუდრის ფერში.

შეამცირეთ ფუმფულა ლოყების ზომა
შეისრუტეთ ლოყები და ჩაღრმავებულ ადგილებზე წაისვით პუდრი-ჰაილაიტერი. თუ გსურთ, რომ უფრო მაღალი ღაწვები გამოგიჩნდეთ, მათ ზედა ზღვარზე გადაისვით ბრინჯაოსფერი პუდრი.

დაივიწროვეთ განიერი ცხვირი
ფანქრის ფორმის ჰაილაიტერით გაივლეთ ხაზი ცხვირის ზედაპირზე, ცენტრში, მთელ სიგრძეზე (მთლად ცხვირის წვერამდე ნუ მიიყვანთ). თუ ზომაზე მოკლე ცხვირი გაქვთ, ჰაილაიტერს დაუმატეთ ცოტაოდენი ბრინჯაოსფერი პუდრი და თითით წაისვით კეხზე და ცხვირის წვერზე.

გაიფართოვეთ ვიწროჭრილიანი თვალები
მუქი ჩალისფერი „ჩრდილი“ წაისვით ზედა ქუთუთოების შუაში, წარბის გარეთა მხარისკენ მიმართულებით, ან – ქვედა ქუთუთოს შიდა კუთხიდან შუისკენ თეთრი რბილი გრიფელის ფანქრით (კაილაკით) გაიკეთეთ შტრიხი.

ასწიეთ ჩამოკიდებული ქუთუთო
ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მბზინავი „ჩრდილი“. ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სურვილით. წაისვით ის ზედა ქუთუთოებზე მთლიანად, ისე, რომ ოდნავ ასცდეს ნაკეცს და სქლად დაიტუშეთ ზედა ქუთუთოს წამწამები. თუ ვიწრო თვალები გაქვთ, იმ შემთხვვევაში, ქვედა ქუთუთოების წამწამებიც დაიტუშეთ.

скачать dle 11.3