კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტუდია „გვირილამ” კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო

საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელი სტუდია „გვირილა” ახლახან დაბრუნდა ბულგარეთიდან  უამრავი დიპლომით, რეგალიებითა და გრანპრით. ზღვის სანაპიროზე ოქროს ქვიშებზე, სადაც „გვირილამ” გრანპრი მოიპოვა, მიმდინარეობდა მუსიკალური კლიპების გადაღება, რომელთა პრეზენტაციაც თბილისში შედგება.
სტუდია „გვირილასთან” ერთად ბულგარეთში იმყოფებოდა ანსამბლი „ხარება” (ხელმძღვანელი ტატო გოდერძიშვილი), რომელმაც დიდებში მოიპოვა გრანპრი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა უცხოელ აუდიტორიაზე.
ბულგარეთი ცნობილია თავისი ღვინით და, ზუსტად აქ, ღვინის ქვეყანაში, საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესოდ ცნეს ქართული ღვინო, რომლის წარმდგენია ბატონი ზურაბ ბეროზაშვილი (საოჯახო ქვევრის ღვინო, გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხე), ქართული ღვინო გახდა ფესტივალის გამარჯვებული და საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი; ბატონი ზურაბის ღვინო, ასევე, გახლავთ ოჯახური ფესტივალის გამარჯვებული.
საერთაშორისო ფესტივალში იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს 20 ქვეყანა, მათ შორის – უნგრეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და სხვა. საქართველოს სახელით გრანპრი მოიპოვა სტუდია „გვირილამ,” რომლის წევრები არიან ბავშვები ახალგორიდან და აფხაზეთიდან. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და კერძოდ, ბატონმა სოზარ სუბარმა თანადგომა გამოუცხადეს ამ ბავშვებს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
დიდი მადლობა მეცენატ შაკო ბაროუდს, რომელიც იყო „გვირილას” პატარების თანამდგომი.
ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას” ხელმძღვანელი): მინდა, მადლობა გადავუხადო გურჯაანის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ვანო ბერიძიშვილს, რომელიც იყო ფესტივალის ჩვენი მხარდამჭერი. ფესტივალს გვერდში დაუდგა მეცენატი ლივიიდან შარბელ ბაროუდი.
ვამაყობ ჩემი ბავშვებით. ბევრი საინტერესო კონცერტი და შეხვედრა გვქონდა. მივიღეთ მიწვევა ბარსელონის ფესტივალზე, რომელიც მომვალ წელს ჩატარდება. ვემზადებით კლიპების პრეზენტაციისთვის, სადაც მონაწილეებს გადაეცემათ კომპანია „ორიფლეიმის” საჩუქრები. დიდი მადლობა „ორიფლეიმს”!
ნინიკო ჩიხლაძე (პროექტების მენეჯერი): აღსანიშნავია, რომ ზაფხული მართლაც ისტორიული მნიშვნელობის იყო: სტუდია „გვირილა” დიდ მაესტროსთან, მსოფლიო ბანთან, ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ერთად წარდგა ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე და შეასრულა საქართველოს ჰიმნი. კომპანია „ორიფლეიმის“ ლამაზი საჩუქრებით გახალისდა ფესტივალი. მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ჩვენს პატარებს. წინსვლა და წარმატებები „გვირილებს!”  

скачать dle 11.3