ბრძნული აზრები
სვიფტი: ხანდახან სხვისი ჭკუითაც შეიძლება ცხოვრება, მაგრამ დაყრდნობით საკუთარ ჭკუას უნდა დაეყრდნო.
ეპიკურე: ბრძენს მიაჩნია, რომ უმჯობესია იყო გონიერი და უბედური, ვიდრე უგუნური და ბედნიერი. მართლაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში უმჯობესია, რომ რამე კარგად განზრახულმა მარცხი განიცადოს, ვიდრე ცუდად განზრახულს წარმატება შეხვდეს.
ლაროშფუკო: ვისაც ჰგონია, რომ სხვების გარეშე გავა ფონს, სასტიკად ცდება; მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ სხვები უმისოდ ვერ გავლენ ფონს, კიდევ უფრო სასტიკად ცდება.
დიუმა (შვილი): განსაკუთრებით საწყენი ისაა, რომ ადამიანის ჭკუას თავისი საზღვრები აქვს, მაშინ, როდესაც ადამიანის სისულელე უსაზღვროა.
ავრელიუსი: სრულფასოვნება არის ადამიანის ცოდნა მისი არასრულფასოვნების შესახებ.
ტოლსტოი: არცოდნაზე სამარცხვინო თავის მოჩვენებაა – თითქოს იცი ის, რაც არ იცი.
ნაპოლეონი: რელიგია რომ არ იყოს, ადამიანები ერთმანეთს დახოცავენ გემრიელი მსხლისა და ლამაზი ქალისთვის.
ჰიუგო: ადამიანებს სამი თვისება აქვთ: ის, რომელსაც მას მიაწერენ; ის, რომელსაც თვითონ მიიწერს და, ბოლოს ის, რომელიც მას სინამდვილეში აქვს.
დემოკრიტე: ქება ძალიან ვნებს ბრიყვებს.
მორავია: დიქტატურა არის სახელმწიფო, სადაც ყველას ერთის ეშინია და ერთს – ყველასი.
ლაო ძი: პოლიტიკა არის მცდელობა – სახედარს გააგებინო, რომ ის არაფერს წარმოადგენს.
კლაუსი: დიპლომატია ჭადრაკის თამაშია, რომლის დროსაც ხდება ხალხის დაშამათება.
ჰელვეციუსი: უმეცრების მფარველნი კაცობრიობის ყოვლად დაუძინებელი მტრები არიან.
ევერტი: განათლება თავისუფლების დამცველი უფროა, ვიდრე საომრად გამზადებული არმია.
გალილეი: თუ გონებისა და ცდის შედეგები ერთმანეთს რამეში ემთხვევა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ის უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება.
ფერდა: უბედურია ჭკვიანი უჭკუოებს შორის და უჭკუო – ჭკვიანებს შორის.
შოუ: მიეცით ქალებს ხმის უფლება და ხუთი წლის შემდეგ ყველა უცოლო კაცს კაბალურ გადასახადს დაუწესებენ.
კაუარდი: ქალები სიამოვნებით მისდევენ მოდას, რადგან იციან: შინაარსი მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, ფორმა ხშირად უნდა უცვალო.