კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულის ყაზახური ფასი

„ზოგი უბერავს ასე“

 ვიდრე, სახელდობრ, ჩვენ იმას განვიცდით, ისე რამ აამჩატა ჩვენი კანონმდებლები, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივების ყოფნა-არყოფნაზე მოცდნენო, ბუნებრივია, იმის პარალელურად, რომ ვერ გაგვირკვევია, ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდა თუ არა სასამართლო, ყაზახეთში მუსლიმანთა კავშირი ინიციატივით გამოდის, დაწესდეს სექსუალური გადასახადი!
ერთი სიტყვით, ყაზახეთის მუსლიმანთა კავშირი იუწყება, რომ ქვეყნის წამყვან ეკონომისტებთან და სექსოლოგებთან ერთად შეიმუშავეს ინტიმური სფეროს დაბეგვრის უნიკალური სისტემა. ასე მაგალითად, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება კანონიერ ქორწინებაში, თითო სქესობრივი აქტის ჩატარება 584 ტენგე დაუჯდება!
ხოლო, რაკი არა მხოლოდ დაქორწინებული მოქალაქეები არიან დაკავებულნი ზემოხსენებული საქმიანობით, ქორწინების გარეშე ჩატარებული სქესობრივი აქტის გადასახადი იქნება 1 893 ტენგე, უმცირესობების მიერ ჩატარებული აქტები კიდევ უფრო ძვირი დაჯდება – 2 741 ტენგე, არატრადიციული სქესობრივი აქტის გადასახადის ოდენობა, საერთოდაც, 4 892 ტენგე იქნება!
აი, უცხოელთათვის კი ფასები გაორმაგდებაო, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პენსიონრები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიანო (ანუ რამდენიც გაუხარდებათ, იმდენი აქტი ჩაუტარებიათ უფასოდო), თუმცა აი, იმ უცხოელებს, რომლებიც ყაზახურ ენას ფლობენ, გადასახადი გაუნახევრდებათ (ისიც კი საკმარისია, ერთმა პარტნიორმა იცოდესო).
ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს ეს ამბავი სახელმწიფომ? ზემოხსენებულ ორგანიზაციას ამ საკითხზეც უფიქრია: უნდა შეიქმნას სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ექნება უფლება, პროკურორის სანქციის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიჭრას საცხოვრებლებში.
რთული დასაჯერებელია, რომ ეს ინიციატივა წესად იქცეს, თუმცა, აი, ის კი მართლაც სიმპტომატურია, რომ ასეთი იდეები სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში მწიფდება. –

скачать dle 11.3