კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატარა სასმისით და დიდი გულით

ანუ „სამი დალიე, შეგერგება“

 რაკი ისე ხდება, რომ ყოველ წელს იმაზე მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება და ვასაღებთ (თუმცა ისიცაა, რომ ვერ ვასაღებთ, რადგან გასაღება ვერა და ვერ ვისწავლეთ და ვერც რაციონალურად დაგეგმვა) და ერთი ვაი უშველებელია ყოველ შემოდგომაზე, ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახელი მევენახეებისგან, არც მეტი, არც ნაკლები, 300 000 ტონა ყურძენს შეისყიდის.
ოღონდ, მხოლოდ ის შეგვატყობინა, რომ ყურძენს შეისყიდის, აი, ის კი აღარ ვიცით, ნატურაში მოიხმარს თუ ღვინოს დაწურავს, თუმცა ასეთი ინსტრუქცია მოაყოლა: „მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში კვლავ განვითარდეს მევენახეობა და მოსახლეობა მოტივირებული იყოს, უფრო მეტი ყურძენი მოიყვანოს“.
რთული სათქმელია, გაუძლიერებს თუ არა მევენახეს ყურძნის მოყვანის მოტივაციას ზემოხსენებული ინიციატივა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სპეციალისტთა თქმით, დღეში 100-500 გრამი ნატურალური ღვინო ან 50-150 გრამი არანაკლებ ნატურალური არაყი ჯანმრთელობისთვის მისწრებაა, წამლები კი ამ ჩვენს ქვეყანაში მეტად ძვირი სიამოვნებაა, იქნებ მართლაც ჯობდეს, მივძალებოდით ყურძნის ნაჟურს, თან – კარგ ხასიათზეც დაგვაყენებს, რაც აგრერიგად და ჰაერივით გვჭირდება! –

скачать dle 11.3