მუსლიმანებმა ექსტრემიზმის კიბოს უნდა შეებრძოლონ
ამერიკაში მცხოვრები, კულტურებისა და ცვილიზაციების დიალოგში ცნობილი თურქი მოაზროვნე ფეთჰულლაჰ გიულმა, ცნობილ ამერიკულ გაზეთი ვოლ სთრით (ჭშჟ) ჟურნალში სტატია დაწერა სათაურით: „მუსლიმანები ექსტრემიზმის კიბოს უნდა შეებრძოლონ” სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
ისისის სახელით ცნობილი ჯგუფი, რომელიც თავის თავს ისლამურ სახელმწიფოს უწოდებს, ახლო აღმოსავლეთში მასობრივ მკვლელობებს აგრძელებს. როგორც მუსლიმანებმა, ჩვენი ვალია ისისის და მათ მსგავს ტერორისტულ ჯგუფებს, მათ ტოტალიტარულ იდეოლოგიას დავუპირისპირდეთ. ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები იწვევს მუსლიმანების გაუცხოებასა და ისლამის მიმართ არასწორი წარმოდგენის გაღრმავებას, რაც ყველა მუსლიმანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ძალადობის მომხრე რადიკალების დევნის გამო ისლამის რელიგიის დადანაშაულება სამართლიანობასთან შეუთავსებელია. რადგან, ტერორისტები მუსლიმანის იარლიყით გამოჩნდნენ, ისინი ამ პრობლემას ვერ უარყოფენ და ვალდებულნი არიან, ტერორის კიბოს საზოგადოებაში გავრცელებას რომ ხელი შეუშალონ, რაც შეეძლებათ, ყველაფერი გააკეთონ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენი რწმენის შელახული იმიჯის გამო, ჩვენც ნაწილობრივ პასუხისმგებელი ვიქნებით.
უპირველესად, ძალადობა უნდა დავგმოთ და დევნის ფსიქოლოგიის ხაფანგში არ უნდა ჩავვარდეთ. უსამართლოდ თუ მოგექცნენ ეს ტერორიზმის დაგმობას ან ტერორისტულ ქმედებებს არ ამართლებს. ტერორისტები ისლამის სახელით მძიმე ცოდვებს სჩადიან და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. წმინდა ყურანი და მუჰამედ შუამავლის ცხოვრების მსგავსი ძირითადი წყაროები გულწრფელად რომ გამოიკვლიონ, ამ შედეგს ნათლად დაინახავენ.
მეორე საკითხია ის, რომ ისლამის ინტეგრირებული ფორმით გაგებას უნდა შეეწყოს ხელი; რადგან რელიგიის მიმდევრებმა, ცხოვრებაში კულტურული განსხვავებულობის მიმართ ნაჩვენები ტოლერანტობით, ზოგჯერ შეიძლება რწმენის ძირითადი ღირებულებები ბოროტად გამოიყენონ. ისლამის ფუნდამენტური ღირებულებები ხომ ადამიანების განსახილველად არ დაუტოვებიათ, არამედ რწმენის ძირითადი კანონებით უკვე გამოვლენილია. წმინდა ყურანის ერთ-ერთ მუხლში, ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასია, ასეთი მაგალითის მიცმა შესაძლებელია, (წმინდა ყურანი 5:32). წმინდა შუამავალი თავდაცვის მიზნით ლეგიტიმურ ომშიც კი, ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც მებრძოლები არ არიან – განსაკუთრებით, ქალები, ბავშვები და სასულიერო პირები. კატეგორიულად კრძალავს ძალადობას.
ჩვენ, როგორც მუსლიმანებმა, მსოფლიოს ყველა კუთხეში მშვიდობის მაძიებელ ხალხს სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და ამ ღირებულებების დაცვისთვის ვალდებულნი ვართ. ადამიანის ფსიქოლოგიის, ბუნებისა და მსოფლიო ჟურნალისტიკის დინამიკის გათვალისწინებით, ვისი მოსმენაც საჭიროა იმათზე მეტად გარდაუვალია რადიკალების გაზეთების სათაურებში მოხვედრა. მაგრამ ჩვენ, მედიის დადანაშაულების ნაცვლად, ჩვენი ხმის მისაწვდენად ახალი გზები უნდა ვეძებოთ.
სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება ისლამის ძირითადი ფასეულობებია
მესამე, მუსლიმანებმა ის ღირებულებები როგორიცაა, ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება უფრო მეტად უნდა დაიცვან. ისინი ასევე, ისლამის ძირითადი ღირებულებებია და არცერთ ლიდერს, რელიგიური იქნება ეს თუ პოლიტიკური, ადამიანებისგან ამის წართმევის უფლება არ აქვს. ჩვენი რელიგიის მიმართ ერთგულება ამავე დროს კულტურული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიმართაც პატივისცემას მოითხოვს. ყოვლისშემძლე ღმერთი წმინდა ყურანში ერთმანეთის გაცნობას, ადამიანების სხვადასხვანაირად გაჩენით, მის სიძლიერეს გვაჩვენებს (49:13) და ნაბრძანებია ყველა ადამიანი გულმოწყალედ ჰყავდეს გაჩენილი. (17:70).
დემოკრატიული ღირებულებები სასკოლო პროგრამაში უნდა დაემატოს
მეოთხე, მუსლიმანებმა პოზიტიური და ჰუმანიტარული, ხელოვნებასთან ერთად ყველა სულიერის მიმართ პატივისცემა და ერთმანეთში შერწყმული სასწავლო შესაძლებლობები საზოგადოების ყველა სფეროს უნდა წარუდგინონ. მუსლიმანური საზოგადოების სახელმწიფოებმა, დემოკრატიული ღირებულებები სკოლის სასწავლო გეგმაში უნდა შეიტანონ. სამოქალაქო საზოგადოებასაც ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მოძრაობა “ჰიზმეთის” წარმომადგენლების მიერ 150-ზე მეტ ქვეყანაში 1000 მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და დიალოგის ცენტრის დაარსების უკან ეს მოტივი დგას.
მეხუთე, მუსლიმანების მიერ ჯანსაღი რელიგიური განათლების მიღება რადიკალების ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებაში მნიშვნელოვნი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. როგორც ბევრ მუსულმანურ საზოგადოებაშია, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის დროს, რწმენა არაკომპეტენტური და რადიკალურად განწყობილი ადამიანების ამარად იქნება დარჩენილი.
საზოგადოებაში ქალების როლი მნიშვნელოვანია
ბოლოს, მუსლიმანებში ქალისა და მამაკაცის უფლებები თანაბარია და ამის დამცველები უნდა გახდნენ. ქალებს საზოგადოებაში ნებისმიერი სახის როლი შესრულების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. რომელშიც მათ მონაწილეობა უნდათ, ეს თანასწორობა არავინ არ უნდა უარყოს და ქალები სოციალური ზეწოლისგან დაცული უნდა იყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარმეტყველის მეუღლე წმინდა აიშე ძალიან კარგი მაგალითია: მან როგორც მეცნიერმა, საგანმანათლებლო როლი ითამაშა საზოგადოებაში.
ტერორიზმი მრავალმხვრივი პრობლემაა, პრობლემის მოსაგვარების გეგმაც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და რელიგიური თვალსაზრისით, აუცილებელია მრავალმხვრივად იყოს. პრობლემაზე მხოლოდ რელიგიური კუთხით მიდგომა, ტერორისტების ხაფანგში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების და ასევე, კაცობრიობის მიმართ უსამართლობა იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტერორიზმის პირველი მსხვერპლი რეალურადაც და სიმბოლურადაც მუსლიმანები არიან, ამიტომ, მუსლიმანების მიერ ტერორისტების არაფრად მიჩნევა ახალი მოხალისეების შეკრებას შეუშლის ხელს. აქედან გამომდინარე სახელმწიფოებმა მუსულმანი მოქალაქეების შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავონ.
ძალადობის მომხრე ექსტრემიზმს, ტერორიზმს რელიგია არა აქვს. ყოველთვის რწმენის რესურსების ბოროტად გამომყენებლები ყოფილან და იქნებიან. მაგრამ, როგორც ქრისტიანების უმრავლესობა ყურანის დაწვის ანდა „კუკლუკს კლანის” ქმედებებს მხარს არ უჭერს და ბუდისტები როჰინგიას მუსლიმანების მიმართ განხორციელებულ დევნას ეწინააღმდეგება, მუსლიმანების უმრავლესობაც ძალადობას გმობს.
მუსლიმანებს ისტორიის განმავლობაში ცივილიზაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ჩვენი ყველაზე დიდი წვლილი ამაში ურთიერთპატივისცემის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დაცვის პერიოდში იყო. ისლამის შელახული იმიჯის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მუსლიმანები იქ, რომელ საზოგადოებაშიც იმყოფებიან, მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი შეიძლება გახდნენ.”
http://www.wsj.com/articles/muslims-must-combat-the-extremist-cancer-1440718377