კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უშვებს პირველ ქართულ სუნამოს და რა გახდა ანა ბასილაიას ბიზნესიდეის შთაგონების წყარო

ბასილაიებს ქართული ბიზნესის დიდ ოჯახში თვალსაჩინო და პრესტიჟული ადგილი უკავიათ.  ბიზნესმენ თამაზ ბასილაიას ბიზნესპროექტებზე ჩვენ უკვე ვწერდით. ამჯერად თავს ამ წარმატებულ ბიზნესმენსა და ქველმოქმედზე საუბრით აღარ შეგაწყენთ და მისი ქალიშვილის, იურისპრუდენციის პირველი კურსის სტუდენტის, ანა ბასილაიას ახალი იდეის შესახებ მოგითხრობთ. ანა სულ ახლახან გახდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი და როგორც ადრეც მოგახსენეთ, სერიოზული გეგმები აქვს.

  ანა ბასილაია: სამართალმცოდნეობაზე არჩევანი შეგნებულ ასაკში გავაკეთე  და განსაზღვრული მაქვს, იურისტი  გავხდე – თანაც სისხლის სამართლის სპეციალობით.
– ადვოკატურაში ცდი ბედს?
– არა, პროკურორობაა უფრო ჩემი სტილი (იცინის). მამა დიდხანს ცდილობდა, გადამეფიქრებინა, მაგრამ მყარი გადაწყვეტილება მივიღე. ამჟამად  ინტენსიურად ვმეცადინეობ. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ვაპირებ უცხოეთში გავაგრძელო სწავლა. კვალიფიკაცია ავიმაღლო და შემდეგ პროფესიონალი ჩემს ქვეყანას დავუბრუნდე. ზოგადად, ჩემი პრინციპია, რომ ადამიანის განათლება მისსავე სამშობლოს უნდა მოხმარდეს. ასე ვაპირებ მეც.
– პარალელურად, ბიზნესშიც ჩაერთვებით?
–  მამაჩემის წყალობით, ასეთ გარემოში ბავშვობიდანვე მიწევდა ყოფნა. ძალიან ორგანულია ჩემთვის ეს ყველაფერი. ამიტომაც არ ვიცი, როგორ და რა წილად, მაგრამ იურისტობასა და ბიზნესს აუცილებლად შევუთავსებ ერთმანეთს.
– შევიტყეთ, რომ ახალი ბიზნესიდეა გაქვს, რომელზეც მუშაობა უკვე დაიწყე და დამოუკიდებლად აპირებ მართვას.
– კი, სწორი ინფორმაცია გაქვთ. მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ქართველებს ბევრი გვაქვს, თუმცა ქართული სუნამო ბაზარზე არ არის. მე მინდა, რომ სუნამოს მწარმოებელი საწარმო გავაკეთო. ეს იქნება ქართული სუნამო, რომელსაც თბილისის საწარმოში ჩამოვასხამთ. თავდაპირველად, გეგმაში გვაქვს, უფრო საყოველთაოდ მისაღებ არომატსა და სურნელზე დავიწყოთ მუშაობა. ჩემთვის, ასეთ შემთხვევაში, მისაბაძია  და ერთგვარი შთაგონების წყარო გახდა „ნარცისო როდრიგესის” ხაზი, რომელიც თითქმის ყველა ტიპის მომხმარებლებზეა გათვლილი. ასევე, მისი სუნამო გამორჩეულია აკადემიურობითაც და  ე.წ. „ქეჟუალი” სტილითაც. მეც ასე ვაპირებ, რომ გამოვუშვა პირველი ქართული სუნამო, რომელსაც ქალბატონები და მამაკაცები როგორც ჯინსებსა და ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილნი  მიიპკურებენ, ასევე წავლენ საღამოს წვეულებებზე. „ნარცისომ” მოძებნა სუნამოში ,,ოქროს შუალედი” და მე მინდა, ეს კვეთა იყოს ქართულ სუნამოშიც.  
–  ანუ, მამაკაცის ხაზზეც იმუშავებთ?
–  რა თქმა უნდა, მამაკაცისთვისაც შევქმნით. ასევე, გვექნება   ეგრეთ წოდებული „უნი სექსი,” ანუ სუნამო, რომლის ხმარება შეუძლიათ, როგორც ქალბატონებს, ასევე – მამაკაცებს. თავდაპირველად, დიდი ასორტიმენტით ვერ გავანებივრებთ ქართულ საზოგადოებას, თუმცა განვითარების პროცესში, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება მიეცემა მომხმარებელს. მთავარია, რომ უკვე ვმუშაობ და ძალიან მალე, საქართველოს მოსახლეობას შევთავაზებ ქართულ სუნამოს. იმედია, მას ძალიან კრიტიკულად არ შეხვდებიან.
– სახელი ხომ არ მოგიფიქრებიათ?
– კი, მაგრამ, მოდი, სიურპრიზად დავტოვოთ და პრეზენტაციას რომ  გააშუქებს „თბილისელები”, იქ გაგიმხელთ. ვფიქრობ, თავისთავად,  სუნამოს მწარმოებელი ქარხნის  ამუშავება, პატარა საქმე არ გახლავთ და ამაში როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხარდაჭერაც დამჭირდება.

скачать dle 11.3