იცხოვრეთ ტკბილად „ტკბილ ქვეყანასთან“ ერთად – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქციას
„ტკბილმა ქვეყანამ“ დიდი ხანია, მომხმარებლისგან დამსახურებულად მოიპოვა სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის სახელი. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ წარმოებული გამოკითხვებიც, რომლის თანახმადაც, „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქტი მკითხველებმა ყველაზე ხარისხიან და რჩეულ საკონდიტრო ნაწარმად დაასახელეს. სწორედ მათი შეხედულებების გაზიარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინების შედეგია, რომ კომპანიის ავტორიტეტი ურყევი და საიმედოა.
შპს „ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. საწარმომ უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. მისი წარმატება განაპირობა არა მარტო მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც, რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) განახორციელა. ფაბრიკა დღეისთვის მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა, მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. საკონდიტრო პროდუქციის წარმოების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტექნოლოგიური მხარეა. ამიტომაც „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქციის ხარისხი, ინტენსიურად მოწმდება უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში. ამ პროცესის საიმედოობას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური პერსონალი. კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული და მოიცავს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელსაც.
ლია ზარიძე, კომპანიის გენერალური დირექტორი – ახალგაზრდა წარმატებული ქალბატონი და საწარმოს ხელმძღვანელი. მისი სამუშაო დღე იწყება წარმოებაში სამუშაო პროცესის სრული კონტროლითა და ტექნოლოგიური ციკლის კიდევ ერთხელ დაგეგმარებით.
– ქალბატონო ლია, როგორ მოიპოვა კომპანიამ – „ტკბილი ქვეყანა“ – მომხმარებლის ნდობა?
– კომპანია ბაზარზე უკვე 10 წელი ოპერირებს და დღემდე არ შეგვიცვლია უმთავრესი მიდგომა – ჩვენი პროდუქციის გამორჩეული ხარისხიანობა. ვფიქრობ, მომხმარებელი უკვე ათეული წელია, ამჩნევს ამას და სათანადოდ გვიფასებს ჩვენს ზრუნვასა და კეთილსინდისიერ მიდგომას. „ტკბილი ქვეყნის“ ყველა წარმოებული პროდუქტი ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია. ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს ნოვაციების დანერგვაზე, ახალი, გემრიელი პროდუქტის გამოშვებაზე. მუდმივად ვამდიდრებთ ასორტიმენტს და წარმოება მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმის დამზადებაზე.
მოგეხსენებათ სულ ახლახან მიიღეს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის თანახმადაც, პროდუქტის ეტიკეტზე დატანებული უნდა იყოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ნედლეულის ნიშანი. ჩემთვის, როგორც „ტკბილი ქვეყნის“ დირექტორისთვის, ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი ნაწარმი ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა პროდუქტია და არავითარი გენეტიკურად მოდიფიცირებული ნედლეული მასში არ არის. ეს აუცილებელი ფაქტორია. მე უნდა ვიცოდე, რას მიირთმევენ ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაწვდით საზოგადოებას. ეს დიდი პასუხისმგებლობა საწარმოში ყველას აქვს გათავისებული. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინგრედიენტების ხარისხიანობას. მაგალითისთვის, შვრიის ნამცხვრის დასამზადებელი ფქვილი გერმანიიდან შემოგვაქვს და ამიტომაც არის ის განსაკუთრებულად გემრიელი და გამორჩეული.
– რომელი პროდუქტით დაიწყეთ ბაზარზე ფუნქციონირება და როგორ გაიზარდა წარმოება დღეისთვის?
– დავიწყეთ ერთი სახეობის პროდუქტით და დღეს 120-მდე სახეობის წარმატებით რეალიზებული ასორტიმენტი გვაქვს. კომპანია გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ნაწარმით: შაქროვანი, ნაზავი, ფენოვანი, ბისკვიტოვანი ცომისგან დამზადებული სხვადასხვა ნამცხვარი, ასევე, ვაფლი, თაფლაკვერი, მარმელადი, ზეფირი და შოკოლადის კანფეტები. ამას ემატება ინდივიდუალური კორპორატიული შეკვეთებიც.
– ძალიან ფართო ასორტიმენტი გაქვთ, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რომელია?
– „ტკბილი ქვეყანა” ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის წარმოებაზე, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენი სააღდგომო პასკა.
პირველებმა გავიტანეთ ბაზარზე შეფუთული ნამცხვრები, ორცხობილები და ასე შემდეგ. საერთოდ, შეფუთული პროდუქტის სტანდარტი ბაზარზე პირველად სწორედ ჩვენ დავამკვიდრეთ. კომპანია ორიენტირებულია სეგმენტურად ყველა ტიპის მომხმარებელზე და ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს.
„ტკბილი ქვეყანა“ ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ტკბილი პროდუქციის შეძენა ყველამ შეძლოს! ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ჩვენი პროდუქტი, მისი საყვარელი საკონდიტრო ნაწარმი ხდება.