კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი გაუკეთა ქეთა თოფურიას დაბადების დღეზე მეუღლემ და ვინ მოახერხა მისი „ახალ ხმაში” მწვრთნელის რანგში დათანხმება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი რესპონდენტი 9 სექტემბერს 29 წლის გახდა და, ამავე დროს, ამ დღეს ქორწინების 2 წელიც შეუსრულდა. 29-ე დაბადების დღეს მომღერალი სიახლით შეხვდა – მის გვერდით უკვე პატარა ოლივიაა. მიუხედავად ამისა, ქეთა უკვე აქტიურ მუშაობას შეუდგა და „ა სტუდიოსთან” ერთად ახალ რეპერტუარზეც მუშაობს. მალე მას ახალ ამპლუაშიც მოუწევს ყოფნა – ოქტომბერში „იმედის” არხზე ის „ახალი ხმის” ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება.
– რამდენიმე დღის წინ 29 წლის გახდი. როგორ აღნიშნე ეს დღე?
– რატომღაც, არანაირად არ მინდოდა წელს დაბადების დღის აღნიშვნა, ლიოვას კი უნდოდა. მეუბნებოდა, აღვნიშნოთ შენი დაბადების დღე, რომელიც ბავშვის პრეზენტაციასავით გამოვა – შევკრიბოთ ჩვენი ახლობლები და ყველას ერთად ვაჩვენოთ ოლივიაო. მოსკოვში რომ დავბრუნდი, მუშაობა მალევე დავიწყე. 9-ში თავისუფალი დღე მქონდა, ამიტომ, მერჩივნა, დამესვენა და ხალხმრავლობისთვის თავი ამერიდებინა. მინდოდა სახლში, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი. ჩემმა მეუღლემ კი საოცარი სიურპრიზი გამიკეთა.
– მეუღლემ მართლაც ძალიან მაგარი საჩუქარი გაგიკეთა. იცოდა, ეს მანქანა რომ მოგწონდა თუ საკუთარი გემოვნებით შეარჩია?
– რომ მომწონდა, იცოდა. ამერიკაში რომ ვიყავით, ნელ-ნელა შემაპარა – არკვევდა, რომელი მანქანა მომწონდა. პრინციპში, ყოველთვის ვხვდები ხოლმე მის ჩანაფიქრს, მაგრამ, ამჯერად ისე ებრაულად შემიყვანა, მართლა ვერ მივხვდი.
– შენი რეაქცია როგორი იყო?
– მშვენიერი რეაქცია მქონდა. მართლა ძალიან გამიხარდა, რადგან, არ მოველოდი. გაიხედე იქითო, მითხრა. გავიხედე და პირველი რეაქცია იყო: ვაა, ყოჩაღ, ქმარო-მეთქი.
– 9 სექტემბერს ქორწინების 2 წელიც შეგისრულდათ.
– პრინციპში, მე და ლიოვა უკვე ექვსწელიწად-ნახევარია, ერთად ვართ, მაგრამ ოფიციალური ქორწინებიდან 2 წელი შეგვისრულდა.
– ოლივიაზე რას გვეტყვი, როგორი გოგოა?
– ოლივია ძალიან წყნარი, მშვიდი, ჭკვიანი და, არანაირად რომ არ გაწუხებს, ისეთი ბავშვია. გამიმართლა.
– ვის ჰგავს?
– მე თუ მკითხავ, მამამისის ასლია, მაგრამ, ყველა მეუბნება, რომ შენ გგავსო.
– გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი საქმე გაქვს, ოლივიას გაზრდას მარტო ნამდვილად ვერ შეძლებ. ვინ გეხმარება?
– რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. დედა და ძიძა მეხმარებიან.
– ნატა როგორი ბებიაა?
– ამბობს, არ მეგონა, ჩემს შვილზე მეტად ვინმე თუ შემიყვარდებოდაო.
– ორსულობის შემდეგ ფორმაში სწრაფად ჩადექი. პრინციპში, წონაში დიდად არც იყავი მომატებული.
– მეც ასე მეგონა, რომ ძალიან არ ვიყავი გასუქებული, მაგრამ, სასწორზე რომ დავდექი, აღმოჩნდა რომ 18 კილო მოვიმატე. რომ გითხრა, ძალიან მეტყობოდა-მეთქი, არა. არც განსაკუთრებული დიეტა დამიცავს მშობიარობის შემდეგ, თითქოს თავისით დავიკელი. ბოლოს, ზედმეტი წონა რომ მომეშორებინა, სწორად კვება დავიწყე. ამ ეტაპზე 3 კილო მაქვს ზედმეტი, რომელიც, მინდა, რომ დავიკლო, მაგრამ დიეტაზე არ ვარ.
– ოლივიას დაბადებას როგორ შეხვდა ლიოვას უფროსი ქალიშვილი?
– ძალიან ელოდებოდა დაიკოს დაბადებას. სახელებს ვარჩევდით და ძალიან ჩართული იყო ამ პროცესში. ამბობს, ერთი სული მაქვს, ცოტა როდის გაიზრდება, რაღაცეები რომ ვასწავლოო.
– ფოტოებზე, რომლებსაც „ინსტაგრამზე” აქვეყნებ, ოლივიას არსად არ უჩანს სახე. როდის გეგმავ საზოგადოებას წარუდგინო?
– ვფიქრობ, ჯერ ამისთვის ძალიან პატარაა და ამ ეტაპზე არ მინდა. ცოტა რომ წამოიზრდება, მერე აუცილებლად ვანახვებ საზოგადოებას.  
– ფოტოებზე გამახსენდა: როგორც ვიცი „ფეისბუქით” არ სარგებლობ, თუმცა, შენი სახელითა და გვარით უამრავი გვერდია გახსნილი და შენი ფოტოებიც ძალიან სწრაფად იდება.
– „ფეისბუქის” გვერდი ადრე მქონდა, მაგრამ იმით დიდი ხანია, აღარ ვსარგებლობ. ფოტოებს რაც შეეხება, ალბათ, „ინსტაგრამიდან” იღებენ და იმას დებენ. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვათავსებ ამ ფოტოებს „ფეისბუქის” გვერდზე. ერთადერთი, რისი მომხმარებელიც ვარ, „ინსტაგრამია.”
– ქართული „ახალი ხმის” ერთ-ერთი მწვრთნელი იქნები. შენს სამსახურთან ერთად ამ ყველაფერს როგორ მოახერხებ?
– გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ხნით ჩამოვალ ხოლმე, გადაღებებიც ისე დავგეგმეთ, რომ ყველასთვის კომფორტული იყოს. ჩამოვფრინდები – გავფრინდები, ბავშვს დიდი ხნით ვერ ვტოვებ. ორსულობის შემდეგ გამიჩნდა „ჩუვსტვო ტრევოგი” – სახლიდან რომ გავდივარ, სულ იმას ვფიქრობ, უკან როდის დავბრუნდები.
– რა პრინციპით შეაფასებ „ახალი ხმის” მონაწილეებს?
– ჩემთვის მთავარია, ჰქონდეს ლამაზი ხმის ტემბრი და სიმღერის გემოვნება.
– ადვილად მოახერხეს შენი ამ პროექტით დაინტერესება?
– მოლაპარაკება და შემოთავაზება დიდხანს მიდიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მე აქ (მოსკოვში) მაქვს ძალიან ბევრი საქმე, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. „იმედის” გადაცემებიდან რამდენი შემოთავაზებაც მქონია, ვერასდროს შევძელი დათანხმება, ამ შემთხვევაში კი, ალბათ, იმდენად მობილიზებული ჯგუფი მუშაობს „ახალ ხმაზე,” მოახერხეს და „შემაბეს”.
– ვინ მოახერხა შენი დათანხმება?
– მოლაპარაკებები ნატო დუმბაძის საშუალებით ხდებოდა – ნატო მირეკავდა და ის მეკონტაქტებოდა, რადგან, პრინციპში, ჩემი წარმომადგენელი საქართველოში ის არის. ნატომ ზუსტად იცის, რა მინდა, რა მიყვარს, რა არის სწორი და რა არა. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ „იმედისგანაც” ზუსტად გაწერილი შემოთავაზება მივიღე.
– ნატო დუმბაძე საკმაოდ ფეხბედნიერია შენთვის.
– რა თქმა უნდა. ნატო რომ არა, დღეს მოსკოვში არ ვიქნებოდი.

скачать dle 11.3