კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყრის მიზეზი



რის გამო შორდებიან ადამიანები ერთმანეთს?! ძირითადი მიზეზებია: ღალატი, ეგოიზმი და მატერიალური სიდუხჭირე... თუმცა, ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
მხოლოდ წყვილების 11 პროცენტია დარწმუნებული, რომ ქორწინება ყველა საშუალებით უნდა შეინარჩუნო, რადგან მიაჩნიათ, განქორწინების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესი არ გახდება. არ შეიცვლება პოზიტივისკენ და პირიქით, გაუარესდება კიდეც.
მაინც ყველაზე აქტიურია და განქორწინების მიზეზებს შორის ლიდერობს, თანაც 24 პროცენტით – ღალატი. ეს ის არის, რასაც ადამიანები ვერ ეგუებიან და ვერ ერევიან.
21 პროცენტი მოდის სიღარიბეზე. უფულობა ცუდ სამსახურს უწევს სიყვარულს. უფულობა ისედაც ძალიან ცუდია, მით უფრო მაშინ, როცა შენზეა პასუხისმგებლობა.
19 პროცენტი წყვილებისა ერთმანეთს შორდება პრინციპების გამო, როცა არცერთი არ თმობს, არ მიდის კომპრომისზე. სიყვარული ის ჰგონიათ, რომ აუცილებლად მისი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და ურთიერთობა ეწირება ჩვეულებრივ ეგოიზმს.
ნუ დაგავიწყდებათ ალკოჰოლი, ნარკოტიკი და „მისი უდიდებულესობა“ ყოფითი პრობლემები. სხვათა შორის, ეჭვიანობა ყველაზე ნაკლებად ხდება განქორწინების მიზეზი. გაგიკვირდებათ და ქალებს მოსწონთ ოტელოსავით ეჭვიანი ქმრები.
წარსულის
ანალიზი...

თუ ერთხელ არ გაგიმართლათ და ვერ შეხვდით ადამიანს, რომელიც ღირსეულ პარტნიორობას გაგიწევდათ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ. საკუთარ თავს ნუ გადაუწყვეტთ, რომ ცხოვრება დასრულდა. მთავარია, დაიხსომოთ და კარგად გააცნობიეროთ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი რამ – როცა მეორედ ქმნიან ოჯახს, ყოველვის აქვთ იმედი, რომ ის პირველ ქორწინებაზე უკეთესი იქნება. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ ერთი, მთავარი პირობა: თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარს ქალი და უნდა მასთან ოჯახი შექმნას, ის მას ისეთს მიიღებს, როგორიც არის სინამდვილეში. სულერთია, შვილიც რომ ჰყავდეს, ის თავის გადაწყვეტილებას არ შეიცვლის. წარსული აქვს ყველას და მისგან ვერავინ გაიქცევა. მუდმივად ნერვიულობა წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ნერვებისა და დროის ფუჭი ხარჯვაა.
სხვათა შორის, წარსული სერიოზული რესურსია, რომელიც თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ანუ, ძველი შეცდომების გაანალიზებით, რომელიც შესაძლოა, მაშინ ურთიერთობაში დაუშვით, უნდა ააშენოთ ახალი ურთიერთობა, უფრო მყარი და სტაბილური.
მთავარია, ამისთვის იყოთ მზად, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა... მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც რეალურად ხართ.
ყურადღება არ მიაქციოთ საზოგადოების აზრს, მითქმა-მოთქმას, სხვის ნეგატიურ შეფასებას.
წარსულს რაც შეეხება – გააანალიზეთ ის და არ მისცეთ საშუალება, თქვენს ახლანდელ ცხოვრებაში შემოიჭრას.

საიდუმლო შიფრი

არსებობენ ქალები, რომლებსაც მამაკაცის მოხიბვლა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ. მათ ამისთვის არც მომხიბლავი გარეგნობა სჭირდებათ, არც ჯადოსნური სიტყვები. არსებობს საიდუმლო შიფრი: ანუ, სიარულის, ჯდომისა და გამოხედვის მანერა, რომლებიც მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს.
მაგალითად, როცა ქალს უნდა მისთვის საინტერესო მამაკაცის ყურადღების მიპყრობა, უნდა დაჯდეს ისე, რომ ერთი ფეხი შეკეცილი ჰქონდეს, მუხლი კი ამ მამაკაცისკენ მიმართოს. გარდა ამისა, ჯდომის ეს პოზა ქალის თეძოებს უფრო მომხიბვლელად და მიმზიდველად წარმოაჩენს.
თუ მამაკაცი გიყურებთ, ხელში კი სანთებელას ან მანქანის გასაღებს ათამაშებს, ფაქტია, ის დაინტერესებულია თქვენით. პასუხად გაიღიმეთ და დაიწყეთ ბეჭდით ან საყურით თამაში. ეს ჭრის. მამაკაცს სითამამე ემატება და ბედავს გადმოდგას პირველი ნაბიჯი. თქვენ მისთვის უკვე სასურველი ქალი ხართ.
მოდუნდით... ხერხემალში ოდნავ მოიხარეთ და ნუ გაიჭიმებით, როცა თქვენთვის სასურველ და საინტერესო მამაკაცს ესაუბრებით. ეს მისთვის სიგნალი იქნება და გააქტიურდება. მხოლოდ მამაკაცთა იშვიათ გამონაკლისს ჰყოფნის სითამამე პირდაპირ გადავიდეს იერიშზე, როცა ქალი მოეწონება. მათი უმრავლესობა ელოდება სიგნალს ქალის მხრიდან. მეტისმეტად საქმიანი ქალის იმიჯის შექმნაც არ არის საჭირო, თორემ კაცს საერთოდ დააბნევთ და დააფრთხობთ.

თავზე ძვირფასი...

თუ გულს ადვილად გტკენენ... თუ უმნიშვნელო წვრილმანზეც კი მზად ხართ, მთელი ხმით აბღავლდეთ, დროა დაფიქრდეთ და სანამ მთელ სამყაროს დაადანაშაულებდეთ თქვენ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ, რატომ ხდება ასე. კაცებს ყველაზე ნაკლებად წუწუნა, მოჯაჯღანე, მუდმივად გაღიზიანებული და გაუცინარი ქალები მოსწონთ.
თქვენ ან არ შეგიძლიათ თქვათ „არა“; ან ახლობელი ადამიანებისგან ითხოვთ ან ელით იმას, რაც მათ არა აქვთ და მხოლოდ თქვენს ფანტაზიებშია.
რა გვაგდებს აპათიაში და გვაკარგვინებს წონასწორობას? პრობლემები? არა! მხოლოდ და მხოლოდ მათზე რეაქცია. ზოგჯერ ეს რეაქცია საკუთარ თავზე ძვირფასი ხდება და საღად აზროვნების უნარს გვიკარგავს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ვიღაცამ თქვენი მისამართით სისულელე წამოისროლა და ძალიან მალე დაავიწყდა... სამაგიეროდ, თქვენ იმდენი მოახერხეთ, რომ აჰყევით მას... გულთან ძალიან ახლოს მიიტანეთ და რამდენიმე დღე გუნებამოშხამული, ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ისე არ გიყვართ, როგორც უნდა გიყვარდეთ. როგორ შეიძლება, გარეშე პირის, თუნდაც მეგობრის, ან საყვარელი მამაკაცის დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები საკუთარ თავზე ძვირფასი იყოს.
დაფიქრდით, ღირს ნერვიულობად, ჩხუბად და ტირილად? რა თქმა უნდა, არა. ვითომ არ გაგიგონიათ და პრობლემაც აღარ იარსებებს. იმაზე ფიქრი – რატომ თქვა ეს ასე, რისთვის თქვა... რა გათვალა, რა ვერ გათვალა... როგორ გადავუხადო სამაგიერო... – საკმაოდ დიდი ხნით გამოგიყვანთ წყობიდან და ძვირფას დროს, რომელიც შეიძლებოდა, საკუთარ თავზე დაგეხარჯათ, ფუჭად დაგაკარგვინებთ.

скачать dle 11.3