კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე სმუზის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მწვანილის, ხილისა და ბოსტნეულის სმუზი – შესანიშნავი მეთოდია, ცოცხალი სახით მივიღოთ ვიტამინები და, ასევე, უნიკალური კომპონენტი – ქლოროფილი, რომელსაც მხოლოდ მწვანილი შეიცავს. ეს ყველაფერი თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ, მაინც, დღის განმავლობაში სულ რამდენიმე ღერ ცოცხალ მწვანილს მივირთმევთ და გვგონია, რომ ორგანიზმი საკმარისად მოვამარაგეთ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
ბევრი დიეტოლოგი უპირატესობას ანიჭებს ახალგამოწურულ წვენებს, რადგან წვენი ნაკლებად კონცენტრირებულია და შეიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის აუცილებელ უჯრედისს. მაგრამ, ცნობილი დიეტოლოგების უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ხილისა და მწვანილის კოქტეილი (ერთად დაბლენდერებული რომელიმე ხილი და მწვანილი) უნდა მივირთვათ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.
გაცილებით მეტ ქლოროფილს მიიღებს ორგანიზმი, თუ რეგულარულად დალევთ მწვანე სმუზის (დღეში 1 ჩაის ჭიქა სავსებით საკმარისია). თუ გსურთ, ასეთი სასმელი მიირთვათ, დღის მეორე ნახევარში არ დაუმატოთ მას ხილი, რადგან ის დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ხილიანი მწვანე სმუზი რეკომენდებული არაა დიაბეტით დაავადებულთათვის. უმი ხილისა და ბოსტნეულის სმუზის რეგულარული მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი მწვავე დაავადება: გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი; ასევე, ეკრძალებათ ფეხმძიმე ქალებსა და მეძუძურ დედებს. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათაც, ვისაც აწუხებს თირკმელების ქრონიკული დაავადება. მათ, ვინც მანამდე ძალიან იშვიათად მიირთმევდნენ უმ ბოსტნეულსა და მწვანილს, მწვანე სმუზის პირველი, რამდენიმე ჭიქის შემდეგ, შესაძლოა, დიარეის სიმპტომები იგრძნონ. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, დეტოქს-კურსის დაწყებამდე, შეაჩვიოთ ორგანიზმი მწვანილს. საერთოდ კი, ნებისმიერი პროდუქტი სასარგებლოა მხოლოდ ზომიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაში. ნუ ჩათვლით მწვანე კოქტეილს ყველა დაავადების პანაცეად. დაიწყეთ მცირე ულუფებით და ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, შეწყვიტეთ სმა. ხშირად ცვალეთ  და ერთმანეთში შეურიეთ სხვადასხვა ფოთლოვანი ბოსტნეული, რომ ჭარბი რაოდენობით არ მიიღოთ რომელიმე მათგანი. მაგალითად, ისპანახი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, მისმა ჭარბად მიღებამ, შესაძლოა, თირკმელებში კენჭების გაჩენა გამოიწვიოს. არავითარ შემთხვევაში, არ ჩაანაცვლოთ ძირითადი საკვები მწვანე სმუზით. მიირთვათ ის დღეში ერთხელ, როგორც საკვები დანამატი. თუ გადაწყვიტეთ, რომ მოიწყოთ მწვანილის განტვირთვის დღე, გააკეთეთ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზმი უკვე შეჩვეული იქნება უმი მწვანილისა და ბოსტნეულის მიღებას, თანაც, მხოლოდ კვირაში ერთხელ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი დეტოქს-პროგრამა თავისთავად გულისხმობს რაციონიდან ცომეულის, ტკბილეულის, შემწვარ-მოხრაკულისა და ცხიმიანი საკვების ამოღებას და, რა თქმა უნდა, მეტ მოძრაობას, წყლის პროცედურებსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.

скачать dle 11.3