კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა მილიციის ავტოინსპექტორი მამაკაცი ფეხმძიმედ

შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ტესტირებას გავდიოდით ნარკომანობაზე. შარდს ვაბარებდით. პასუხს ნახევარ საათში გვეუბნებოდნენ. ვისაც დადებით შედეგს აღმოუჩენდნენ, იქვე აწერინებდნენ განცხადებას და სამსახურიდან უშვებდნენ. ნარკოლოგთა სპეციალური მობილური ჯგუფი განყოფილებებში გვაკითხავდა. ამ შემოწმების თაობაზე კი წინასწარ გვაფრთხილებდნენ ხოლმე და ნარკომანი თანამშრომლები მომზადებულები ხვდებოდნენ ტესტირებას.
ერთ-ერთ განყოფილებაში ავტოინსპექტორი ვალოდია ძუგაევი მუშაობდა. მორფინისტი იყო, მაგრამ, ალბათ, სოლიდური წილი მიჰქონდა უფროსობასთან და ამიტომ, არ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ერთხელ უფროსმა შეგვკრიბა და გამოგვიცხადა: ხვალ ნარკოშემოწმება იქნება და იცოდეთო.
ვალოდიას ფერი წაუვიდა, რადგან ორგანიზმის გასაწმენდად დრო არ რჩებოდა.
დადგა მეორე დღე და ნარკოლოგები მოვიდნენ. იქვე ვშარდავდით და ქილებს ექიმებს ვაძლევდით, რომლებიც შემდეგ ანალიზს აკეთებდნენ. მოშარდა ვალოდიამაც და არხეინად ჩააბარა ქილა ექიმს.
ერთი საათის შემდეგ ექიმი-ლაბორანტი მოვიდა და შედეგების კითხვას შეუდგა.  ვალოდიას სახელი და გვარი რომ ამოიკითხა, თქვა:
– ძუგაევი ვალოდია, ფეხმძიმედაა... – შემდეგ გაეცინა დაამატა, – ამ ქალბატონს, ალბათ, თავისი სახელი შეეშალა...
რომელ შეშლაზე იყო საუბარი, ვალოდიამ, უბრალოდ, სახლიდან ქილით მოტანილი, თავისი მეუღლის შარდი შეუცურა ნარკოლოგებს და ვალოდიას მეუღლე კი ფეხმძიმედ აღმოჩნდა.
გივი სოხაძის მიხედვით, მოამზადა

скачать dle 11.3