კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორის ბედიას ანეკდოტები

გურულს ოთხი ტყუპი შეეძინა. გამოვიდა ცოლი სამშობიაროდან და ოთხივე ხელში უჭირავს. მიუახლოვდა ქმარს.
ქმარი:
– რაია, ქალო, აი ბაღნები ამოსარჩევად მეიყვანე?
***
სვანმა ქუჩაში ყავარჯნებით მიმავალი კაცი დაინახა. შეეცოდა, მიუახლოვდა და ჰკითხა:
–  გიჭირს, ძმაო, სიარული?
–  კი, ძალიან.
–  მომეცი მაგ ჯოხები, მე წამოგიღებ!
***
გურიაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მოკვდა. მეზობლის ქალი გასვენებაში დასტირის:
–  ნენა, ნენა, შე გაჭირვებულოო... რავარც იქნა მიადევი ფეხები ერთმანეეთს...
***
გოგო ისეთი მახინჯი იყო, ფიქრებიც არ იტაცებდნენ.
***
მიხო სახლში გახეთქილი მთვრალი მივიდა. აკაკუნებს, მარო კარს არ უღებს.
მიხო:
–  გააღე კარი, ლამაზი ყვავილები მამაქ ლამაზი ქალითვინა...
მარო გააღებს კარს და ხედავს, მიხო ხელცარიელი დგას.
მარო:
–  სად არი ყვავილები?
მიხო:
–  ვა, ლამაზი ქალი სადღაა?
***
ქუთაისში დიდი სუფრაა გაშლილი და თამადა ამბობს სადღეგრძელოს:
–  დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი...
უცბათ ვიღაცამ დააცემინა. გვერდით მჯდომმა კაცმა ბეჭზე ხელი დაარტყა და უთხრა: იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო. თამადა ფეხზე წამოხტა:
–  რას ამბობ, კაცო! ისინი დაბრუნდნენ, მოვიდნენ და ამის დედაცო.
***
–  გაიგე, ბიჭო, ნიკა უნიჭო მკითხავთან რომ იყო?
–  მერე, რა უთხრა?
–  რა და, ორი წელი სექსი არ გექნებაო.
–  მერე?
–  რა მერე? ნიკამ იქვე დაუმტკიცა, რომ მკითხავი უნიჭო იყო.
***
სომეხმა ანდერძი დატოვა:
„ჩემს ცოლს, სუსანას, ვუტოვებ 100 ათას დოლარს და სახლს; ჩემს შვილს, ლოვიკას, ვუტოვებ 200 ათას დოლარს და დაჩას; ჩემს ძმას, რუბიკას, რომელმაც მთხოვა, ანდერძში უეჭველი მომიხსენიეო, ვიხსენიებ – პრივეტ, რუბიკ!”
***
გურული ციმბირშია ჯარში. დაიწყო ექვსთვიანი პოლარული ღამეები. მიიღო დედის წერილი: „რაფერ ხარ, ნენა, სა ხარ, მომწერე”... და, მისწერა:
„სა ვარ, ნენა და, შენ რომ ბაღნობაში მწყევლიდი, შენ არ დაგიღამდესო, ე, იქინე ვარ”.
***
–  კაკ, კუკ!
–  ვინ არის?
–  შენი შანსი.
–  იტყუები!
–  რატომ?
–  შანსი ორჯერ არ აკაკუნებს!
***
ვაკელი გოგო უყვება დაქალს:
–  აუუ, გოგო, დღეს ისეთი მივალაგე სახლი, კოღო შემოფრენამდე ფეხზე იხდის...

ზალიკო სულაკაურის ანეკდოტები
სვანი სახლს ყიდის. წაიყვანა კლიენტები სახლის სანახავად. იარა, იარა და ვერ მიაგნო. ბოლოს დაფიქრდა და დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა:
–  ეტყობა, ჩემმა ძმამ გაყიდა უკვე!
***
ტიპი ისეთი მახინჯი იყო, ჯოკერში „დამაც” არ მოსდიოდა.
***
სუფრასათან მჯდომი მამაკაცი ეუბნება გურულ მასპინძელს:
–  რა კარგი ბავშვები გყოლია.
–  მაგი ერთია ძამა, უბრალოდ, სწრაფად დარბის.

скачать dle 11.3