კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის მამის კუთვნილი ფერწერული ტილო და ანტიკვარული კარადა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ნოდარ კერესელიძე 1982 წელსაა დაბადებული თბილისში. საბაკალავრო უმაღლესი განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ორ ფაკულტეტზე სწავლობდა და, შესაბამისად, დაეუფლა ორ სპეციალობას – საერთაშორისო სამართალსა და საბანკო და საფინანსო საქმეს. 2005-2006 წლებში დუნაის უნივერსიტეტში მიიღო სამაგისტრო განათლება სპეციალიზაციით – ევროკავშირის სამართალი,   პოლიტიკა და ბიზნესი. 2012-2014 წლებში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გახდა საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრი. მისი სამუშაო გამოცდილება კი 2004  წლიდან იწყება, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო სტაჟიორისა, 2005-ში უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ატაშედ დაინიშნა; 2006-2007 წლებში  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს მკვლევარი იყო; ხოლო 2007-2008 წლებში – ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის მკვლევარი (ათენში); იმავე წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დირექტორიც გახლდათ. 2008-2009 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა;  2009-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსად დაინიშნა; შემდეგ (2012-წლამდე) იმავე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს; 2013 წელს მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევრად მუშაობდა, 2013-2014 წლებში – მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევრად; 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეა.
რაკი ჩინოვნიკური სტაჟი აქვს, ბ-ნი კერესელიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული სამმართველოს უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ბატონი დავითი, დედა – ქალბატონი მარინე და ძმა – ივანე. იმხანად ივანე კერესელიძის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა აბასთუმანში, დავით კერესელიძის კი – საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მ.) და აგარაკი ტაბახმელაში (მიწის ნაკვეთი 600 კვ. მ., სახლი – 80 კვ. მ.), მასვე ჰყავდა 2007 წლის ავტომანქანა „შევროლე ნივა“. ასევე, მისი საკუთრება იყო 10 000 ლარზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილო და ანტიკვარული კარადა. თუმცა ნოდარ კერესელიძეს ჰქონდა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს – 5 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში ნოდარ კერესელიძემ, როგორც მინისტრის მრჩეველმა, 12 000 ლარი აიღო, ხოლო, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, 3020 ლარი; დავით კერესელიძემ, როგორც თსუ-ის პროფესორმა, 7 200 ლარი, მარინე კერესელიძემ, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტმა, 3 600 ლარი, დავით კერესელიძემ, როგორც „ბაგრატიონი 1882-ის“   იმპორტისა და ექსპორტის მენეჯერის თანაშემწემ – 510 ლარი.
ნოდარ კერესელიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. მისი ოჯახის წევრების ოდენობა უცვლელია; უძრავი ქონების ოდენობაც და ნოდარ კერესელიძესაც კვლავ არაფერი აქვს ქონებრივ ანგარიშზე. რაც შეეხება მოძრავ ქონებას: ივანე კერესელიძის საკუთრებაა 2001 წლის „ფოლკსვაგენ პასატი“, დავით კერესელიძის – 2000 წლის „მერსედესი“, როიალი „პეტროფი“, ვაგნერის ფერწერული ტილო, მარინე კერესელიძე კი ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრის მფლობელია.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ნოდარ კერესელიძეს ჰქონდა – 5 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ნოდარ კერესელიძემ, როგორც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროგრამის ასისტენტმა, 5 000 აშშ დოლარი მიიღო; დავით კერესელიძემ, როგორც თსუ-ის პროფესორმა, 19 800 ლარი; მარინე კერესელიძემ, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტმა, 7 200 ლარი; ივანე კერესელიძემ, როგორც „ბაგრატიონი 1882-ის“ მენეჯერმა, 6 000 ლარი, ხოლო, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის პირველადი დოკუმენტაციის მართვის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, 1 800 ლარი.

скачать dle 11.3