კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვატიკანის „ულტიმატუმი“

მაღალ-მაღალი „ძეხვები“

 თუკი ჩვენთან იმაზე დავობენ, თუ ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე (თუმცა კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ამ საკითხს, მაგრამ პრეზიდენტიც ადამიანია და უნდა პირველობა), რაკი ჩვენს ჩრდილოეთით გარკვეულია, რომ პირველკაცი ვლადიმირ პუტინია, ახლა იმაზე თუ იბჭობენ, შეუშვებენ თუ არა რფ-ის პრ.-ს აშშ-ის ტერიტორიაზე.
დიდი ალბათობით, შეუშვებენ, თუმცა, აი, ის კი არ დაზუსტებულა, შეხვდება თუ არა ჩრდილოური პრ. თავის ოკეანისგაღმელ კოლეგას. როგორც აღმოჩნდა, თეთრი სახლი დუმს, მიუხედავად პრ. პუტინის პრესმდივნის განცხადებისა, რომ კრემლიც ღიაა დიალოგისთვის და პიონერივითაც მზადაა ამ შეხვედრისთვის.
მეტიც, არსებული ტრადიციით, რომის პაპი უნდა შეხვდეს იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც იმ მომენტში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა: აწ კი ეს მისია რუსეთის მხრებზეა.
მაგრამ „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ, რომის პაპის პრესმდივნის ცნობით, ეს შეხვედრა შედგება, თუ პრ. პუტინი, ჩვეულებისამებრ, არ დაიგვიანებს და პუნქტუალური იქნება.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას რუსეთის პირველკაცმა ვატიკანის პირველკაცი 70 წუთი ალოდინა.
უცნობია, აპირებს თუ არა ვლ. პუტინი პუნქტუალობის გამოჩენას რომის პაპთან, მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 27 სექტემბერს სიტყვით უნდა გამოვიდეს გაეროს მაღალ ტრიბუნაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, გასაკვირია ჩვენებურ რადიკალ მედასავლეთეთა დუმილი, ანუ რატომ არ ადანაშაულებენ გაეროსა და ვატიკანს რუსოფილობაში?! ვითომ, რადგან „პარასკევიცაა“ და ეს კონკრეტული „ძეხვებიც“ ფრიად მაღლა კიდია?! –

скачать dle 11.3