კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ბარსელონაში „მის პერუს“ ქორწილში სხვადასხვა ქვეყნის ოთხი „მისი“ და რა ცვლილებები შეიტანეს მათ ესპანურ ქორწილში

ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის წლევანდელი  ზაფხული საკმაოდ საინტერესო იყო. როგორც თავად ამბობს „მის საქართველომ“, ძალიან კარგად დაისვენა და სამშობლოში ახალი იდეებითა და ფიქრებით დაბრუნდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: ძალიან კარგად დავისვენე და, თან, ხანგრძლივად, თუმცა თავიდან ასე არ მქონდა დაგეგმილი. რომ ვაკვირდები, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება – როცა რაღაცას ვგეგმავ, არ არსებობს, გამოვიდეს. ასე რომ, წინასწარ არაფერი ვიცოდი იმის გარდა, რომ ივლისის შუა რიცხვებში დაპატიჟებული ვიყავი ბარსელონაში, „მის პერუს“ ქორწილში. 2011 წელს, როდესაც „მის მსოფლიოზე“ წავედი, იქ დავუმეგობრდი „მის პერუს“, რომელიც ძალიან კარგი, ხალისიანი გოგოა. ერთი წლის წინ მითხრა, ვთხოვდები და გოგონებს ვეპატიჟებიო. ქორწილში სულ ოთხი „მისი“ ვიყავით: მე, „მის რუსეთი“, „მის მოლდოვა“ და „მის შვედეთი“. ჩვენ გვეგონა, სხვებიც იქნებოდნენ, ამიტომ ეს ორმაგად სასიხარულო იყო. პირველად ვიყავი კათოლიკურ ქორწილში, თან – ევროპაში. ფილმში მეგონა თავი. ჯერ ტაძარში შესვლის ცერემონიალია, მუსიკა და, ამ დროს, სასულიერო პირი მუსიკის ფონზე ყვება მათ ისტორიას: როგორ გაიცნეს, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი, რა უნდა დააფასონ ერთმანეთში – მართლაც ფილმი იყო. მერე წავედით ერთ-ერთ ესპანურ სასახლეში, რომელიც ქორწილისთვის ჰქონდათ დაქირავებული. უზარმაზარი ტერიტორია იყო, ეზოში ფურშეტით. შოუ დაიწყო ესპანური ცეკვებით, მუსიკით. დაახლოებით ორი საათი ვიყავით იქ და ვერთობოდით. მეგონა, ეს იყო ქორწილი და, უცბად, გაიხსნა უზარმაზარი კარი, სადაც სუფრა იყო გაშლილი. რა თქმა უნდა, მაგიდებთან ყველას თავისი ადგილი ჰქონდა და სპეციალური ბარათი იდო შენი სახელითა და გვარით. პარალელურად, საჩუქრებსაც გვჩუქნიდნენ. გარდა ამისა, მენიუ სპეციალურად ამ დღისთვის იყო შედგენილი – პირველი, მეორე, მესამე კერძი. ისე არა, ერთმანეთზე რომ აწყვია საჭმელი. სასმელები მაგიდაზეც იდგა და, ასევე, შეგეძლო, შეგეკვეთა. ძალიან სასაცილო რამ მოხდა: გარდა იმისა, რომ მაგიდაზე დევს შენი ბარათი შენი სახელითა და გვარით, ასევე, ყველა სტუმარს აქვს თავისი ნომერი – სად უნდა დაჯდეს. ჩვენ, გოგონებს, ერთ მაგიდასთან გვინდოდა დასხდომა, მაგრამ ნომრები ისე იყო, რომ ჩვენ შორის ვიღაცეები უნდა დამსხდარიყვნენ. ჩვენ ჩუმად შევცვალეთ ნომრები და  ერთად დავსხედით. მოვიდნენ ესპანელები, ბიჭები და მიხვდნენ, რომ რაღაც არასწორად იყო, მაგრამ, რას იზამდნენ. თურმე წინასწარ დაგეგმეს სპეციალურად, რომ წყვილებად დავმსხდარიყავით.
საკმაოდ დიდი ქორწილი იყო, 300 კაცამდე. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ნეფე-პატარძლის გვერდით მაგიდასთან ისხდნენ მათი მშობლები. ყველაფერი ძალიან ლამაზად, კულტურულად იყო გაკეთებული. ისიც კი ვიფიქრე, ევროპაში ხომ არ გადავიხადო ქორწილი: ჯვარი დავიწერო საქართველოში, ხოლო ქორწილი და ხელის მოწერა გავაკეთო ევროპაში, თუნდაც ბარსელონაში-მეთქი. ძალიან ლამაზი ადგილებია, თან, სასახლეებია რომლებიც აქირავებენ და, შეგიძლია, იქ გააკეთო ყველაფერი. როდესაც რესტორანში შემოვიდა ნეფე-დედოფალი, ყველა წამოდგა, აიღეს თეთრი ხელსახოცები და  მუსიკის რიტმში დაიწყეს ცეკვა. პატარძალიც ასე შემოვიდა, თან ცეკვითა და სიცილით – ისეთი სახალისო იყო, ყველა იცინოდა და  ხალისობდა. თამადაც არ ჰყავდათ. ვიღაც იტყოდა: მოდი, დავლიოთ ამათი სადღეგრძელოო და დალევდნენ; მერე მეორე იტყოდა და ასე შემდეგ. მერე „მის მსოფლიოს“ „ფეისბუქის” გვერდზე დადეს ჩვენი ფოტოები, სადაც ეწერა, რომ „მის პერუს“ ქორწილი იყო და ჩვენ ვესწრებოდით.
– ესპანელი ბიჭები მოგეწონა?
– სად ჩვენი ქართველები და სად – ისინი. არ ვიცი, რა უნდა გადამიტრიალდეს თავში, რომ უცხოელს გავყვე ცოლად ან სხვანაირად შევხედო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ, ზედმეტად მოვლილი ბიჭებიც არ მომწონს – პლაჟზე ისეთ ტანზე იყვნენ, ისეთი მოვლილები... სიმართლე გითხრა, გოგონები არ მომეწონა, თან, ისეთი ჩაცმულები დადიოდნენ...
– პარიზშიც იყავი?
– დიახ. მე და ჩემს მეგობარს, ნინოს, ძალიან გვინდოდა პარიზში წასვლა, იქიდან კი – ნიცასა და კანში. მაგრამ, ჩემი ბარსელონის ფოტოები რომ ნახა, მთხოვა, მოდი, ბარსელონაში წავიდეთო. უარს როგორ ვეტყოდი. ჯერ მისი ხათრით წავედი და მერე მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ეს ქალაქი. პარიზშიც ვიყავით, იქაც ძალიან კარგად დავისვენეთ, ანუ, ჯერ პარიზში ვიყავით, მერე ბარსელონაში. ბარსელონაში მეგობარ გოგონასთან ერთად წახვალ, გაერთობი, მაგრამ, პარიზში დაქალთან ერთად რომ მიდიხარ, ცოტა არასწორია,  ფიქრობ: „ეჰ, სად არის, ის ხომ ახლა ჩემ გვერდით უნდა იყოს“ – და ასე შემდეგ. მაგრამ, რა ვქნათ, ჯერ ასეა და მერე კიდევ წავალ.
– პირად საუბარში მითხარი, უცხოეთში მინდა სასწავლებლად წასვლაო. უკვე იცი, როდის და სად წახვალ?
– ჯერ ლონდონზე ვფიქრობდი, მაგრამ, ჩემი მეგობარი ნინო არ გამომყვა და მარტო წასვლა არ მინდოდა. ჩემი ძმა აპირებს ამერიკაში სწავლის გაგრძელებას და ამიტომ ამერიკაზე დავიწყე ფიქრი და საბუთების მომზადება. წესით, უნდა გავიდეთ ვიზაზე მეც და ნინოც. მაგრამ, ბარსელონის მერე დავფიქრდი: იქნებ ევროპაში წავიდე? თან, ჩემებს არ უნდათ ამერიკაში ჩემი გაშვება, ამიტომ, წელავენ – მაინც შორია და ეშინიათ. თუ ჯეკო წამოვა, მაშინ ერთად ვიქნებით. მარტო არასდროს წავსულვარ, არც გამიშვებენ და არც მინდა. საკუთარი თავის იმედი კი მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ: რატომ გავწვალდე, რატომ უნდა მოვიწყინო, რატომ უნდა გადავიტანო რაღაცეები მარტომ? ცოტა ეგოისტი ვარ ამ მხრივ – მინდა კომფორტი მქონდეს და მშვიდად ვიყო.
– რამე სიახლე გაქვს სამოდელო სფეროში?
– ესპანეთში რომ ვიყავი, ბევრმა მკითხა: რატომ არ მუშაობ მოდელადო. ეტყობა, საქართველოს მკვდარმა „ფეშენ-სფერომ“ მეც მაფიქრებინა, რომ არ ვარ მოდელი, არ მინდა ამ კუთხით მუშაობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ბარსელონაში სააგენტოში მიმიყვანა, მოვეწონე და ჩაიწერეს ჩემი კონტაქტები. მანამდე არ მჯეროდა, რომ მიყვებოდა, როგორ შეგიძლია იქ იმუშაო და მოდელობით ფული იშოვო. მერე სხვა მოდელებიც გავიცანი და გავიგე ყველაფერი. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია ვიფიქრო. იმ ქალსაც ვუთხარი: მოგზაურობა, თავის მოკვლა და ასეთი რაღაცეები არ მინდა, მაგრამ, თუ ადგილზე ვიმუშავებ და რომელიმე კომპანიის სახე ვიქნები, მაშინ შეიძლება-მეთქი. ახლაც მომწერეს: დღეს არის რეკლამის ქასთინგი და ჩემი ნახვა უნდოდათ.
– პირადში გაქვს სიახლეები?
– მე რომ გავთხოვდები, ალბათ, ეს იქნება: „ბაამ!“, რადგან, თუ რაღაც მოხდება, მოხდება მალე და წინასწარ არ გამოქვეყნდება ფოტოები – არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. ვიღაც მიდის, მოდის და რა საჭიროა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ თუ უკვე გადაწყვეტილი იქნება, მერე შეიძლება.

скачать dle 11.3