„ჰერა 2011“– სამედიცინო ხარისხი, ზუსტი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა
უნიკალური ოპერაციები სიწითლისა და ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ
კლინიკა, რომელიც თბილისელი ქალბატონებისთვის გამორჩეულ და დედობის სიხარულთან ასოცირებულ სამედიცინო დაწესებულებად ითვლება. ალბათ, სწორედ ამიტომაც, „ჰერა 2011“ ჩვენი მკითხველების (მათი უმეტესობა კი ქალბატონებია), რჩეულ სამეანო კლინიკად სახელდება. მაღალკვალიფიციური, ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ზუსტი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც „ჰერა 2011“ უკვე რამდენიმე წელიწადია, ინარჩუნებს ამ სამედიცინო სეგმენტის ლიდერის სტატუსს. თუმცა ახლახან კლინიკამ პროფილი გაიფართოვა და ქირურგიული მიმართულებით უნიკალური ოპერაციების გაკეთება დაიწყო, რომელთა შორისაა კანის სიწითლის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციაც. თუ თქვენ გაქვთ ძლიერ გამოხატული სახის სიწითლე, რომელსაც ვერ აკონტროლებთ; თქვენდაუნებურად გექმნებათ არასასიამოვნო გარემო და მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, ქირურგია გახდება თქვენი მკურნალობის საბოლოო არჩევანი. მხოლოდ კლინიკა „ჰერა 2011-ში” გთავაზობენ მინიმალურად მცირეინვაზიურად და მაქსიმალურად ხარისხიანად ერითროფობიის ქირურგიულ მკურნალობას.
თამაზ კორძახია („ჰერა 2011-ის“ გენერალური დირექტორი): ჩვენი კლინიკა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში („ჰოსპიტალ დიღომი”) თითქმის ოთხი წელი იქნება, რაც ფუნქციონირებს და პირველივე დღიდან პერინატალური მედიცინის მიმართულებით გავაძლიერეთ მუშაობა. ჩვენთან შეიკრიბა პროფესიონალი ექიმების გუნდი, რომელიც კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს ქალბატონებს. ორსული ქალბატონი აღრიცხვაზე დგება ჩვენს კლინიკაში, იღებს სრულყოფილ მომსახურებას, შემდეგ ხდება მისი მომზადება სამშობიაროდ, ჩვენსავე კლინიკაში მშობიარობს და, ასევე, ხდება პოსტმშობიარობის პერიოდის გაკონტოლებაც. ჩვენ გვაქვს ახალშობილთა რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის განყობილებები. ჩვენთან დაბადებულ ბავშვს, თუ ქირურგიულ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე, ნებისმიერი სხვა გართულების შემთხვევაში, ადგილზე უტარდება ყველა სამედიცინო ჩარევა და მომსახურება. გადაყვანა ჩვილს არსად აღარ სჭირდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთი სერვისით ჩვენი პროფილის ბევრი დაწესებულება ვერ გაგვიწევს კონკურენციას. გახსნის დღიდან, 500-მდე გამოჯანმრთელებული ახალშობილია (როგორც ჩვენთან, ასევე სხვა სამშობიაროებში დაბადებული) გაწერილი ბინაზე, რომელთა შორის არიან დღენაკლულები – 950 გრამი და 1 100 გრამი წონით. ამ სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოში სამედიცინო წრეებში კარგად ცნობილი რეანიმატოლოგი, ბატონი გელა მეცხვარიშვილი. ჩვენთან ასევე ფუნქციონირებს სრულყოფილი ამბულატორიული მომსახურება 16 წლამდე ბავშვებისთვის: პედიატრიული სამსახური, ბავშვთა ვაქცინაცია, ბავშვთა ორთოპედი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი, მაღალტექნოლოგიური 24-საათიანი ლაბორატორიული მომსახურება და ასე შემდეგ. ყველა სერვისი და მომსახურება, ამ სფეროს სრული მოცულობით.
– ბატონო თამაზ, რა სახის მომსახურება შეუძლიათ მიიღონ ქალბატონებმა „ჰერას“ გინეკოლოგიურ დეპარტამენტში?
– ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალისთვის კომფორტული პირობების შექმნას და ამიტომ გინეკოლოგიური მომსახურების სრული სპექტრით ვართ წარმოდგენილი, მათ შორისაა: ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა; საშვილოსნოს ყელის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა (კოლპოსკოპია, PAP-ტესტი, კონიზაცია, ელექტროკოაგულაცია, კრიოდეტრუქცია); სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ჩვეული თვითნებითი აბორტი; მედიკამენტური აბორტი; საშვილოსნოს ფიბრომიომისა და საკვერცხის კისტის კონსერვატიული მკურნალობა; გენიტალიური ენდომეტრიოზი; გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია – ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, საკვერცხეების ენდოკრინული დარღვევების კორექცია და ასე შემდეგ. ასევე, ჩვენს დაწესებულებაში ხორციელდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, გართულებული მშობიარობის მართვას და ასე შემდეგ.
– ბატონო თამაზ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ახლახან კლინიკა „ჰერა 2011-ში“ ფუნქციონირება დაიწყო ქირურგიულმა განყოფილებამაც. კერძოდ რა ტიპის ქირურგიული მომსახურების გაწევა შეგიძლიათ?
– ეს დეპარტამენტი არ შემოიფარგლება მხოლოდ გინეკოლოგიური მიმართულებით და ჩვენთან კეთდება აბდომინალურ ქირურგიაში არსებული ყველა ტიპის ოპერაცია. მათ შორისაა: ოპერაციები ნაღვლის ბუშტზე – ქოლეცისტექტომია; ოპერაციები სანაღვლე გზებზე (მათ შორის, მექანიკური სიყვითლის დროს); ოპერაციები ღვიძლზე (მათ შორის, პარაზიტული კისტების – ექინოკოკის დროს); ოპერაციები ელენთაზე – სპლენექტომია, აპენდექტომია; ოპერაციები წვრილ და მსხვილ ნაწლავებზე (მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების დროს); ოპერაციები კუჭზე; ნებისმიერი სახის თიაქრის ოპერაცია, თიაქარპლასტიკა უმაღლესი ხარისხის სინთეზური ბადის გამოყენებით; ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდებით; ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე - თიროიდექტომია; მუცლის წინა კედლის პლასტიკა - აბდომინოპლასტიკა და ასე შემდეგ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მხოლოდ ჩვენთან კეთდება ოპერაციები ჭარბი ოფლიანობისა და ერითროფობიის (სიწითლის შიში) სამკურნალოდ – თორაკოსკოპიული მეთოდით. ეს მართლაც რომ უნიკალური ტიპის ქირურგიული სამუშაოა და გვეამაყება, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ერთ-ერთი პიონერები ვართ. ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი ოფლიანობის ან ერითროფობიის პრობლემა, ჩვენთან მიიღებს იდენტურ მომსახურებას, რასაც უცხოეთის ბევრ წარმატებულ კლინიკაში. მოგეხსენებათ, ჭარბოფლიანობა ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ის ადამიანებში ძირითადად ლოკალურად, ანუ ადგილობრივად ვლინდება – ხელის მტევნების, ფეხების გულებზე და იღლიების არეში. როდესაც ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული, მაშინ აქ ჰიპერფიბროზის დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა. ასეთ შემთხვევაში ჭარბოფლიანობა სხვა დაავადების მიერ არის გამოწვეული. რაც შეეხება ბლაშინგ სინდრომს ანუ ერითროფობიას, მისი დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია – მკურნალობის ამ ქირურგიული მეთოდით პაციენტების 95-98 პროცენტმა მიიღო იდეალური შედეგი ერითროფობიის შემთხვევაში. ამ სამსახურს უკვე მეორე წელია, წარმატებით უძღვება მედიცინის დოქტორი კობა სახეჩიძე.
– ჩვენი გამოკითხვების შედეგად, ქალბატონების დიდი ნაწილი თქვენს ექიმებსაც ასახელებს.
– ალბათ, უმჯობესი იქნება ამ საკითხზე ჩვენი კლინიკის უცვლელი ლიდერი, პროფესორი სოსო ღოღობერიძე გესაუბროთ.
პროფესორი სოსო ღოღობერიძე: დიახ, ჩვენი კლინიკის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც გახლავთ. ჩვენს სამკურნალო ცენტრში კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს. ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა. ენდოკრინოლოგები, კანისა და ვენერიული სნეულებების ექიმები, ნევროპათოლოგები, ფიზიოთერაპევტები, პლასტიკური ქირურგები, ქირურგი-ენდოსკოპისტები – აი, იმ პროფესიონალთა გუნდი, ვინც დაგეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს ექიმები დღეს ქართული მედიცინის ლიდერები არიან: ნოდარ ზალდასტანიშვილი, ირაკლი ვაჭარაძე, თამარ გელაძე, თეონა ბაღათურია და სხვები. არ მინდა დავივიწყო საშუალო მედპერსონალი – ბებიაქალები, ექთნები და ასე შემდეგ. რომელთა პროფესიონალიზმის გარეშე ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ვფიქრობ, რომ „ჰერა 2011-ს“ დღეს ქართულ სამედიცინო სფეროში მართლაც უჭირავს პროფესიონალური ნიშა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია პაციენტების კეთილდღეობასა და ეფექტურ მომსახურებაზე.
შპს „სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „ჰერა 2011”:
თბილისი, საქართველო, 0156
ლუბლიანას ქ. N 5;
ტელ.: (+995 32) 2232163
ელფოსტა: info@hera2011.ge
ვებ-გვერდი: www.hera2011.ge