კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოუწყო პაატა ბურჭულაძემ დღესასწაული და სიურპრიზები მეუღლეს და სად დაარეგისტრირა მათი ქორწინება თეა წულუკიანმა

30 აგვისტოს მსოფლიოში ცნობილმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ, მეუღლესთან, ანგელა ვასილენკოსთან 22-წლიანი თანაცხოვრება ორიგინალურ გარემოში – მტკვარზე, ბორანზე დაარეგისტრირა. ბატონმა პაატამ, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს საყვარელი ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის დღესასწაულების მოწყობა, ეს საღამოც დიდ დღესასწაულად აქცია: მან მეუღლეს, სტუმრებსა და თბილისს ერთი ლამაზი საღამო აჩუქა და ახალ ტრადიციას – ბორანზე ხელის მოწერის ცერემონიალს ჩაუყარა საფუძველი.
   ბატონმა პაატამ და მისმა მეუღლემ ჯვარი 10 წლის წინ დაიწერეს, მათი მეჯვარე კი  მსტისლავ როსტროპოვიჩი იყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ბატონ პაატას ისე უყვარს ახლობლებისთვის სიურპრიზების მოწყობა, რომ ის დიდი მონდომებით შეეცადა, მეუღლისთვის ლამაზი, დაუვიწყარი დღე ეჩუქებინა. ქალბატონი ანგელასთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ხელი ქორწინების სახლში უნდა მოეწერათ, ამიტომ მისთვის დიდი სიურპირიზი იყო მტკვარზე მოსრიალე ბორანზე აღმოჩენა. როგორც კი პატარძალმა ბორანზე შედგა ფეხი, მაშინვე გაისმა ხმებში ლამაზად გაშლილი „მუხამბაზი“, რამაც არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველა სტუმარზე საოცრად იმოქმედა. რა თქმა უნდა, სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა – ბორანზე, რომანტიკულ ვითარებაში ხელის მოწერა ანუ ოფიციალური ქორწინება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაარეგისტრირა. ეს ცერემონიალი მეტეხის კლდის ძირას გაიმართა,  ეკლესიასთან კი ახლობლები და მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ამ ულამაზეს სანახაობას. მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარზე მოსრიალე ბორანზე გამართულ საღამოს ამშვენებდნენ ტრადიციის მიხედვით ჩაცმული ყარაჩოხელები და უკრაინულ სამოსში გამოწყობილი  გოგონები, რომლებიც წყალში გზადაგზა ყრიდნენ ვარდის ფურცლებს. ვარდის ფურცლები ცვიოდა მეტეხის ხიდიდანაც. ეს იყო ქართულ-უკრაინული ელემენტებით გაფორმებული ლამაზი ცერემონიალი, უამრავი დადებითი ემოციით. განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობდა თავს პატარძალი, რადგან მისთვის თითოეული დეტალი დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო.  ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ სტუმრები, ბატონ პაატასა და ქალბატონ ანგელას მეგობრები; ასევე, იყვნენ ქართველი არტისტები, მხოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, თამრიკო გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლიზა ბაგრატიონი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიაზ დიასამიძე, გივი სიხარულიძე, რომელმაც პირდაპირ ბორანზე გაშალა ხელი. ხელის მოწერის ლამაზი ცერემონიალი მოგვიანებით ფუნიკულიორის რესტორანში გაგრძელდა, რაც საბოლოოდ კონცერტში გადაიზრდა. რა თქმა უნდა, სტუმრებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს. თავად ნეფემაც ნანი ბრეგვაძესთან და ეკა მამალაძესთან ერთად იმღერა. გარდა ამისა, ბატონი პაატა  ბედნიერი იყო იმით, რომ ერთ-ერთი რომანსის შესრულებისას მას აკომპანემენტი ქალბატონმა ნანიმ გაუწია. სტუმრებიც და მასპინძლებიც ამ ლამაზი დღით ძალიან კმაყოფილები და ბედნირები დარჩნენ – ბატონმა პაატამ მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.
 ჟურნალი „თბილისელები“ კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ პაატასა და ქალბატონ ანგელას ამ მნიშვნელოვან დღეს და კიდევ ბევრ წელიწადს ერთად ბედნიერად თანაცხოვრებას უსურვებს.
(ფოტოები ეკუთვნის ამირან ქინქლაძეს).

скачать dle 11.3