კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აირჩიოთ სწორად ცხოვრების მეგზური და საქმიანი პარტნიორები, რომ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოთ

ზოგი ადამიანი ჩვენზე დადებითად მოქმედებს, ზოგიც – უარყოფითად. ალბათ, ყველას გქონიათ მომენტი, როცა სხვას რაღაცას უხსნი და ვერ აგებინებ, ან მასთან საუბრის შემდეგ, თავს დაღლილად გრძნობ, მერე კი აანალიზებ, რომ ამ საუბარმა ფუჭად ჩაიარა. მართლაც, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანები ერთმანეთზე მართლაც სხვადასხვანაირად ზემოქმედებენ.
თუ კონკრეტულ ადამიანთან საქმიანი ურთიერთობა ვერ ააწყვეთ, გაარკვიეთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი ვარსკვლავთა რჩევები და ამ მეთოდით მიაღწევთ კომპრომისს, კეთილგანწყობას თქვენთვის სასურველ ადამიანთან.
ასევე, არ იქნება ურიგო, თუ ცხოვრების მეგზურსაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აირჩევთ, რომ შემდგომ პრობლემებსა და გაუგებრობებს თავი აარიდოთ.
ვერძებზე დადებითად მოქმედებს ქალწულებთან ხშირი კონტაქტი. ქალწულის შინაგანი ენერგია დადებით გავლენას ახდენს ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ფსიქიკაზე. ასევე, კარგია თხის რქებთან და კირჩხიბებთან ხშირი ურთიერთობაც, რადგან მათ გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ.
კუროს ნიშნით დაბადებულებზე სასიკეთოდ მოქმედებს სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან კონტაქტი. ეს ნიშანი წინაღობების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. კირჩხიბების გარემოცვაში ყოფნა ხელს შეგიწყობთ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ვერძის აურა კი, ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს დადებითად.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნიანებზე კარგად მოქმედებს მორიელის, ლომის, თევზებისა და თავისივე ნიშნის – ტყუპების გარემოცვაში ყოფნა. სასწორთან კონტაქტი კი მეტ სიმშვიდეს მოგიტანთ. სულიერად თავს კარგად და დაცულად იგრძნობთ.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა მეტი დრო უნდა გაატაროთ მშვილდოსნისა და სასწორის გარემოცვაში. ისინი პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.
ლომებისთვის ძალიან კარგია თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან კონტაქტი. ისინი დადებითად მოქმედებენ ლომის ფსიქიკასა და გრძნობებზე. ასევე, კარგია, კირჩხიბებთან მეტი დროის გატარება და გართობა.
ქალწულებისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტანია მერწყულებთან ურთიერთობა. ისინი სერიოზულ პრობლემებს აგარიდებენ და მიგითითებენ თქვენთვის სასურველ გარემოცვაზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან კონტაქტი კი, ქალწულებს ენერგიას შემატებს.
სასწორის განწყობაზე დადებითად მოქმედებს თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სიმშვიდე და მომხიბვლელობა. დახმარებისთვის კი, სასწორებმა ყოველთვის ვერძებს უნდა მიმართონ და მათ თვალდახუჭული ენდონ.
მორიელი ძალებსა და ენერგიას ადვილად აღიდგენს, თუ მეტ დროს გაატარებს ვერძის გარემოცვაში. ასევე, დადებითად მოქმედებენ მათ ნერვულ სისტემაზე თევზების, ქალწულებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები.
მშვილდოსანმა მეტი დრო უნდა გაატაროს ტყუპებთან, ლომთან კონტაქტი კი განწყობას და ენერგიას ერთიორად აუმაღლებს. კარგია, თუ მშვილდოსანი ცხოვრების მეგზურსაც ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან აირჩევს.
სასურველია, თხის რქამ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულს დაუკავშიროს ბედი. მას ყველაფერში აჰყვეს და ენდოს. თხის რქა თავს კარგად გრძნობს, ასევე, კუროსთან, რადგან, ის თხას რქებზე დელიკატურად მიუთითებს და ამით მასში გაღიზიანებას არ იწვევს.
თუ მერწყულს უნდა, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდეს, დარდი დაივიწყოს და უფრო ოპტიმისტი გახდეს, მეტი დრო უნდა გაატაროს კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. ისინი მხარშიც დაგიდგებიან და პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებიან.
თევზებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ლომის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების გარემოცვაში. ისინი დაგეხმარებიან რთული პრობლემების დაძლევაში და თქვენს განწყობაზეც კარგ გავლენას მოახდენენ. თუ ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ და გადაიღალეთ კიდეც, მაშინ, მოძებნეთ ზემოთ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულები, გაატარეთ დრო მათთან და ნერვული სისტემა ასე დაიწყნარეთ.
ასე რომ, ჯობია, სანამ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ, ან საქმიან კავშირებს გააბამთ, გაარკვიოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული და თავიდანვე მოერიდოთ პრობლემებსა და გაუგებრობას.

скачать dle 11.3