კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ორი მამაკაცის ინტიმური პარტნიორი სასტიკი მკვლელობის მიზეზი

36 წლის მალხაზ ჯ-შვილის მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებისთვის  სოფლის მოსახლეობისგან გახდა ცნობილი. ახალგაზრდა მამაკაცის  გვამი სოფლის ფერმაში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც დანაშაულის შემთხვევითმა თვითმხილველმა მათ ამის შესახებ აცნობა. 52 წლის  ვაჟა კ-ძე, ფერმის დარაჯი იყო, რომელიც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა  თვითმხილველმა, სამართალდამცველებს  ჩვენება მოგვიანებით მისცა, რადგან,  გადატანილი სტრესის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
მალხაზ ჯ-შვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნებოდა, ერთი საკონტროლო გასროლა კი თავში ჰქონდა მიყენებული.  გამოძიების მასალებით ცნობილი გახდა, რომ მალხაზ ჯ-შვილი, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.  ორი შვილის მამას სოფელში კარგი რეპუტაცია ჰქონდა. მისი ნაცნობების  განცხადებით, მას პირადი მტრები არ ჰყავდა და, შესაბამისად, ძნელი იყო იმის თქმა, რა შეიძლებოდა  გამხდარიყო მისი მოკვლის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე  მალხაზ ჯ-შვილი საკუთარი ავტომობილით იყო მისული. პირად ნივთებს შორის მას თან  ჰქონდა მობილური ტელეფონი, საფულე გარკვეული თანხით და  პირადობის დამადასტურებელი  საბუთები. მკვლელის ვინაობის შესახებ გამოძიებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაიკითხა მკვლელობის უნებლიე თვითმხილველი – ვაჟა კ-ძე.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „სამ წელზე მეტია, ამ ფერმაში ვმუშაობ. კერძო საკუთრებაა და მე დარაჯი ვარ. ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად მივდიოდი სამსახურში, რადგან, ფერმის მეპატრონემ ნაკვეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის გაყიდვა და სამსახურიდან ჩემი გაშვება გადაწყვიტა, ამიტომ, სამსახურში ყოველდღე აღარ დავდიოდი –  ერთ კვირაზე მეტი იყო, აქეთ აღარც გამომივლია. იმ დღეს საგუშაგო ჯიხურში დატოვებული ჩემი პირადი ნივთების წამოსაღებად მივედი. ფერმა სოფლიდან მოშორებით მდებარეობს,  მაგრამ, ფეხით ჩავედი. ალბათ, ათი წუთის მისული ვიქნებოდი, როცა შენობას „ბეემვეს” მარკის ავტომობილი მოუახლოვდა.  ისეთ ადგილას ვიდექი, რომ ავტომობილში მსხდომნი ვერ მხედავდნენ, მე კი დავინახე საჭესთან მჯდარი ადამიანი, რომელსაც გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა.  მძღოლი მალხაზ ჯ-შვილი იყო, თუმცა მას პირადად არ ვიცნობდი. თავიდან ვიფიქრე, ქურდები ხომ არ არიან-მეთქი, რადგან,  ფერმის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოსახლის მინიტრაქტორი ინახებოდა.  მათგან დაახლოებით 200 მეტრში ვიყავი და კარგად დავინახე, როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან, ჯერ ხმადაბლა დაიწყეს საუბარი, მერე კი ყვირილზე გადავიდნენ. რაღაც ფრაზები გავიგონე და მივხვდი, რომ ერთ-ერთი მათგანი მეორეს ქალთან ინტიმურ ურთიერთობას აბრალებდა. მამაკაცი, რომელიც მოსვლისას მანქანის საჭესთან იჯდა, თავს იმართლებდა. ალბათ, სამი-ოთხი წუთი იჩხუბეს, რომ უცებ იმ მეორემ ავტომობილის მძღოლს  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ, ალბათ, ორ მეტრში.  დაჭრილი მამაკაცი მაშინვე ძირს დავარდა. მკვლელმა პირდაპირ თავში დაუმიზნა კიდევ ერთი ტყვია.   მე ძალიან შემეშინდა და ინსტინქტურად გამოვვარდი ჩემი სამალავიდან, რაც მკვლელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ფერმის მიმდებარე ტერიტორია სულ ნარგავებით არის სავსე და იქით გავიქეცი. უცებ კიდევ გავიგონე გასროლა – ერთი, მეორე. მივხვდი, რომ თავდამსხმელი მე მომდევდა.   დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი იყო. მე იქაურობა კარგად ვიცი და ალბათ, ეს დამეხმარა, რომ მას თავი დავაღწიე, თუმცა, თითქმის ერთი საათი დამდევდა და მეძებდა. ალბათ, სამი კილომეტრი მაინც ვირბინეთ, ბოლოს რკინიგზის  ხაზთან მივედი და იქ ისეთი სამალავი ვიცოდი, სადაც ვერ მომაგნებდა. როცა მივხვდი, რომ ერთი საათი მაინც გავიდა და თავდამსხმელის ხმა აღარ მესმოდა, გამოვედი. ისეთი შეშინებული ვიყავი, სოფელში  ძლივს ავედი. ყველამ ჩემგან გაიგო, რაც მოხდა ფერმაში. ამის შემდეგ  ჩემმა მეზობლებმა პოლიცია  გამოიძახეს.”
 გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა – ის  47 წლის ნუკრი ნ-ძე აღმოჩნდა, რომლის ტელეფონის ნომერიც  გარდაცვლილის მობილურ ტელეფონზე მკვლელობამდე ორი საათით ადრე იყო დაფიქსირებული. ნუკრი ნ-ძემ პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ მალხაზ ჯ-შვილს საქმეზე მოსალაპარაკებლად დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა თვითონ ვერ შეძლო შეხვედრაზე  მისვლა.
 გამოძიების მასალების მიხედვით, ნუკრი ნ-ძე წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული და მას ციხეში 8 წელი ჰქონდა გატარებული. მკვლელობის თვითმხილველმა ვაჟა  კ-ძემ ამოიცნო  ადამიანი, რომელმაც მალხაზ ჯ-შვილი მოკლა და მას მოსკალავად მისდევდა. სამართლადამცველებმა დააკავეს ნუკრი ნ-ძე, რომელიც არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებისა და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მას მალხაზ ჯ-შვილის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, რაც სასამართლო პროცესზეც დადასტურდა მოწმეთა დაკითხვის შედეგად,  ნუკრი ნ-ძემ  მალხაზ  ჯ-შვილი  ეჭვიანობისა და შურისძიების ნიადაგზე მოკლა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მალხაზ ჯ-შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ავიწროებდა და სასიყვარულო ურთიერთობას სთავაზობდა ქალს, რომელიც წარსულში ნუკრი ნ-ძის საყვარელი იყო.  გამოძიების მასალებით, ქალსა და მამაკაცს შორის ინტიმური ურთიერთობები დაიწყო, თუმცა ორ თვეში ქალმა დახმარებისთვის ყოფილ საყვარელს მიმართა და ახალი საყვარლის თავიდან მოშორება სთხოვა. ნუკრი ნ-ძე  მას შეჰპირდა, რომ მამაკაცს სატელეფონო ზარებსა და დევნას შეაწყვეტინებდა. სწორედ ამ მიზნით, ნუკრი ნ-ძე  ორჯერ შეხვდა მალხაზ ჯ-შვილს, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ქალთან ახლა მას ჰქონდა ურთიერთობა, რასაც მისი თხოვნით არ შეწყვეტდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე  აღიარა მკვლელობა,  თვითმხილველის წინააღმდეგ განხორციელებული გასროლა და დევნა კი მისი დაშინების მიზნით ახსნა. სასამართლომ  ნუკრი ნ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3