ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: თითოეულ კაცს, ისე, როგორც თითოეულ საქმეს, გარკვეული მანძილიდან უნდა უმზირო: ზოგის გაგება მარტოოდენ ახლოდან თუ შეიძლება, ზოგის გაგება კი მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი.
სვიფტი: ადამიანის გამოცნობა შეიძლება როგორც იმ საზოგადოებით, რომელშიც ის ტრიალებს, ასევე, იმ ენითაც, რომლითაც ის მეტყველებს.
მოლიერი: ადამიანებმა, შეიძლება, ყველაზე უცოდველი საქმიანობაც კი დანაშაულად გადააქციონ. ყველაზე საქველმოქმედო ხელოვნებას სახელი გაუტეხონ და ყველაზე კეთილი საქმე ბოროტების სამსახურში ჩააყენონ.
შექსპირი: როცა ავაზაკობა თავის სანატრელს მიაღწევს, მხოლოდ მაშინღა გამოაჩენს ჭეშმარიტ სახეს.
გამსახურდია: ვინც გველს რძეს ასმევს, გესლს უათკეცებს მას.
შილერი: ნათელი გონება ზნეობრიობის გრძნობას აკეთილშობილებს; გონებამ გული უნდა აღზარდოს.
ლესინგი: გონიერი კაცი სულელის რჩევასაც მიიღებს, თუ ის გონივრულია.
ვოლტერი: კარგი წიგნის პირველად წაკითხვისას ახალი მეგობრის შეძენის გრძნობას განვიცდით, ხელახლა მისი წაკითხვა კი ძველ მეგობართან შეხვედრას ნიშნავს.
დეკურსელი: მოსმენა ზრდილობაა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი სულელს ანიჭებს, რაზეც ეს უკანასკნელი იმავეთი არ პასუხობს.
ლოკი: ადამიანების მოქმედება მათი აზრების კარგი მთარგმნელია.
კვინტილიანე: სინდისი ათასი მოწმის ტოლფასია.
სანტაიანა: სიმართლეს, ისევე, როგორც ძვირფასეულობას, გალამაზება არ სჭირდება, მაგრამ ის ისე უნდა ვიქონიოთ, რომ ხელსაყრელი განათების დროს ყოველთვის ჩანდეს.
ჰაინე: არიან ხოლმე ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩინებულად იცნობენ ფრინველს, თუ მათ უნახავთ კვერცხი, საიდანაც ეს ფრინველი გამოიჩეკა.
უაილდი: პარადოქსების გზა ჭეშმარიტებისკენ მიდის.
შამფორი: ჭკვიან ადამიანებს იმიტომ მოსდით შეცდომები, რომ ადამიანები ისეთი ბრიყვები არ ჰგონიათ, როგორებიც შემდგომში აღმოჩნდებიან ხოლმე.
კლემანსი: ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ ქალი ტყუის – ესე იგი, გამოდის, რომ ის ოდესმე მაინც ლაპარაკობს სიმართლეს.
ბეკონი: მამაკაცს თითქმის ნახევრად უყვარს ქალი, რომელიც მის საუბარს გულმოდგინედ უსმენს.