ზალიკო სულაკაურის ანეკდოტები
მარომ იყიდა ყველანაირი გამაახალგაზრდავებელი საშუალება, მივიდა სახლში და პროცედურები ჩაიტარა. გაიკეთა მაკიაჟი და ქმარს გამოეცხადა:
– აბა, მიხო, რომ არ მიცნობდე, რამდენ წელს მამცემ?
– სახითა ოცს, თმითა – თვრამეტს, აი, ტანითა კიდე – თვრამეტს.
– ჰოდა, მოდი, ახლა საძინებელში, მიხოვ, მაგ ჯადოსნური სიტყვებითვინა უნდა დაგაჯილდოო.
– მაიცა, ქალო, ბოლო სიტყვა არ მითქვამს. ეგრე უცბათ ვერ მივუმატე ყველაფერი ერთმანეთსა.
***
მიხო ექიმთან მივიდა, გაესინჯა. ექიმმა წამლები გამოუწერა, ესენი დალიეო. მიხომ ჰკითხა:
– ექიმო, კი მაგრამ, ღვინის დალევა შაიძლება ჩემთვინ? რათ არ მიკრძალავ?
– წადი, ერთი შენი დედაც...
– რათ მაგინებ, ექიმო? რას მერჩი? რა გკითხე იგეთი?
– მე არაფერს გერჩი. მართლა არ შეიძლება ღვინის დალევა, მაგრამ, მე ხომ ვიცი, მე რომც აგიკრძალო, გამოგივლიან მეგობრები, დაგპატიჟებენ დასალევად, შენ იუარებ, არა ვერ დავლევ, ექიმმა ამიკრძალაო. ისინი გეტყვიან, ერთი იმ ექიმის დედაც, მიდი, დალიეო. ხოდა, იმათი დედაც, შენი დედაც და ვინც მე შემომაგინოს კიდე, იმათიც, წინასწარ!
ნუგზარ კვაშალის ანეკდოტები
ქართულის მასწავლებელმა, მიცემით ბრუნვაში ქალიშვილობა დაკარგა.
***
სვანს შუაღამისას ურეკავენ:
– ალო, უკაცრავად ქლიბაძეების ბინაა?
– არა!
– ბოდიში, უკაცრავად ბატონო, ალბათ, ნომერი შემეშალა, მაპატიეთ რომ გაგაღვიძეთ.
– არა უშავს, ტელეფონი რეკავდა და მაინც უნდა ავმდგარიყავი.
***
ქმარი სახლში ნასვამი მივიდა, მაგრამ არ იმჩნევს. ცოლი:
– დალიე, ხო?
– არ დამილევია.
– მთვარალი ხარ?
– არ დამილევია, ხომ გითხარი.
– აბა, ნასვამი ხარ?
– ვაა, არ დამილევია-მეთქი!
– აბა, თქვი, ჰიდროელექტროსადგური.
– ჰო, დავლიე, დავლიე...
***
ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– აბა, რა გამოვა, ერთი მეტრი გველისა და ზღარბის შეჯვარებით?
მოსწავლემ დაუფიქრებლად უპასუხა:
– ერთი მეტრი მავთულხლართი მასწ!
***
სამი სვანი ბოძის გაზომვას ცდილობს. ორი ძლივძლივობით ბოძს ფეხზე დააყენებს. მესამე ზედ აძვრება და საზომს ჩამოუშვებს. გამვლელი აკვირდება, ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
– რას აკეთებთ, კაცო? ისევ ისე დადეთ და ისე გაზომეთ.
– აბა, ახლა ამას უსმინე! ჩვენ სიგრძე კი არა, სიმაღლე გვაინტერესებს...
***
სვანი სტუმრადაა კახეთში და მასპინძელ მიხოს სთხოვს:
– დასაძინებლად რომ გამიშლით ლოგინს, თავთან ორი ჭიქა დამიდეთ, ერთი წყლით სავსე და ერთიც ცარიელი.
– რათა, ჯო?
– რათა, და, დილით, რომ გამეღვიძება, წყალს მინდა, დავლევ და მინდა, არა!
***
კაცი ისეთი ზარმაცი იყო, დილით ადრე დგებოდა, უსაქმურად უფრო დიდი ხანი ვიქნებიო.
***
ბოროტი საქციელისთვის დაპატიმრებულმა მოქალაქემ, ერთი ზარის უფლება გამოიყენა. ვიღაცას დაურეკა და უთხრა, ნაშვილები ხარო.