კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაშარდა ჰიტლერმა ლენინს, შემდეგ კი ჩაისვარა

მოსკოვში რომ ვმუშაობდი, განყოფილებაში ერთი კაპიტანი მყავდა, გვარად ნესმეიანოვი (გაუცინარი). ისეთი ხეპრე და ბრიყვი იყო, რომ თავის გვარს აბსოლუტურად ამართლებდა. მცირედი დარღვევისთვის, ღვიძლ შვილსაც კი არ დაინდობდა და დაიჭერდა.
ერთხელ მე და ნესმეიანოვი მორიგეები ვიყავით. მე სამმართველოში, ის კი – ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ქალაქში პატრულირებდა. შუაღამისას სამმართველოში ჩოჩქოლი ატყდა. ჩემს კაბინეტში ცნობილი რეჟისორი იური ოზეროვი და ცნობილი მსახიობი მიხეილ ულიანოვი შემოვიდნენ. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ორივე ძალიან აღელვებული იყო. ვერაფერი გამაგებინეს და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ნესმეიანოვმა ვიღაც დააკავა და ძერჟინსკის რაიონის მილიციაში დაკითხვაზე ჰყავდა მიყვანილი. მე სასწრაფოდ დავრეკე იქ და ნესმეიანოვს ვკითხე:
– რაშია საქმე?
– ჰიტლერი დავაკავე. ლენინს მიაფსა, – მიპასუხა ხეპრე კაპიტანმა.
ვერაფერს მივხვდი და ყურმილი დავკიდე. ოზეროვისა და ულიანოვის გარეშე რაიონულ მილიციაში გავვარდი, რომ ყველაფერი ადგილზე გამერკვია. მივედი. დასაკითხ ოთახში შევედი და გავშეშდი. ოფლში გაწურული ნესმეიანოვი ფიურერის ფორმაში გამოწყობილ ჰიტლერის მსგავს არსებას, რომელიც ძალიან შეშინებული იყო, დაკითხვას უტარებდა.
– ლენინს როგორ მიაფსი, შე ფაშისტო, შენა, – ღრიალებდა კაპიტანი. აკანკალებული „ფიურერი“ კი პასუხობდა:
– ნე პონიმაი, ნე პონიმაი (არ მესმისო)...
თავიდან მეც დავიბენი. ამ დროს რეჟისორი ოზეროვი და მსახიობი ულიანოვიც მოვიდნენ და გაირკვა, რომ ჰიტლერი გერმანელი მსახიობი ფრიც დიცი იყო. ის მოსკოვში იმყოფებოდა და კინოეპოპეა „გათავისუფლებაში“ იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ოზეროვი იღებდა. შესვენების დროს გრიმიანი მსახიობი ქუჩაში გამოსულა. ლენინის ბიუსტისთვის მიუშარდავს და ამ დროს მას თავზე ნესმეიანოვიც წამოადგა და „ჰიტლერი“ დააკავა...
მსახიობი, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავათავისუფლეთ, მაგრამ ისე იყო შეშინებული, რომ კუჭი აეშალა და მოულოდნელად ფაღარათი დაემართა.
ნიკოლა შკირინის მიხედვით

скачать dle 11.3