კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი საცხოვრებელი ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთი აქვთ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და მის მეუღლეს

აწ უკვე ეკონომიკის მინისტრი (მანამდე პირველი მოადგილე 2012 წლის 30 ოქტომბრიდან) დიმიტრი ქუმსიშვილი 1974 წელსაა დაბადებული. მისი განათლება ტექნიკურია, კერძოდ: დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი (სპეციალობით: აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი), 2005-2007-წლებში კი „სერმა მენეჯმენტის სკოლაში“ გაიარა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელშიც ის ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილსა და სამ შვილს – იოსებს, ირაკლისა და ნინოს. იმხანად დიმიტრი ქუმსიშვილის საკუთრებად ირიცხებოდა: საცხოვრებელი ბინები თბილისში: ორი თამარ მეფის გამზირზე (ფართობი 24 კვ.მ და 34 კვ.მ) და ერთი შარტავას ქუჩაზე (ფართობი 189 კვ.მ); ასევე, საცხოვრებელი სახლი თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე (ფართობი 312 კვ.მ) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობი 451 კვ.მ). ნატალია თევდორაშვილის საკუთრებად კი – ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფართობი 55 კვ.მ) და ქავთარაძის ქუჩაზე (ფართობი 58 კვ. მ); ასევე, მიწის 2 ნაკვეთი წყნეთში  (ფართობი 603 და 504 კვ.მ). იოსებ ქუმსიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს კი ერთად ეკუთვნით საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ფართობი 40 კვ.მ).
დიმიტრი ქუმსიშვილს ჰყავდა 2006 წლის „მერსედესი“, მის მეუღლეს – იმავე ასაკის „ჰიუნდაი ტიუსონი“. ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილს ჰქონდა „რიკო კრედიტის“ 20 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქი; „ქართუ ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე 1 000 აშშ დოლარს ინახავდა, „თი ბი სი ბანკში“ – 20 000 აშშ დოლარს. ნატალია თევდორაშვილი კი – 40 000 აშშ დოლარსა და 4 000 ევროს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც „ქართუს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, 89 040 ლარი აიღო; როგორც „კვირის პალიტრის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა – 5 000 ლარი. აქციების რეალიზაციამ 13 095 ლარი მოუტანა, 12 000 აშშ დოლარი კი – ავტომანქანის გასხვისებამ, თუმცა ახალ ავტომობილში 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
2014 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი არის შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2010 წლიდან); ასევე, შპს „რეშენალ სოლუშენსის” პარტნიორი (2011 წლიდან), რამაც მას 2013 წლის განმავლობაში 8 700 ლარი მოუტანა და შპს „ავტოსერვისის” პარტნიორი (2003 წლიდან).
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 92 350 ლარი აიღო. მისი თამასუქის სარგებელმა 4 528 ლარი შეადგინა, ხოლო შვილის, ირაკლის სწავლის გადასახადმა – 5 200 ლარი.
სულ ბოლო დეკლარაცია დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წელს შეავსო. არ შეცვლილა არც მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა, თუმცა მის უძრავ ქონებას დაემატა კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე (ფართობი – 91 კვ. მ.).
ბოლო მონაცემებით, დიმიტრი ქუმსიშვილი ორ დეპოზიტზე 1 000 და 3 377 აშშ დოლარს ინახავს, ნატალია თევდორაშვილი – 26 604 აშშ დოლარსა და 6 842 ევროს. ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ მინისტრს ჰქონდა – 5 000 აშშ დოლარი. დიმიტრი ქუმსიშვილი ამჟამადაც სამ გპს-ში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ შემოსავალი 19 475 ლარი კვლავ ერთმა – „რეშენალ სოლუშენსმა” მოუტანა.
რაც შეეხება შემოსავლებს: დეკლარაციის ავტორმა, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, 86 775 ლარი აიღო, თამასუქის სარგებლად კი – 2 279 აშშ დოლარი; ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც შპს „მიტარბის“ კონსულტანტმა – 2 614 ლარი, დეპოზიტზე კი 2 246 აშშ დოლარი დაერიცხა. რაც შეეხება გასავლებს: შვილების – ირაკლისა და ნინოს სწავლა ოჯახს 7 500 ლარი დაუჯდა; ამას გარდა, ორი სესხის მომსახურება – 20 000 აშშ დოლარი და 10 900 ლარი, ხოლო ჯიქიას ქუჩაზე ბინის შეძენა – 59 000 აშშ დოლარი.

скачать dle 11.3