კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გველები – უბეში

„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“?!

 ვიდრე დიდ რუსეთში სასკოლო რვეულები გამოიცა, რომლის გარეკანსაც თვით პრ. პუტინის სურათიც ამშვენებს და წარწერაც, რომ „ყირიმი ჩვენია“ (აი, ასე მოინათლა პირველი სექტემბერი რუსეთის ფედერაციაში!), თბილისის ერთ-ერთი სკოლის (ის არის კერძო, რუსულენოვანი და სახელად „ინტელექტი“ ჰქვია) სასკოლო სახელმძღვანელოში აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა წარმოდგენილი.
უფრო მეტიც, სკოლის დირექტორი, ვინმე ორესტ პესჩანენკო ამბობს, რომ ვერაფერს საშინელს ვერ ხედავს, თუკი საქართველოს გულში მდებარე სკოლაში მოსწავლეებს დაასწავლის, რომ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.
თუმცა გვამუნათებს (ყოველი შემთხვევისთვის მოვიხმობ მავანი პესჩანენკოს ციტატას): „ეს პროვოკაციაა, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ამ წიგნს ჩვენს სკოლასთან კავშირი, არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი. თუმცა ამაში არაფერი საშინელი არ არის. თუ რამეა, შეგვიძლია შევცვალოთ, პრობლემა არ არის.“
ხსენებულ რუსულენოვან „ინტელექტს“ (რომლის საქმიანობასაც ანტისახელმწიფოებრივი სურნელი ასდის) 2008 წელს მიუღია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების გენერალური ლიცენზია, 2012-ში კი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,  5 წლით მინიჭებია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
ზემოთქმული კი აჩენს რიტორიკულ კითხვას: საქართველოს განათლების სამინისტრო „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“ თუ უკვე გავიდა მარილზე?!

скачать dle 11.3