აზარტულად მოთამაშეები
სანამ ჩვენი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წარმონაქმნია, გაირკვა, სტატისტიკურად, ჯარში თვითმკვლელობათა შემთხვევები უკავშირდება ვალებს, დაგროვებულს აზარტული თამაშებით. ამიტომაც მინისტრს უბრძანებია, რომ ამიერიდან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თუ სამხედრო თანამშრომლები აზარტული თამაშებით გატაცების პირველსავე შემთხვევაზე გათავისუფლდებიან შეიარაღებული ძალებიდან! –
შესაბამისად, ცვლილებებიც იგეგმება „საქართველოს კანონში სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის შესახებ“.
უფრო მეტიც, გატარდება კიდევ ორი ღონისძიება, კერძოდ, იმავე გზას გაუყენებენ ნარკოტიკების მომხმარებელსაც და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მთვრალ მდგომარებაში მყოფებსაც.
სახელდობრ, ქ-ნი ხიდაშელი ამბობს: „არანაირი კომპრომისი და დანდობა არ იქნება იმის გამო, რომ ადამიანს კარგი წარსული აქვს, ბრძოლაში აქვს მიღებული მონაწილეობა ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა.“
ინიციატივის პათოსი აბსოლუტურად მისაღებია და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისადმი: ქვეყნის რუკას რომ დახედავ, ზედაც, ირგვლივ მიმოიხედავ და ამდენ გაჭირვებულს დაინახავ, რა გენარკოტიკგეაზარტულთამაშება, მიხედე, რა საქმეს?!